IBSU-ში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი ლექცია ჩატარდა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 18 ნოემბერი 2023 10:35

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“

ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი,  დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მადონა მაისურაძე.

ინტერაქტიურ შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები.

წაკითხულია 309 ჯერ

Related items

  • საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური რეფორმების როლი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის მაგალითზე“
    11 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური რეფორმების როლი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის მაგალითზე“.
    ლექციას საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი, კანატ სეიტჟანოვი უძღვებოდა. დიპლომატმა ყაზახეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები მიმოიხილა, ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ რეფორმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე განიხილა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები.
    შეხვედრის მეორე ნაწილი აქტიური ინტერაქციული რეჟიმით გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.
    საჯარო ლექცია ინგლისურ ენაზე წარიმართა, მოდერატორობას კი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია უწევდა.
    ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
  • ამერიკელი სპორტსმენი ანიტა ალვარესი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა!

    ბუდაპეშტში მიმდნარე საწყალოსნო სპორტის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე აუზში სინქრონული ცეკვების მონაწილე ამერიკელმა ანიტა ალვარესმა გამოსვლის დროს უცაბედად გონება დაკარგა.

    ამერიკელი სპორტსმენი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა, რომელიც მალევე აუზში გადაეშვა და ჩაძირული ანიტა ფსკერიდან ამოიყვანა, მერე კი აუზშივე, დელეგაციის წევრთან ერთად პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
    „მის ფილტვებში მხოლოდ წყალი იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულადა. ანიტა ალვარესს ფინალშიც ასპარეზობა სურდა. მადლობა მაშველებს, რომ მათ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. როდესაც წყლიდან ამოვიყვანე ანიტას კრიჭა ჰქონდა შეკრული. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ახლა ორივე ვიცინით. ჩვენ ვნახეთ სად გადის სპორტსმენის შესაძლებლობების ზღვარი“, - განაცხადა ანიტა ალვარესის მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა.
    უცხოური მედიის ინფორმაციით ანიტა ალვარესი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. გულის წასვლის მიზეზად გადაღლილობა და ცხელი მზიანი ამინდი სახელდება.

    შეგახსენებთ,რომ ანიტა ალვარესმა გონება შარშან ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზეც დაკარგა.

    წყარო: https://www.crystalsport.ge/news/44981?fbclid=IwAR3TGIEShMBmpkJBYOhvfjQmKRSosCituJTw4GNXTXTRPHEeazvaRB4IUR4

  • ევროკავშირი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგება

    ოთხშაბათს, საქართველოს პარლამენტმა  მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ამგვარი დანიშვნების განხორციელება მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრამდე, ეწინააღმდეგება ეუთოს/ დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისისა  (ეუთო/ოდირი)  და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.   

    ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას  მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც  მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ეს მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამდე კანდიდატების წარდგენის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა  და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ. 

    ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ  ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის განმტკიცებას, ფართო, ინკლიუზიური და პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმების გზით.

    ევროკავშირი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი მზადყოფნისა, სრულად  დაუჭიროს მხარი ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან  საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული სასამართლო რეფორმის ჩათვლით

    ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადება 

  • ამერიკელი მეცნიერი ქუთაისის უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მსოფლიო რანგის წამყვან ამერიკელ მეცნიერს, ნორთვესტერნის  უნივერსიტეტის ჩიკაგოს პროტონული ცენტრის სამედიცინო ფიზიკისა და დოზიმეტრიის დირექტორს, ნორთვესტერნის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის პროფესორს, მარკ პანკეკს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიხეილ ჩხენკელმა ამერიკელ მეცნიერს დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი.  შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პროფესორი პანკეკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდება და  ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ და კვლევით პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე თევზაძესთან და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში (ASTRO 2021) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა.

    ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

  • ამერიკელი ოფიციალური პირები ყატარში პირისპირ შეხვდნენ თალიბანის წარმომადგენლებს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა, თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა 9-10 ოქტომბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებები გამართა თალიბანის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ავღანეთში შექმნილი ბოლო ვითარება. ამავე განცხადებით, ეს იყო თალიბანების მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ მხარეების პირველი შეხვედრა და მოლაპარაკებები მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

    შეხვედრის დროს პრიორიტეტი მიენიჭა ამერიკელებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის საკითხს. გარდა ამისა, განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხებიც, მათ შორის ქალების ადექვატური წარმომადგენლობა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი უშუალოდ დაეხმარება ავღანელ ხალხს.

    მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ის განსაზღვრავს საგზაო რუკას თალიბანის ქმედებების და არა მათი სიტყვების მიხედვით. როგორც ცნობილია 30 აგვისტოდან ავღანეთს თალიბანი მართავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური