ჩინეთში გამოიცა წიგნი, რომელშიც შესულია ჩინეთის პრეზიდენტის საზეიმო აღლუმზე წარმოთქმული ტექსტი
გამომცემლობა „ჯენმინ ჩუბანშემ“ გამოუშვა წიგნი, რომელშიც შესულია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიმართვის ტექსტი, რომელიც მან წარმოთქვა მეორე მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის იაპონიაზე გამარჯვების 70 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ გრანდიოზულ აღლუმზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.
წიგნში შესულია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის გამოსვლის სამი ტექსტი: მეორე მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის იაპონიაზე გამარჯვების 70 წლის იუბილის აღსანიშნავად; ჩინეთის პრეზიდენტის გამოსვლა საზეიმო მიღებაზე და ჩინეთის პრეზიდენტის გამოსვლა მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის იაპონიაზე გამარჯვების 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვეტერანებისათვის მედლების გადაცემის მსვლელობისას.
წიგნი დღეიდან გამოჩნდება მაღაზიებში.
Related items
-
"ლიბერთის" და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტით ბავშვებმა წიგნები საჩუქრად საქართველოს 120 სოფელში მიიღეს
„ლიბერთი “უკვე ერთი წელია რაც "მთიელი წიგნები"-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. პროექტი მთაში მცხოვრებ ბავშვებთან და მოზარდებთან თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო პერიოდის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით ახალ თაობაში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს.
პროექტის მთავარი მიზანია, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.
"ლიბერთის" ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, 7300 წიგნი საჩუქრად მიიღო გურიის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის 120 მაღალმთიან სოფელში მცხოვრებმა 2647-მა ბავშვმა. პროექტის ფარგლებში, წიგნები ასევე გადაეცათ ამავე რიგიონების 35 სასკოლო ბიბლიოთეკა.
,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთელი წლის განმავლობაში, „მთიელი წიგნების“ გუნდთან ერთად, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში წიგნების გადაცემისას ვხედავდით ბავშვების სიხარულით გამოწვეულ ემოციებს. წიგნების მიმართ ახალი თაობის ეს დამოკიდებულება უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენი მოგზაურობა მომავალშიც გავაგრძელოთ და რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გავახაროთ. ლიბერთი, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა.
„მოხარული ვარ, რომ ლიბერთისთან დამეგობრებით „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული პროექტი ბევრად მასშტაბური გახდა. მომავალ წელსაც, საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ბავშვს, აუცილებლად ადგილზე ჩავუტანთ და ვაჩუქებთ მათთვის საოცნებო წიგნებს. ჩვენი მოგზაურობებისას მუდმივად ვრწმუნდებით, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას მართლაც ყველაზე დიდი ძალა აქვს“,- განაცხადა გიორგი კივილაძემ, „მთიელი წიგნების“ იდეის ავტორმა.
,,მთიელი წიგნების“ შესახებ :
"მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ორი წლის წინ გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მოგზაურობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.
"ლიბერთი ბანკის" შესახებ:
"ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავის ქვეყანაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავის ქვეყანაში მიიწვია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამომცემლობა „ასოშიეტედ პრესთან“ (AP) ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის უკრაინაში მიწვევისას, ზელენსკიმ თქვა, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე (2022 წლის 24 თებერვალი).
უკრაინაში ომის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 12 პუნქტიან დოკუმენტზე, ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ ის (სი) აქ ვიხილოთ. მსურს მასთან საუბარი. მე მასთან კონტაქტი მქონდა მანამ, ვიდრე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მქონია მასთან კონტაქტი.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების საუბარი იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ არ არის მიღწეული.
შეგახსენებთ, სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
-
ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა
2023 წლის 24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს
ორგანიზებით გაიმართება, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი
საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია,
საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების
გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია
სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა
შემეცნებით-გასართობი პროგრამები.
BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი
და საერთაშორისო დაწესებულება.
გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულსაგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო
კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები,
ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.
გამოფენის მხარდამჭერები არიან: ა/რ მთავრობა, აჭარის განათლების, სპორტისა და
კულტურის სამინისტრო, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თურქეთის განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–
სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD),
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
(BAG), ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.
-
ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს
ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა.
სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.
წყარო: https://1tv.ge/news/chinetis-prezidentad-si-dzinpini-mesame-vadit-airchies/
-
ჩინეთის პრეზიდენტმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაუყოვნებელი განხორციელების განკარგულება გასცა
პეკინი, 22 თებერვალი (სინხუა) - ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ქვეყანაში მომხდარი სტიქიის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაუყოვნებელი განხორციელების განკარგულება გასცა.
”ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ დაკარგული ადამიანების გადასარჩენად და დაშავებულების სამკურნალოდ”, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ასობით მეხანძრე, მაშველი, სამაშველო ძაღლები და სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
როგორც ცნობილია, ჩინეთში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ქვანახშირის მაღარო ჩამოიშალა.
შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 - დაშავდა, 53-ი კი დაკარგულად ითვლება.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...