Items filtered by date: კვირა, 17 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

თბილისა და რუსთავს შორის მარათონი, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ეძღვნება, რომელიც 18 ოქტომბერს აღინიშნება. 

მარათონისთვის განკუთვნილი დისტანცია 30 კილომეტრია და იგი სტარტს თბილისში მდებარე ჰეიდარ ალიევის პარკიდან იღებს. 

მასში მონაწილეობას 300-მდე ადამიანი იღებს. 

პირველი 3 ადამიანი, ქალებისა და მამაკაცების კატეგორიებიდან, ვინც ფინიშის ხაზს პირველები გადაკვეთენ, მიიღებენ მედლებს, დიპლომებსა და სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებს. ყველა დანარჩენ მონაწილეს, რომელიც ფინიშთან მივა, სერტიფიკატები გადაეცემათ. 

მარათონის ორგანიზატორები არიან: საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო, ნავთობკომპანია SOCAR, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი და აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაცია.

გამოქვეყნებულია სპორტი

30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.  როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაიწყეს მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის; მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1 830 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი; ასევე შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 2 ოქტომბრის მსგავსად, 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით,  23-25 ოქტომბერს უნდა მიმართონ ცესკოს კონტაქტ - ჰაბს  - 2 51-00-51 (0).

მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.

მივმართავთ ჩვენ მოქალაქეებს იაქტიურონ და მიიღონ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები:

5 თვითმმართველ ქალაქში (თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში) არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები  

 

მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 15 თვითმმართველ თემში 

 

მაჟორიტარული სისტემით გასამართ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები 24 საარჩევნო ოლქში

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური