მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) მე-10 სამიტი სტამბოლში ჩატარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2023 09:38
მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) რიგით მე-10 სამიტი ჩატარდა სტამბოლში 100-ზე მეტი ქვეყნიდან თურქი ბიზნესმენებისა და თურქეთის პრეზიდენტის მონაწილეობით.
კონგრესს, რომელიც ორი დღე გაგრძელდა, დაესწრნენ ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ოსმან თურანი და მმართველი საბჭოს წევრი, ბატონი მეჰმეთ მელექი.
ყრილობის ბოლოს რეგიონალური კომიტეტისა და ქვეყნის წარმომადგენლის არჩევნები ჩატარდა.
ბატონი ოსმან თურანი შეირჩა მსოფლიო თურქული ბიზნეს-საბჭოს (DTİK) წარმომადგენლად საქართველოში.
რისთვისაც წარმატებებს ვუსურვებთ მას!

შეგახსენებთ, რომ თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში, "გურთიადი", რვა ბიზნესმენის: ჯოშქუნ ბაშმანოვის, ჰასან ბაირაქთარის, ჰასან ჩელიქის, ილიას დურმუშის, კახაბერ ხორძიას, ქენან ილდირიმის, ოსმან თურანის და თამაზ ჭინჭარაულის თაოსნობით 1999 წელს, ქ.თბილისში დაარსდა.
ასოციაციას ამჟამად მართავს 11 წევრისგან შემდგარი საბჭო.
დღეის მდგომარეობით, ასოციაციის შემადგენლობაში შედის 25 სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწე ასამდე ქართველი და თურქი წევრი (კორპორატიული კომპანია, წარმომადგენლობა, ინდივიდუალური პირი).
წევრების საქმიანობის სფეროები მოიცავს შემდეგ დარგებს: მშენებლობა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება, საბანკო საქმიანობა, მრეწველობა, ვაჭრობა, სასურსათო მომსახურება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სასტუმრო მეურნეობა, ტექსტილი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, იმპორტი და ექსპორტი.

წაკითხულია 814 ჯერ

Related items

  • თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ეთნოგრაფიული მუზეუმის დამფუძნებელს შეხვდა
    2023 წლის 17 ოქტომბერს DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ეთნოგრაფიული მუზეუმის "ბორჯღალოს" დამფუძნებელს ქემალ თურმანიძეს ეწვია.
    ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო ბათუმში ვიზიტორებს სთავაზობს განსხვავებულ გარემოს, ღია და დახურულ სივრცეებს და საკუთარ ჩანჩქერს.
    მუზეუმში წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება.
    თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.
  • დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“
    2023 წლის 11 აპრილს რონდელის ფონდმა საქართველოში რუმინეთის საელჩოსთან თანამშრომლობით უმასპინძლა დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“.
    დისკუსიის მიზანი იყო „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმის გაფართოება და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
    დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილ. მონაწილეობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, კიევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია ვდოვიჩენკო, რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ, ლიტვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე და პოლონეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი უფროსი ანალიტიკოსი არკადიუშ ლეგიჩი.
    აღსანიშნავია, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა „სამი ზღვის ინიციატივა“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ესწრაფვიან, კერძოდ, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის და ამდენად ბუნებრივია საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოს, ამ ინიციატივაში მონაწილეობის ინტერესი. უფრო მეტიც, ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იგეგმება საქართველოს ჩართვა. ეს იქნება რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს შავი ზღვისა და ადრიატიკის ზღვის წევრ ქვეყნებს, ხოლო სამომავლოდ იგულისხმება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.
    დისკუსიაში მონაწილეებმა ისაუბრეს რას მოიცავს „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმა და როგორია მასთან უფრო აქტიურად თანამშრომლობის გზები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ხაზი გაესვა ამ პლატფორმის მნიშვნელობის გაზრდას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.
    დისკუსიაში მონაწილე რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბუქარესტში გაიმართება მორიგი სამიტი და იმედი გამოთქვა, რომ მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები; ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მომავალ წელს იქნება თავმჯდომარე ქვეყანა და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რაც შეიძლება ნაკლებად იმოქმედოს რუსეთის ფაქტორმა. პოლონელმა ექსპერტმა ილაპარაკა პლატფორმის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობასა და მისი ამ მიმართულებით განვითარების ასპექტებზე, ხოლო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე.
    მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა თავად „სამი ზღვის ინიციატივის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მასში საქართველოს ინტეგრირების პერსპექტივების განხილვის თვალსაზრისით.
    რონდელის ფონდი
  • საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე ოსმან თურანი წევრებთან ერთად ეწვია
    2022 წლის 4 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას (Deik)თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე ოსმან თურანი წევრებთან ერთად ეწვია.
    შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა.
    Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშკან მჟავანაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.
  • თურქულმა Southwind Airlines-მა ანტალიიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო

    ანტალიაში ახლად დაარსებულმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა პირველი რეისი განახორციელა ანტალიასა და თბილისს შორის.

    Southwind Airlines-მა თურქეთის ტურისტულ დედაქალაქად მიჩნეული ანტალიიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩარტერული ფრენების ორგანიზება დაიწყო.

    Southwind Airlines-ის კუთვნილი "ბოინგ A321" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დაეშვა.

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვას თურქული TAV Airports-ი ანხორციელებს.

    წყარო: https://www.turizmgunlugu.com/2022/08/22/southwind-airlines-tiflis/?fbclid=IwAR0ohh-L32asvb8EDpVO6X2EKRkSDkVBphwLNC4EFk0k363mNuuTHVplfss

  • თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს დელეგაცია გურთიადის თავმჯდომარეს ეწვია
    6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია გურთიადის თავმჯდომარეს ოსმან თურანს ეწვია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" DEIK-ის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალ საკითხებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობაზე.
    საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ოსმან თურანს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.
     
    6 Haziran 2022 tarihinde, (DEIK) Türkiye Dış Ekonomik İlişkiler Kurulu heyeti GÜRTİAD’ı ziyaret ederek Dernek Başkanı Sn. Osman Turan ile görüştüler.
    Görüşmede taraflar Türkiye ile Gürcistan arasındaki ekonomik ilişkileri, ülkedeki güncel konuları, Gürcistan'daki yatırım ortamı ve yabancı yatırımın teşviki hakkında konuştular.
    DEIK Türkiye-Gürcistan İş Konseyi Başkanı Osman Turan’a gösterdikleri misafirperverlik için teşekkür etti.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური