Items filtered by date: სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

15-17 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში *2- nd Budapest Trophy 2021*-ის სტატუსით, რომელშიც სპორტულ წყვილთა შორის გაიმარჯვეს ქართველმმა სპორტსმენებმა ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა.

შესაბამისად, მათ გამარჯვებისთვის ოქროს მედლები გადაეცათ. 

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის თქმით, ეს გამარჯვებბა დიდი სტიმულია მათთვის მომავალ ტურნირებში წარმატებული გამოსვლებისათვის.

 

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ნათია თურნავამ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიმ გახსნეს.
  
ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს  საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად. "უკვე მესამედ ტარდება საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესია ზოგადად, ევროპული ბიზნესიდან და ინვესტორებიდან, მათ შორის, სლოვაკი ბიზნესმენებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

ბიზნესფორუმი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორკოკის ვიზიტის ფარგლებში შედგა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სლოვაკური მხარე ფორუმზე გამართული პრეზენტაციებისა და ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში დეტალურად გაეცნობა იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც  საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა და აღდგენის მაღალი ტემპი, რაც საქართველოს აქვს. აქედან გამომდინარე, არის მოლოდინი, რომ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება, განსაკუთრებული ინტერესი კი ამ ეტაპისთვის უკვე გამოითქვა IT სექტორის და ენერგეტიკის მიმართ.

"სლოვაკეთი ასევე ცნობილია თავისი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით და ვფიქრობთ, რომ აქაც შეიძლება თანამშრომლობა, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი ერთობლივი პროექტი იყოს საქართველოში სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად და ამას მხარს დავუჭერთ, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სლოვაკეთის მთავრობას და დელეგაციის წარმომადგენლებს, ქვეყნის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის, ასევე კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, მათ შორის როგორც SlovakAid-ის ფონდიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის. ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილ არაერთ პროექტს,  მათ შორის პანდემიის პერიოდში რაჭის რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებს, რომელიც ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოღვაწე მცირე და საშუალო მეწარმეთა თანადგომას გულისხმობდა, ასევე სლოვაკეთის დახმარებისა და განვითარების სააგენტოს SlovakAid-ს თანადგომას. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.  ამერიკელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გააცილა, ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მას მასპინძლობა საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გაუწია. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან გამართული ორმხრივი შეხვედრების გარდა, ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზასაც ეწვია. 

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას, იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.

გამოქვეყნებულია სამხედრო

18 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას და  განიხილეს, როგორც  ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
განსაკუთრებული  ყურადღება დაეთმო სავაჭრო- ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებას, რაშიც, მინისტრების შეფასებით დიდ როლს შეიტანს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს. 
"დღეს სლოვაკეთიდან ასევე ვმასპინძლობთ წარმომადგენლობით ბიზნეს-დელეგაციას და მივესალმებით ქართულ-სლოვაკურ ბიზნეს ფორუმს, რომელიც დღეს თბილისში იმართება. ცხადია, რომ საქმიან წრეებს შორის კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს ეკონომიკურ თანამშრომლობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ორი ქვეყნის ურთიერთობებში"- აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, როგორც შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დავით ზალკალიანმა განაცხადა მნიშვნელოვანია სამიტზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას და დიფერენცირებული მიდგომების აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აქვთ მეტი მისწრაფება და პროგრესი ამ გზაზე. 
დავით ზალკალიანმა  სლოვაკ კოლეგას საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისა და სლოვაკეთის მიერ  საქართველოში სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის გაწეული  დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. "სლოვაკეთის განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიაში, საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა, რაც ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების მორიგი  ნათელი დადასტურებაა."- განაცხადა ზალკალიანმა.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“,  გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე, გატაცებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. "ძალზე ფასეულია, რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სლოვაკეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში."-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა აღნიშნეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და  მაღალი დონის შეხვედრების ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობა. 
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. ამასთან, სლოვაკეთის პირველი დიპლომატი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021 09:50

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა გამოჩნდეს შემოსავლის ახალი წყაროები ან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება. სწორი არჩევანის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ - არ გაითვალისწინოთ ნათესავებისა და მეგობრების რჩევები - თავად გადაწყვიტეთ ყველაფერი. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია კონფლიქტი, რომელიც გადაწყდება თქვენს სასარგებლოდ.

კურო

ჯგუფური ღონისძიებები და აქტივობები სასარგებლო აღმოჩნდება. ხელსაყრელი დღეა იდეების განსახიერებისთვის, გართობისთვის. ყველა შემდგომი საქმისა და წამოწყების წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენს გამძლეობაზე და წინდახედულობაზე. ნუ გამოიჩენთ გულგრილობას და უყურადღებობას.

ტყუპები

დატვირთული დღე გექნებათ, თუმცა ამის მიუხედავად არ გადადოთ საქმე ხვალისთვის. დღეს შესრულებული გეგმები ყველაზე წარმატებული აღმოჩნდება. ასევე, მოსალოდნელია დაბნეულობა პირად ცხოვრებაში. ფრთხილად იყავით, საკუთარ გრძნობებში გარკვევამ პროფესიული კუთხით ხელი არ შეგიშალოთ.

კირჩხიბი

დღე ხელსაყრელია საქმიანი კონტაქტებისთვის და რომანტიკული შეხვედრებისთვის.  ახალი ნაცნობები  შეიძლება დაწინაურების, კარიერის ან ფინანსური წარმატების საფუძველი გახდეს.

ლომი

ზოგიერთ ლომს ელის საჩუქრები, პრიზები, ფულადი ჯილდოები ან მემკვიდრეობის მიღება. საუკეთესო დროა სამუშაო ადგილის შესაცვლელად. შესაძლებელია, რომ ძველი ნაცნობი, რომელიც შენთვის ძვირფასი იყო, კვლავ ჰორიზონტზე გამოჩნდეს.

ქალწული

ფინანსური კეთილდღეობა გელით, რაც საშუალებას მოგცემთ გადაწყვიტოთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პრობლემები. ეს დღე ქალწულისთვის განსაკუთრებულად იღბლიანია. შეეცადეთ დაფიქრდეთ და დაგეგმოთ თქვენი მომავალი მინიმუმ ერთი წლით ადრე.

სასწორი

გახსოვდეთ, საქმეში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წინსვლა, არამედ უბრალოდ მზად იყოთ პოზიტიური ცვლილებებისთვის.  ნუ დაელოდებით ზეციდან ნიშანს: ყველაფერი რაც გსურთ და გწადიათ მხოლოდ საკუთარი შრომით მიიღწევა.

მორიელი

მოულოდნელი სიახლეები გელით, რამაც შესაძლოა თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედოს. მოემზადეთ სერიოზული პრობლემებისთვის. გახსოვდეთ, შეგიძლიათ მწვერვალები დაიპყროთ და  წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით და შესაფერის დროს დაელოდეთ. მოერიდეთ ზედმეტ მუშაობას, რაც შეიძლება უკიდურესად საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მშვილდოსანი

თქვენთვის ხელსაყრელი დღეა. არ არის გამორიცხული მოულოდნელი მოგება, ძვირფასი ნივთის პოვნა ან მემკვიდრეობის მიღება. კარგი დღეა ფიქრისთვის, წარსული ქმედებების გასაანალიზებლად და მომავლის დასაგეგმად.

თხის რქა

აქტიური, შემოქმედებითი დღე გელოდებათ. მოგეცემათ შესაძლებლობა გამოავლინოთ საკუთარი ნიჭი და უნარები. ახალი იდეები და აზრები შემოსავლის დამატებით წყაროს მოგიტანთ. ახალი ნაცნობი კი მომგებიან გავლენას მოახდენენ მომავალ საქმიანობაზე.

მერწყული

დღე ასოცირდება კოსმოსური ენერგიის ათვისებასთან. აურა, ცხოვრების პოტენციალი, პირადი ხიბლი გაძლიერებულია. დაუთმეთ ეს დღე კომუნიკაციას, შეხვედრებს ან შემოქმედებით საქმიანობას.

თევზები

ამ დღეს თევზებში ინტუიციის უნარი განსაკუთრებით გაძლიერებულია. გრძნობების გამოხატვისას უნდა გამოიჩინოთ გონიერება, თუნდაც გარკვეული სიმკაცრე - ეს საშუალებას მოგცემთ უკეთ შეაფასოთ არსებული რეალობა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური