ფლენაგანი 24 წლის ალისონ პარკერსა და 27 წლის ადამ უარდს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი პირდაპირ ეთერში რეგიონალური სავაჭრო პარატის წარმომადგენელს ინტერვიუს ართმევდნენ. ისინი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ. რესპოდენტი დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარება სტაბილურია. ინციდენტის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის შეძენა-ტარების უფრო მკაცრი კონტროლი უნდა განხორციელდეს.
Related items
-
VIDEO/პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ, თ.ა.-ს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.
ბრალდებულმა ნ.ვ.-მ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.
ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
-
პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა
პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკებას მოყვა. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.შსს-ს პრეს-სამსახური -
ვიდეო: პოლიციამ მარნეულში მომხდარი მკვლელობა გახნა - დაკავებულია ერთი პირი!
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს.მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.სამართალდამცავებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.ნივთმტკიცების სახით ამოღებულია იარაღი.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს. -
მედიაჰოლდინგი TV-24, ნავთობკომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს
მედიაჰოლდინგი TV-24, აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის“ მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი აზერბაიჯანელი მწერლის, დრამატურგის და საზოგადო მოღვაწის ნარიმან ნარიმანოვის შემოქმედებას.
მაყურებელს და მსმენელებს, პირველად შესაძლებლობა ექნება ქართულ ენაზე მოისმინოს ნარიმანოვის რომანის „ბაჰადური და სონა“ აუდიო ვერსია. ამ ღონისძიებას სპეციალურად მიეძღვნა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის ბადრი ნაჭყებიას საავტორო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდა მეცნიერებათა დოქტორი აიგულ ისაევა.
სწორედ აიგულ ისაევაა ის პირი, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა ნარიმან ნარიმანოვის ნაწარმოებების თარგმანი ქართულ ენაზე.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. სოკარ ჯორჯია მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.
-
ამერიკელმა კინოვარსკვლავმა ა. ბოლდუინმა შემთხვევითი გასროლით ოპერატორი ქალი მოკლა, ხოლო რეჟისორი კი მძიმედ დაჭრა
გუშინ ცნობილმა ამერიკელმა კინოვარსკვლავმა ალეკ ბოლდუინმა ფილმის "Rust" გადაღების დროს შემთხვევითი გასროლით ოპერატორი ქალი მოკლა, ხოლო რეჟისორი კი მძიმედ დაჭრა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.გადამღები კომპანიის წარმომადგენელმა The Hollywood Reporter-ს განუცხადა, რომ ინციდენტი ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მოხდა, რომელშიც ალეკ ბოლდუინი პისტოლეტიდან ფუჭი ტყვიებით ისროდა. აღნიშნული იარაღი გადაღებებზე რეკვიზიტად გამოიყენებოდა.უკრაინელი წარმოშობის 42 წლის ოპერატორი გალინა ჰაჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა იგი გზაში გარდაიცვალა. 48 წლის ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში წაიყვანა.შემთხვევის შემდეგ ალეკ ბოლდუინმა პოლიციას ჩვენება მისცა და საკმაოდ დამწუხრებულმა დატოვა გადასაღები მოედანი. რაიმე სახის ბრალი მისთვის არ წაუყენებიათ და ჯერ-ჯერობით არავინ არ არის დაკავებული.პოლიცია მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს იკველევს - თუ როგორ აღმოჩნდა პისტოლეტში ნამდვილი ტყვიები ფუჭის ნაცვლად.შეგახსენებთ, რომ ნიუ-მექსიკოში ფილმ-ვესტერნ "Rust-ის" გადაღებები მიმდინარეობდა. ალეკ ბოლდუინი ფილმში მთავარ როლს ასრულებდა და მისი პროდიუსერიც იყო.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...