სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენა უკვე მეთორმეტედ იმართება და წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. სამზადისი ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს.
მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე შეთავაზებები. ორგანიზატორები ფასდაკლებებს გვპირდებიან.
გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ასევე ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.
Related items
-
ბათუმის სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა
დღეიდან ბათუმი ორი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაში წელს 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. მათი უმრავლესობა ქართულია, რაც გამოფენაზე მყოფი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით სამშენებლო ინდუსტრიაში ქართული პროდუქციის წილის ზრდაზე მიუთითებს. გამოფენის მთავრი მიზანიც სწორედ ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისის პოპულარიზაციაა.
გამოფენის სტუმრებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქტიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე სხვადასხვა სახის შეთავაზებები. სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა სპორტის სასახლეში იმართება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-12 საერთაშორისო გამოფენა - „Batumi Build -2023-ის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.
კომპანია „GEONET EXPO-ს“ ორგანიზებულ ტრადიციულ გამოფენას ბათუმის „სპორტის სასახლე“ მასპინძლობს და 80-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი.
გამოფენის მიზანი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება-დამყარებაა.
ოფიციალურ გახსნას ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ.
-
VIDEO: პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა!
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ., 1966 წელს დაბადებული გ. ქ., 1988 წელს დაბადებული ი. ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ს. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი- სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. -
ილია დარჩიაშვილი ქ. რომში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო
2023 წლის 20 აპრილს იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში, ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას “სამოთხის შეხება” დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყო კალიგრაფისა და მხატვრის, გიორგი სისაურის ნამუშევრები.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 38 საზედაო ასოსა და 19 რელიგიურ თემაზე შექმნილი გამოსახულება.
ღონისძიება წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მხარდაჭერით გაიმართა.
გამოფენას დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2023 წლის 20-23 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. -
Air Astana ზაფხულის განრიგზე გადადის!
ავიაკომპანია Air Astana ზაფხულის პერიოდიდან თბილისისა და ალმა-ათის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შესრულებს. ასევე ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ბათუმი-ალმა-ათი და თბილისი-ასტანას მიმართულებით.
ყაზახურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ავიარეისები ბათუმსა და ალმა-ათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა.
თბილისსა და ასტანას შორის კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით.
„Air Astana“ ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
-
ფეხბურთი: საქართველო 1:1 ნორვეგია
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლა. ბათუმში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის გუნდის რიგებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ მე-60 წითზე გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში, კვიპროსის და შოტლანდიის ნაკრებთან სტუმრად გამართავს.
შეხვედრის დაწყებამდე, გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, უეფასგან სპეციალური ჯილდოები მიიღო. სიმბოლური საჩუქრები კაპიტანს ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
ამავე ქვეჯგუფში შოტლანდიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
გიორგი ოთინაშვილი
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...