„მსურს ვიპოვო საქართველოს განსაკუთრებული გემო, მოუთმენლად ველი მის აღმოჩენას“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2023 14:44

საქართველო მდიდარი და მომხიბვლელი ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი ღვინო ინოვაციური და განსხვავებულია“

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ.  კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

ჟიური, რომელიც წელს ღვინის წარმოდგენილ ნიმუშებს შეაფასებს, უკვე ცნობილია. აღსანიშნავია, რომ უცხოელი მსაჯების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

„დღესდღეობით ღვინის დაწურვის უძველესი ტექნიკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ხალხს უყვარს ღვინო მინიმალური ჩარევებით, დაბალი სულფიტებით, ნატურალური ყურძნით და ეს ყველაფერი სწორედ რომ ქართულ ღვინოშია თავმოყრილი. მე მჯერა, რომ საქართველოს ექნება დიდებული მომავალი ღვინის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ისტორიის გამო, არამედ წარმოებული ღვინოების ხარისხის გამო. უკეთესი ქვევრის ღვინო საქართველოს გარეთ არასდროს გამისინჯავს! შარშან მე აღმოვაჩინე ქართული ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება,გასაოცარია თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მწარმოებლები, რომლებმაც მედალი ვერ მიიღეს, თუმცა მე მჯერა, რომ გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც IWSC-ს ჟიურიმ მივეცით და წელს წარდგებიან ბევრად უფრო გაუმჯობესებული გემოებით,“ - აღნიშნავს სალვატორე კასტანო, რომელიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს წელს მეორედ შეაფასებს.

„მსურს ვიპოვო საქართველოს განსაკუთრებული გემო, მოუთმენლად ველი მის აღმოჩენას. ღვინის ინდუსტრიის ბუნებრივმა განვითარებამ და მისმა ისტორიამ ქართულ ღვინოს გარკვეული სტატუსი მიანიჭა, თუმცა, მაინტერესებს, დარჩება თუ არა ის ავთენტურობისა და ძირძველი მემკვიდრეობის ჩარჩოებში, თუ უარს იტყვის თავის უნიკალურ მახასიათებლებზე კომერციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საქართველოში კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. მშრალი აღმოსავლეთი ერწყმის გრილ და ნოტიო დასავლეთს, რასაც ემატება კავკასიის მთების ჰავა და ათასობით მდინარე, ეს ყველაფერი ღვინის გასაოცარ გემოებს ქმნის. დარწმუნებული ვარ ქართული ღვინოს არ ექნება კლასიკური დასავლურ ევროპული გემო, ამიტომ ველოდები მარტივ, თუმცა ავთენტურ გემოებს. ვფიქრობ, ღვინოებს ექნებათ ალკოჰოლის მაღალი დონე და მკვეთრი სურნელი,“ - აღნიშნავს უფროსი სომელიე მელანია ბეტისტონი.

ყველას უყვარს ისტორია, საქართველო კი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მდიდარია ამ ისტორიით. საქართველო მდიდარი და მომხიბვლელი ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი ღვინო ინოვაციური და განსხვავებულია. ტრადიციებისა და ინოვაციების ტანდემი კი თანამედროვე მომხმარებლისთვის გადაწყეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქართული ღვინო ასევე კარგად ერწყმის კვების კულტურას, რომლის მოთხოვნა მსოფლიოში კიდევ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ღვინის ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თანამედროვე მომხმარებლისთვის ქართული ღვინო მაინც წარმოადგენს ინტერესის სფეროს. გლობალურ მარკეტზე პოზიციების გასამყარებლად საჭიროა მსუყე ფორტფელის შექმნა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯილდოებსა და კონკურსებს, რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ,“ - ქართული ღვინის უნიკალურობასა და ქართველ მეღვინეებთან პოტენციურ თანამშრომლობაზე საუბრობს დევიდ კერმოდი.

 ცნობისათვის, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს. საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

წაკითხულია 279 ჯერ

Related items

  • IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე ღვინის დეგუსტაცია დაიწყო

    საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსზე -  IWSC Wine Judging in Georgia ღვინის დეგუსტაცია დაიწყო. კონკურსის ვარსკვლავური ჟიური საერთო მსჯელობის შედეგად საკონკურსო ღვინოებს აფასებს და შესაბამის ქულას უწერს. ტესტირების შედეგად გამოვლინდებია ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები.

    საქართველო საერთაშორისო კონკურსს უკვე მეორედ მასპინძლობს. წელს, კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობს.

    აღსანიშნავია, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოსაც შეაფასებენ. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

    ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო  საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

    IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

    ცნობისათვის, შარშან კონკურსზე 150 -ზე მეტი კომპანიის 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. IWSC-ის მედლები კი ასე განაწილდა: 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო. პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს. IWSC 2024 Wine Judging in Georgia, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს და მედალოსანი ღვინოები გამოვლინდება.

    საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“. 

  • IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა

    საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. რეგისტრაცია დასრულებულია და პირველადი მონაცემებით,  კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა.

    აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 18 კომპანიის 60 ღვინოსაც შეაფასებენ. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

    კონკურსის ბრენდამბასადორის, მარიამ გუჯაბიძის თქმით, რეგისტრაციის წლევანდელი შედეგები რეკორდულია. „ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო მარნებს საშუალება აქვთ, ასეთი დონის კონკურსზე წარადგინონ საკუთარი ღვინო და მოიპოვონ საერთაშორისო ბაზრებზე აღიარებული ჯილდო. წელს ამ კუთხით ფასდაუდებელია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, შედეგებიც უკეთესი იქნება შარშანდელთან შედარებით“, - აღნიშნა მარიამ გუჯაბიძემ.

    შარშან კონკურსზე 150 -ზე მეტი კომპანიის 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. IWSC-ის მედლები კი ასე განაწილდა: 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო. პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.

    ჟიური, რომელიც წელს ღვინის წარმოდგენილ ნიმუშებს შეაფასებს, უკვე ცნობილია. აღსანიშნავია, რომ უცხოელი მსაჯების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

    IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

    საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

    IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს და მედალოსანი ღვინოები გამოვლინდება.

  • ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC – 2024 ჟიური?

    საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ.  კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

    მაგრამ საინტერესოა ვინ იქნება ჟიური, რომელიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებს. უკვე ცნობილია, რომ კონკურსს კომპეტენტური ჟიური ყავს. აღსანიშნავია, რომ უცხოელ ჟიურთა რიცხვი წელს კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორიოს კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის წევრი, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები., როგორებიც არიან სალვატორე კასტანო - უფროსი სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელიც „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიათა რიგში დგას, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო „ბაიერი“, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან. ზარა სერობიანი ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდის - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანმა გამოცდილებით და  ვილ ჰილი - ღვინის ბარიერი.

    „დღესდღეობით ღვინის დაწურვის უძველესი ტექნიკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ხალხს უყვარს ღვინო მინიმალური ჩარევებით, დაბალი სულფიტებით, ნატურალური ყურძნით და ეს ყველაფერი სწორედ რომ ქართულ ღვინოშია თავმოყრილი. მე მჯერა, რომ საქართველოს ექნება დიდებული მომავალი ღვინის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ისტორიის გამო, არამედ წარმოებული ღვინოების ხარისხის გამო. უკეთესი ქვევრის ღვინო საქართველოს გარეთ არასდროს გამისინჯავს! შარშან მე აღმოვაჩინე ქართული ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება,გასაოცარია თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მწარმოებლები, რომლებმაც მედალი ვერ მიიღეს, თუმცა მე მჯერა, რომ გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც IWSC-ს ჟიურიმ მივეცით და წელს წარდგებიან ბევრად უფრო გაუმჯობესებული გემოებით,“ - აღნიშნავს სალვატორე კასტანო, რომელიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს წელს მეორედ შეაფასებს.

    ყველას უყვარს ისტორია, საქართველო კი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მდიდარია ამ ისტორიით. საქართველო მდიდარი და მომხიბვლელი ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი ღვინო ინოვაციური და განსხვავებულია. ტრადიციებისა და ინოვაციების ტანდემი კი თანამედროვე მომხმარებლისთვის გადაწყეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქართული ღვინო ასევე კარგად ერწყმის კვების კულტურას, რომლის მოთხოვნა მსოფლიოში კიდევ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ღვინის ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თანამედროვე მომხმარებლისთვის ქართული ღვინო მაინც წარმოადგენს ინტერესის სფეროს. გლობალურ მარკეტზე პოზიციების გასამყარებლად საჭიროა მსუყე ფორტფელის შექმნა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯილდოებსა და კონკურსებს, რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ,“ - ქართული ღვინის უნიკალურობასა და ქართველ მეღვინეებთან პოტენციურ თანამშრომლობაზე საუბრობს დევიდ კერმოდი.

    შეგახსენებთ, რომ IWSC 2024 Wine Judging in Georgia - ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია, IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 ოქტომბერს გაიხსნა და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება.  ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ აღნიშნულ ბმულზე: https://bit.ly/3LTWyVp

    ცნობისათვის, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

  • 30 ათასზე მეტი სტუმარი და 350-მდე მონაწილე - გურჯაანმა ღვინის ფესტივალს წელს მეხუთედ უმასპინძლა

    30 ათასზე მეტი სტუმარი და 350 -მდე მონაწილე - ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია გურჯაანში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. ტრადიცია გრძელდება. მეღვინეობის ქალაქმა გურჯაანმა ყველაზე ხალხმრავალ ფესტივალს წელს მეხუთედ უმაპინძლა.  

    ფესტივალის მიზანს უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა წარმოადგენს. წელს ამ მოვლენას უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. ღონისძიება ტრადიციულად ახტალის პარკში მოეწყო.
    წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს აერთიანებდა, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა. ფესტივალი თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში მოეწყო, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეძლო საინტერესოდ გაატარებინა დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. 

    „გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით საქართველოში იმართება. წელს დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდი იყო და ყველაზე მეტი მეღვინე დარეგისტრირდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ფესტივალის 7 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს, როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნონ დამწყები მეღვინეების პროდუქცია. წელს, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის ფესტივალი „სტუმარმასპინძლობას“ მივუძღვენით. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი ყველა სტუმრისთვის განსაკუთრებული მასპინძელია,“ - აღნიშნა გურჯაანის ღვინის ფესტივალის დამფუძნებელმა დავით სონღოლაშვილმა.

    “USAID მოხვარულია, რომ საქართველოს მთავარობასა და კერძო სექტორთან ერთად ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებაში მონაწილეობს. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ჩვენი ორი პროგრამაა წარმოდგენილი, კერძოდ, უნარების განვითარების და ტურიზმის განვითარების პროგრამები. ჩვენ ამით მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ღვინის პოპულარიზაციას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას,“ - განმარტა USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელმა, მიშელ კოშიელსკიმ.

    „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წელს მეორედ ვმონაწილეობთ. წარმოდგენილი გვაქვს 18 დასახელების ღვინო. საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, მას სტუმრობს უამრავი ადამიანი, უამრავი უცხოეული, აფასებს და აგემოვნებს ჩვენს ღვინოს უამრავი სპეციალისტი, ვფიქრობ, ეს უნიკლაური შანსია შენი ღვინო გააცნო ფართო საზოგადოებას,“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს „კარდანახი 1888“ დამფუძნებელი მამუკა მახოშვილი.

    ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღო ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იყო მორგებული. წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
    ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. 
    მუსიკალური განწყობა შექმნეს სხვადასხვა შემოქმედებითმა ჯგუფებმა და მომღერლებმა: ქართული ხმები, NonStop band , ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია და შერეკილები. ამ დღეს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივმა მუსიკოსებმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმაც იზრუნეს; :ნათია ქოროღლიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, მაია ჩუგოშვილი, თინათინ ბასოშვილი, თამცი რუაძე, ნინია ქაჩლიშვილი, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, ანსამბლი „ხარება“, „ბავშვთა კვარტეტი“ Leko’s Music Studio და ანსამბლი „გურჯაანი“.

    ფესტივალი Bedford Falls-ის კონცერტით დასრულდა.
    ცნობისათვის, გურჯაანის ღვინის ფესტივალს 7 წლიანი ისტორია აქვს (დაარსდა 2017 წელს), რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება. 2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც ქართული და საერთაშორისო ღვინის ჟიურის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა 500 ქართული ღვინო და დააჯილდოვა რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით. IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ეს გამონაკლისი მეორედ გაკეთდა IWSC-ის კონკურსის ისტორიაში და პირველად ევროპაში. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღვინის დღეების პერიოდში მიმდინარეობს და მისი ოფიციალური პარტნიორები არიან IWSC და „ჯეპრა“, ხოლო ტრადიციული მასპინძელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

    გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023-ის სპონსორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი, თელიანი ველი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

    ფესტივალის მხარდამჭერები: m², საქპატენტი, GITA, USAID, LEPERT, Red Bull, ZINC NETWORK, ბაკურიანი და გურჯაანის ნაყინი.

    ფესტივალის მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი, რუსთავი 2, პალიტრა მედია,
    Business-partner.ge, commersant.ge, რადიო უცნობი

  • 30 000 სტუმარზე მეტი და 337 მონაწილე - ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალი საქართველოში!

    14 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართება.

    გურჯაანის ღვინის ფესტივალს 7 წლიანი ისტორია აქვს (დაარსდა 2017 წელს), რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება და მისი მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.

    წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

    ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

    ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. მუსიკალურ განწყობას შექმნიან:  ქართული ხმები, Bedford Falls, NonStop band , ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია და შერეკილები. ამ დღეს სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი მუსიკოსები და ფოლკლორული ანსამბლებიც იზრუნებენ:ნათია ქოროღლიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, მაია ჩუგოშვილი, თინათინ ბასოშვილი, თამცი რუაძე, ნინია ქაჩლიშვილი, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“,  ანსამბლი „ხარება“, „ბავშვთა კვარტეტი“ Leko’s Music Studio და ანსამბლი „გურჯაანი“.

    „გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით საქართველოში იმართება. გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული. ეს ფესტივალი არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლიათ გაეცნონ როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნონ დამწყები მეღვინეების პროდუქცია. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის ფესტივალი „სტუმარმასპინძლობას“ მიუძღვნას. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი ყველა სტუმრისთვის განსაკუთრებული მასპინძელია,“ - ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეთა დაინტერესებაზე საუბრობენ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

    2022 წელს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის ფარგლებშიც ქართული და საერთაშორისო ღვინის ჟიურის ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა 500 ქართული ღვინო და დააჯილდოვა რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით. IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, ეს გამონაკლისი მეორედ გაკეთდა IWSC-ის კონკურსის ისტორიაში და პირველად ევროპაში.

    წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი,  ღვინის დღეების პერიოდში მიმდინარეობს და მისი ოფიციალურიპარტნიორებიარიან IWSC დაჯეპრა, ხოლოტრადიციულიმასპინძელიაგურჯაანისმუნიციპალიტეტისმერია.

    გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023-ის სპონსორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი, თელიანი ველი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

    ფესტივალის მხარდამჭერები: m², საქპატენტი, GITA, USAID, LEPERT, Red Bull, ZINC NETWORK, ბაკურიანი და გურჯაანის ნაყინი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური