აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ჰასანოვმა გიულერს მიაწოდა ინფორმაცია ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მიერ დაწყებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შესახებ.
გიულერმა განაცხადა, რომ თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში კონსტიტუციური წყობის აღდგენის, სომხური შეიარაღებული ძალების დანაყოფების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით.
Related items
-
აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი "Aktual School"-ის მონაწილეებს შეხვდა
აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი "Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა.
დიპლომატმა ახალგაზრდები აზერბაიჯანის საელჩოში მიიღო. იგი გაეცნო მონაწილეებს, მიიღო ინფორმაცია კურსის შესახებ და ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ელჩმა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და მონაწილეებთან ერთად განიხილა საკითხები, რაც შიდა და საერთაშორისო პოლიტიკას ეხებოდა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს დახმარებით რეაბილიტირდება ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული კომპლექსები და ა.შ. ასევე მისი თქმით, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების აღჭურვა ხდება ახალი წიგნებითა და სხვადასხვა სასკოლო ატრიბუტებით. ელჩმა შემდეგ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და უფრო მეტი ისწავლონ სამშობლოს განვითარებისთვის.
ფაიგ გულიევმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ "Aktual School"-ის მხრიდან უკვე მესამედ ხორციელდება მსგავსი კურსები.
Aktual Media-ს გენერალურმა დირექტორმა ილქინ ჰუსეინოვმა კი მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს მიღებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის ეხმარება და ყურადღებას აქცევს საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, რაც გამოიხატება ახალგაზრდებისთვის განათლების დაფინანსებაში, ასევე გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებებში და სხვ.
შეხვედრის ბოლოს ელჩმა ახალგაზრდებთან ერთად ფოტო გადაიღო და მათ წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ "Aktual School" 2021 წლიდან ფუნქციონირებს და მას ამჟამად, 21 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი დასაქმებულნი არიან სხვადასხვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
-
აზერბაიჯანში, „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ წვრთნები დაიწყო
აზერბაიჯანში, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ დაიწყო. ამის თაობაზე "TRT- ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება, ბაქოში, ნახიჩევანში და ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რეგიონებში ერთდროულად დაიწყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში მონაწილეობს 3 ათასი პერსონალი, 130 ტანკი და ჯავშანმანქანა, დაახლოებით 100 საარტილერიო და სარაკეტო სისტემა, 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
სწავლებაში მისიები განხორციელდება სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით თანამედროვე საბრძოლო მეთოდების გამოყენებით, აშენდება სპონტანური ხიდები მდინარეების გადაკვეთისთვის და წარმომადგენლობითი დესანტი გადასროლილ იქნება მტრის სიღრმეში.
სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის ურთიერთქმედების და კოორდინაციის გაზრდას, 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
-
საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ცნობს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს 2023 წლის 9 სექტემბერს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“. - ნათქვამია განცხადებაში.
-
აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი საქართველოში
საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუნ ალიევსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ყურადღება კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონს ეწვივნენ, სადაც ბაზაზე წარმოდგენილი ტექნიკა, შეიარაღება და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს და მათ შესაძლებლობებს გაეცნენ. სტუმრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის ფუნქცია-მოვალეობებზე, მიზნებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
-
აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ში შეხვდნენ ერთმანეთს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
აზერბაიჯანი და სომხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას მართავენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივით შეხვდნენ ერთმანეთს.
სამმხრივ შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ბიზნეს ნიუსი

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარ...

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...