შოვის კურორტის განვითარებასა და განაშენიანებაზე ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტები იმსჯელებენ
#შოვიუნდაგანვითარდეს - პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში
27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე: „შოვის კურორტის განვითარება და განაშენიანება“. შეხვედრის ფარგლებში მოხდება „შოვის მთის კურორტის“ პროექტის წარდგენა და არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა.
შეხვედრის მიზანს პროექტის მასშტაბურობის, უნიკალურობისა და საჭიროების შესახებს საზოგადოების ინფორმირებულობა და მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც შოვის ტურისტული შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შოვი იქნება პირველი მსოფლიო დონის კურორტი საქართველოში, რომლის განვითარების ყველა ეტაპი წინასწარ არის გაწერილი და მთლიანი განაშენიანება ერთიან კონცეფციას დაეფუძნება. მის მშენებლობასა და განვითარებაში ყაზახი ინვესტორი 50 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმას. შოვში 130-ნომრიანიმაღალიკლასისსასტუმროსმშენებლობასუძრავიქონებისგანვითარებისკომპანია „სიმეტრია“ უზრუნველყოფს.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სიმღერა - You Are The Miracle (ვიდეო)
პეკინის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე 100 დღით ადრე, საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" /Xinhua/ აქვეყნებს ინგლისურ ენაზე ჩაწერილ პირველ სიმღერას - You Are The Miracle.
აღნიშნული სიმღერა ეძღვნება 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებს.
დამზადებულია "სინხუას" გლობალური სერვისის /Xinhua Global Service/ მიერ
ქვეითი ასეულის სამხედროებმა ნატოს შეფასების მე-2 დონის პროგრამა წარმატებით დაასრულეს (ვიდეო)
„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) საველე სწავლება ჩაატარა და პროგრამა წარმატებით დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე გამართულ სამხედრო წვრთნებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, მავთულხლართიანი დაბრკოლების გადალახვის, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს.
სწავლებაში მონაწილეობას ჯავშამანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სიტყვით მიმართა და მათ პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა.
პროგრამის ბოლოს მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სრულად არის მზად მიიღოს მონაწილეობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.
თანამედროვე იტალიური ხელოვნება აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე
თანამედროვე იტალიურ ხელოვნებასთან კიდევ ერთი შეხვედრა თბილისში: იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან", რომელიც ღია იქნება მნახველისთვის 28 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8). ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" იტალიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც "აბრეშუმის გზის" გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება. თბილისში ამ ექსპოზიციის წარდგენა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული გამოფენებისა და, ასევე, გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელებაა (გავიხსენოთ თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა "Evidence. A New State of Art", რომელიც 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა. აქვე ვახსენოთ სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამაც ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანებისთვის).
გამოფენილი 38 ნამუშევარი (8 მათგანი ფარნეზინას კოლექციაშია დაცული) წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებს და განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და ტექნიკით (ფერწერით, ფოტოგრაფიითა თუ ინსტალაციით) შექმნილ ნამუშევრებს. ექსპოზიციის სამი ძირითადი თემა მოგზაურობას, სიახლესთან შეხვედრასა და აღმოჩენას უკავშირდება.
საქართველოს დედაქალაქის შემდეგ, გამოფენა გეზს აღმოსავლეთისკენ აიღებს და საბოლოოდ, 2022 წელს, ჩინეთში დასრულდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები: კარლა აკარდი, მარიზა ალბანეზე, იური ანკარანი, ფრანჩესკო არენა, ენრიკო ბაი, გაბრიელე ბაზილიკო, ბიანკო-ვალენტე, ალიგიერო ბოეტი, დიეგო ჩიბელი, ჯანი დესი, პამელა დიამანტე, ფლავიო ფაველი, ეუჯენიო ჯილიბერტი, პაოლო გრასინო, ემილიო ისგრო, მიმო იოდიჩე, ფრანჩესკო იოდიჩე, ჯენის კოუნელის, მარია ლაი, ლუიჯი მაინოლფი, დომენიკო ანტონიო მანჩინი, უმბერტო მანცო, მასბედო, საბრინა მეძაკუი, მარცია მილიორა, ნინო მილიორი, ნუნციო, ლუიჯი ონტანი, მიმო პალადინო, ჯულიო პაოლინი, პერინო&ველე, მიქელანჯელო პისტოლეტო, ტამარა რეპეტო, პიეტრო რუფო, ეტორე სპალეტი, The Cool Couple, ეუჯენიო ტიბალდი, ფაბიო ვიალე.
ცესკოს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა გამოავლინა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში დღეს ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირი მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და იმ შემთხვევაში თუ სიაში საკუთარ მონაცემებს აღმოაჩენენ ახლობლებს თხოვონ აღნიშნულის გამო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დაწერონ საჩივრები. აღნიშნულმა პოსტმა მიიღო საკმაოდ მასშტაბური ხასიათი, ამ დროისთვის ის უკვე გაზიარებულია 50-მდე ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ძირითადად ემიგრანტები არიან გაწევრიანებულები.
„ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმის მიუხედავად არის თუ არა ის საქართველოში. ამასთანავე მათ უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია საქართველოში და ფლობდნენ ვალიდურ დოკუმენტს. საზღვარგარეთ მყოფ პირებს სიაში მათი მონაცემების გასწვრივ მითითებული აქვთ, რომ იმყოფებიან საზღვარგარეთ. არსებობს გარკვეულ პირთა წრე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამდენად თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი ამა თუ იმ პირის მონაცემები არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ მიუთითებს რაიმე დარღვევაზე. უფრო პირიქით ამ გზით ამომრჩევლის საარჩევნო უფლება არის დაცული, ვინაიდან წინასწარ არ არის ცნობილი კონკრეტული პირი როდის დაბრუნდება საქართველოში და იმ შემთხვევაში თუ ის ქვეყანაში დაბრუნდება არჩევნების დღეს, მას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან არასწორია მითითება ახლობლების მიერ საჩივრის დაწერასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ წერს საჩივარს.
ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე იმყოფება კომისიის 17 წევრი, მათ შორის პარტიების წარმომადგენლები. ასევე პროცესის მიმდინარეობას აკვირდება სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. ამდენად თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა ყველა მათგანის ჩართულობით არის უზრუნველყოფილი.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიზანი შესაძლოა იყოს ემიგრანტების შეცდომაში შეყვანა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.
მივმართავთ თითოეულ ემიგრანტს ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავიანთი სტატუსთან დაკავშირებით სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ ჰაბის მეშვეობით ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 “- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.
რუსეთში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, რიაზანის ოლქში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი მონაცემებით, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რიაზანში ქიმიური ქარხნის დენთის საამქროში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის გამო დაიღუპა 12 და დაშავდა 1 ადამიანი.
აღინიშნა, რომ ხანძრის დროს ქარხანაში 17 ადამიანი იმყოფებოდა და 4 დაკარგული ადამიანის ძებნა გრძელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.