VIDEO / ერევანში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.
როგორც სომხური მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულების მდგომარეობა რთულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
Related items
-
შ. მიშველიძე ევროპის ჩემპიონია, რ. შამილიშვილი კი ვერცხლის მედლის მფლობელი
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველ წარმატებას მიაღწია - შოთა მიშველიძემ (61 კგ) და რამინ შამილიშვილმა (55 კგ) კვარცხლბეკის პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის (2021) და ბრინჯაოს (2017), ევროპის ჩემპიონატების ოქროს (2018) და ვერცხლის (2021, 2022) მედლების მფლობელმა მიშველიძემ პირველი ოქროს მედლის მოპოვებიდან ხუთი წლის შემდეგ კონტინენტის პირველობა მოიგო. მომავალმა ჩემპიონმა ატაცში 136 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მიიღო, მეორე შედეგი ჰქონდა აკვრაში 162 კილოგრამით, საუკეთესო იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 298 კილოგრამითაც.
კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია შამილიშვილმა. ის სხვათათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ატაცში, სადაც 113 კილოგრამის დამორჩილებით ოქროს მედალი დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალი ერგო აკვრაში, სადაც 136 კილოგრამი დაძლია, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 249 კილოგრამით კი მეორე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ შამილიშვილი მისთვის ახალ წონაში გამოდიოდა.
სამეულამდე ნაბიჯი დააკლდა გოდერძი ბერდელიძეს, რომელმაც ატაცში (122 კგ), აკვრაში (153 კგ) და ორჭიდში (275 კგ) მეოთხე ადგილები დაიკავა.
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. აღინიშნა, რომ ეკონომიკურ კომისიას პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ, რაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია.საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური -
სალომე ზურაბიშვილი - შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით!
შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.
-
სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ინდონეზიაში გამგზავრებამდე დედაქალაქ ანკარაში პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუზუსტებელი პირველადი მონაცემები ტერორისტულ თავდასხმაზე მიუთითებს და ასევე დასძინა, რომ მომხდარში „ერთმა ქალმა ითამაშა როლი“.
"ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატური თავდასხმის დამნაშავეების და მის უკან მყოფი ადამიანების გამოსავლენად." - თქვა პრეზიდენტმა.
გუშინ, თურქეთის დროით 16:20 საათზე ისტიკლალის პროსპექტზე აფეთქება მოხდა, რაიონში ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა და მეხანძრე-მაშველი იქნა გაგზავნილი.
-
კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
ხელისუფლების ცნობით, თავდასხმები განხორციელდა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებით.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ დედაქალაქის შევჩენსკის რაიონში 4 სხვადასხვა აფეთქება მოხდა.
კლიჩკომ გაავრცელა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებისგან დარჩენილი ნაწილების ფოტო, რომლებიც თავდასხმისას იქნა გამოყენებული, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
თავდასხმის შედეგად კიევის ცენტრში მდებარე შენობას მცირე დაზიანება მიადგა.
რაიონში მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატის გასანეიტრალებლად.
სროლის შემდეგ ტერიტორიაზე ორი აფეთქების ხმა გაისმა.
რეგიონში, სადაც თავდასხმა მოხდა ქუჩები კვამლით აივსო და მაცხოვრებელთა ნაწილამა სახლები დატოვა და სხვა რაიონებში წავიდა.
რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმების სერია 10 ოქტომბერს დაიწყეს.
ბიზნეს ნიუსი

IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა!
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! IWSC კონკურს...

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარ...

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...