ჩინეთში საზეიმოდ აღინიშნა მეორე მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის იაპონიაზე გამარჯვების 70 წლის იუბილე
ჩინეთმა დღეს პეკინში პირველად ჩაატარა გრანდიოზული სამხედრო აღლუმი მეორე მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის იაპონიაზე გამარჯვების 70 წლის იუბილის აღსანიშნავად. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.
მათი ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ტიანმინის მოედანზე პირველად გამართა აღლუმში მონაწილე შენაერთების შემოვლა.
ამის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა აღლუმზე მყოფ სტუმრებს და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომში ჩინელი ხალხის იაპონიაზე მიღწეული გამარჯვება იყო ჩინელი ხალხის ძალისხმევის ბრწყინვალე შედეგი. „ანტიიაპონიის ომში გამარჯვებამ ჩინელ ხალხს ნათელი მომავალი გაუხსნა და იგი გახდა ახალი, თანამედროვე ჩინეთის მშენებლობის დასწყისი“, განაცხადა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
აღლუმის სადღედასწსულო ცერემონიაში მონაწილეობენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ასევე 23 უცხოური სახელმწიფოს მეთაური, ასევე ამერიკის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები.
სამხედრო აღლუმში მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომის ჩინელმა და უცხოელმა ვეტერანებმა. აღლუმში ასევე მონაწილეობდნენ 50 ჩინური და 17 უცხოური სამხედრო შენაერთები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღლუმში მონაწილე ჩინური თანამედროვე სამხედრო ტექნიკა სამამულო წარმოებისაა და პირველად იქნა გამოყვანილი აღლუმზე ფართო საზოგადოების წინაშე.
ტიანმინის მოედანზე ცაში გამოჩდნენ თანამედროვე ზებგერითი გამანადგურებლები და შვეულმფრენები. შვეულმფრენებმა ცაში გამოსახეს ციფრი 70.
აღლუმის დასასრულს პეკინის ცაში 70 ათასი მტრედი გაუშვეს, რომელიც ჩინელი ხალხის სამშვიდობო ინიციატივის სიმბოლოს წარმოადგენდა.