ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ნოემბერი 2023 17:55

ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა

 

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” (,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“) რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს - UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.

,,საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია კიდევ ერთი შესაძლებლობა გახლდათ შეგვეჯამებინა ლიბერთის მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, რომლებიც მდგრადი მიზნების მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო სექტორთან ერთად ხორციელდება. პარტნიორებთან ერთად შესაძლებლობა გვაქვს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი, შედეგებზე ორიენტირებული პროექტები განვახორციელოთ” - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

„არც ერთი რეფორმა, განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი სექტორის ჩართულობით. მდგრადი შედეგების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში არსებული გამოცდილების გაერთიანება და ერთობლივი მუშაობა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან მათ აქვთ ის წვდომა და რესურსი ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე, რომელიც ასე სჭირდება დღეს მდგრადი მიზნების მიღწევას.

ეს კონფერენცია მიზნად ისახავს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორების თავმოყრას და განვითარების საკითხებზე დეტალურ დისკუსიას. დიდი მადლობა კერძო სექტორს მონაწილეობისთვის, მზაობისთვის და ღია თანამშრომლობისთვის. საქართველოს გაეროს ასოციაცია აქტიურად აპირებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან განვითარების მიზნებთან მიმართებაში. თანამშრომლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი და რასაც მომავალში ვიმედოვნებთ უფრო გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ." - ანა კვერნაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის სექტორთაშორისი თანამშრომლობის მენეჯერი.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პარტნიორების - USAID, ADB, EBRD -ის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს სტარტაპები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სამრეწველო სავაჭრო პალატის, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები.

წაკითხულია 413 ჯერ

Related items

  • ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

    28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარებლად პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით თბილისში კონფერენცია გამართა. კონფერენციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები.

    კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით  ჩატარდა.

    „საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობისა და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, — „ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, რათა  სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩო ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას დაუახლოვდეს. ამ მნიშვნელოვანი სფეროს წარმატებისთვის ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან“. 

    გერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ევროკავშირის LEADER პროგრამა — ქვემოდან ზევით ინიციატივა, რომლის მიზანი ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების მეშვეობით სოფლის განვითარების მხარდაჭერაა. „ველით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ამოქმედდება გამართული მექანიზმი, რაც LEADER ინიციატივით წახალისებული სოფლის განვითარების პროექტების სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყობს ხელს“, — დასძინა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

    ევროკავშირის და UNDP-ის მხრიდან საქართველოს სასოფლო განვითარების მხარდაჭერა ეყრდნობა 234.5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ,,ლიბერთის მთავარი ძალა ჩვენიანებია” - თორნიკე კორძაია

    ლიბერთის ახალი კამპანიისა და ბანკის სამომავლო გეგმების შესახებ, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე კორძაია საუბრობს. 

     როგორია ლიბერთის ახალი კამპანია? 

    ჩვენი მთავარი ძალა ჩვენიანებია - მომხმარებლები და თანამშრომლები - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ლიბერთის. ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანია, გავაერთიანოთ ეს განსაკუთრებული ადამიანები ყველაზე ბუნებრივი, გულწრფელი ნიშნით, დავაფასოთ და უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ მათზე. ეს ერთდროულად ჩვენი ფილოსოფიაცაა და დაპირებაც, რომელიც ლიბერთის გუნდმა უნდა შეასრულოს.  საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით ჩვენიანების შესახებ მხოლოდ პირველი ვიდეო იხილა, #ჩვენიანების ამბავი ძალიან მალე მრავალი მიმართულებით გაიშლება, სხვადასხვა სიახლეებთან და შეთავაზებებთან ერთად.

     რამ განაპირობა ,,ჩვენიანების“ შექმნა? 

    საცალო მომსახურების გაძლიერებაზე 2022 წლის ბოლოდან დავფოკუსირდით. ამ ერთი წლის მანძილზე მივხვდით, რომ ახალი კუთხით, ხელახლა გვინდა გავეცნოთ საზოგადოებას:  ერთდროულად ვანახოთ დიდი, შთამბეჭდავი სურათი და ჩვენი ადამიანური მხარეც. ყველასთვის გასაგებად მოვყვეთ როგორც ჩვენთვის სასახელო პროექტებზე, ასევე კონკრეტულ საბანკო პროდუქტებზე, ჩვენს თანამშრომლებსა და ჩვენს რეალურ მომხმარებლებზე.

    ათასზე მეტი მომსახურების წერტილი და ბანკომატი, მოქნილი და თანამედროვე ციფრული არხები, საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა - ეს არის დღეს ლიბერთი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 1,600,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ლიბერთის 5,000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მზად არის ამბიციური გეგმისთვის - ამ ადამიანებისთვის გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი. სადაც ბანკომატი არ გვაქვს, მოძრავი ფილიალით მივდივართ, სადაც მანქანა ვერ მიდის, ნავით მივცურდებით და ცხენითაც კი გავიკვალავთ გზას შორეულ სოფლებში დროულად რომ მივწვდეთ თითოეულ ოჯახს. სწორედ ეს ღირებულებები და იდეები დაედო საფუძვლად „ჩვენიანის’ საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას.

     ვინ ქმნის ლიბერთის საცალო მომსახურებას დღეს და რა არის თქვენი გუნდის სამომავლო გეგმები?

    მას შემდეგ, რაც ლიბერთის სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულებით გაძლიერება შეემატა, შემოგვიერთდა ამ სფეროს ძალიან ბევრი აღიარებული პროფესიონალი.

    ამ მხრივ სასიხარულო მატებები გვაქვს სრულიად ბანკის მასშტაბით, სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც. დღეს-დღეობით ჩვენი გუნდი, როგორც სათაოში, ასევე წინა ხაზზე ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული: საზოგადოებას ხელახლა გავაცნოთ ლიბერთი, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი - მასშტაბური, ეფექტური, მზრუნველი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბანკი. იქმნება ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, ხდება მომსახურების პერსონალიზაცია, იხვეწება და მარტივდება პროცესები. სამომავლო გეგმები დიდია და ჩვენიანებს ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებს ვპირდებით.

  • განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

    წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში,  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატოს სამეკავშირეო ოფისი  და  ავსტრიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, იტალიის, კანადის, ნიდერლანდების, ნორვეგიის,  პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის საელჩოები საქართველოში.

    ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ყველას მოვუწოდებთ საერთო ქმედებისკენ ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად - დაწყებული სექსუალური შევიწროებით და ძალადობით, ბავშვთა ქორწინებითა და ფემიციდით დამთავრებული. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამიდან დაახლოებით ერთ ქალს მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა თუნდაც ერთხელ, უმეტეს შემთხვევაში, თავისი ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.[1] საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებების ამ საშინელი დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთი ძალადობა სათავეს გენდერული უთანასწორობიდან იღებს და, თავის მხრივ, ქალების და გოგოების მიმართ დისკრიმინაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შედეგად კი ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მშვიდობიანი და სამართლიანია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა - ნაკლებად წარმატებული.

    ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება, და ძალადობის მსხვერპლთა სრული დაცვა და მხარდაჭერა. ამას გარდა, არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ყოველივე ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და აღმოფხვრა, რადგანაც ამგვარი ძალადობა ხელს უშლის ქალებს იყვნენ პოლიტიკურად აქტიურნი და ეფექტური წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა და შევიწროება თავიანთ საარჩევნო კამპანიის, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.[2] პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში; ქალებს აკრიტიკებენ, გენდერული იდენტობის, გარეგნობის, ჩაცმულობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მორალისტური პრიზმით.[3]

    ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ სახედ რჩება ეკონომიკური ძალადობა, რომელიც მსხვერპლს აიძულებს დარჩეს მოძალადესთან. გამოწვევად რჩება ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირება,[4] ფინანსურ რესურსებზე, მემკვიდრეობის უფლებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე,  შრომის უხილავ და აუნაზღაურებელი ზრუნვის  აღიარებასა და გადანაწილებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ბავშვთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მოზარდებისთვის ხელსაყრელი ჯანდაცვის სერვისები ასევე უმნიშვნელოვანესია გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

    ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ, რათა მათ სრულად და თანასწორად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის ან შევიწროების შიშის გარეშე.

    __________________

    [1] „ფაქტები და რიცხვები: ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.unwomen.org/en/what-we-do/ending-violence-against-women/facts-and-figures

    [2] „პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://georgia.unwomen.org/en/digital-library/publications/2023/08/violence-against-women-in-politics-in-georgia

    [3] არჩევნების მონიტორინგის ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.undp.org/georgia/publications/gender-bias-social-media-2020

    [4] 2022 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 23.0 პროცენტია. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.geostat.ge/media/57459/Adjusted-gender-pay-gap---2022.pdf

  • თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი

    „ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდეორგოლი პასუხობს ბანკის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება.“ - აცხადებს #ჩვენიანის შესახებ საუბრისას ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია.

    თორნიკე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ლიბერთი აქტიურად განვითარდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გაძლიერდა მიკრო და საშუალო ბიზნესი, ახლა კი ბანკის სტრატეგიულ მიმართულებებს საცალო ბიზნესიც შეემატა.

    „ლიბერთის რიტეილის ახალ გუნდში შემოგვიერთდა ძალიან ბევრი და ძლიერი პროფესიონალი. შეიქმნა ახალი პროდუქტები და ისეთი შეთავაზებები, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მონაცემების გათვალისწინებითაა შექმნილი და შეთავაზების პერსონალიზაციაზეა ორიენტირებული. დავნერგეთ ახალი სამოტივაციო სისტემები, შემოვიღეთ ახალი სტრუქტურული ერთეულები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო ეფექტურად მოვემსახურებით“, - აცხადებს თორნიკე კორძაია.

    მისი თქმით, #ჩვენიანი არის ერთგვარი ფილოსოფია და დაპირება, რომელსაც ლიბერთი თავისი მომხმარებლებისთვის შეასრულებს. ლიბერთის საკომუნიკაციო პლატფორმის მთავარი გმირები ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები არიან.

    კამპანია, კონკრეტული საბანკო პროდუქტების ჭრილში, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.

     

  • #ჩვენიანი - ლიბერთის ახალი კონცეფცია!

    ლიბერთიმ  კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო რგოლი წარადგინა

    ,,ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ლიბერთის ბრენდის მიმართ ადამიანების ემოციური და რაციონალური დამოკიდებულებების შესაფასებლად არაერთი კვლევა ჩავატარეთ. მათ შორის თანამშრომლებში, რომელმაც აჩვენა რომ ლიბერთიში დასაქმებული ადამიანებისთვის ყველაზე საამაყოა ჩვენი ბანკის მასშტაბურობა, ხელმისაწვდომობა, ადამიანებზე ორიენტირებულობა, ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობა და ამასთანავე, თანამედროვე პროდუქტებისა და სერვისების არსებობა.

    ახალ კამპანიაზე, რომლის მთავარი გმირები ბანკის რეალური თანამშრომლები და მომხმარებლები არიან,  სააგენტო Holy Motors-თან ერთად ვიმუშავეთ. ბანკის  ახალი კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული საბანკო პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.“ - თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    „ახალი კამპანია პასუხობს ლიბერთის სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. #ჩვენიანი არის ერთგვარი შეხსენება ყველასათვის, რომ ლიბერთი არის ბანკი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ქსელით, ყველაზე მეტი სერვის ცენტრითა და ფილიალით, მათ შორის მოძრავი ფილიალებით. ასევე, მოქნილი ციფრული სერვისებით -  ინტერნეტბანკით და სრულყოფილი მობაილბანკით, სადაც ერთი ხელის მოსმით შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულება. 5 ათასი ადამიანისგან შემდგარი ერთიანი გუნდი კი, მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს ძირითადი ბანკი თავისი 1,6 მილიონი მომხმარებლისთვის. „ჩვენიანი“ კი ერთგვარი ფილოსოფიაც არის და დაპირებაც, რომელიც ლიბერთიმ თავისი მომხმარებლისთვის უნდა შეასრულოს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური