2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია
განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსფინალისტები დასახელდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, კონკურსის მხარდამჭერებმა დაასახელეს. ესენი არიან:
- ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
- ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ნინო ფსუტური, გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
Related items
-
გლობალური ინოვაციების კონკურსში - Visa Everywhere Initiative - მონაწილეობის მისაღებად საქართველოში განაცხადების მიღება დაიწყო
- გლობალურ კონკურსში - Visa Everywhere Initiative -სტარტაპებს ევალებათ გადახდებისა და კომერციის სფეროში არსებული ყველაზე აქტუალური გამოწვევების გადაწყვეტების წარდგენა, ფულადი პრიზების, გლობალური ცნობადობისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდების მხარდაჭერის მოსაპოვებლად
საქართველო, 2023 წლის 20აპრილი: საქართველოში დაიწყო განაცხადების მიღება Visa Everywhere Initiative-ის (VEI) გლობალური ინოვაციების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სადაც სტარტაპები დაფინანსების მოსაპოვებლად, გადახდებისა და კომერციის სფეროში მომავალი გამოწვევების გადასაჭრელად ინოვაციურ გადაწყვეტებს წარადგენენ.
ფულადი პრიზების გარდა, VEI-ის გამარჯვებულები მიიღებენ წვდომას Visa-ს პარტნიორთა უზარმაზარ ქსელზე, რომელიც აერთიანებს საბანკო, ვაჭრობის, ვენჩურული კაპიტალის (VC) და სამთავრობო სექტორებს. გამარჯვებულები, მსოფლიოს ყველაზე სანდო და ღირებული ბრენდების მიერ აღიარებას მოიპოვებენ და გაზრდიან ცნობადობას.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) ფინალი პირდაპირ ეთერში გადაიცემა 27 ივლისს TechCrunch-ზე, რომელიც ტექინდუსტრიასა და სტარტაპების ეკოსისტემაზე ორიენტირებული წამყვან, ონლაინ გამოცემას წარმოადგენს. CEMEA-ს რეგიონულ კონკურსში გამარჯვებული სტარტაპი მონაწილეობას მიიღებს გლობალურ ფინალში, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართება TechCrunch Disrupt-ში, სან-ფრანცისკოში.
წელს, Visa-ს VEI CEMEA-ს ფარგლებში, პირველად დაწესდება ჯილდო რისკისა და უსაფრთხოების სფეროში - ფინტექების ინოვაციები რისკების მართვის სფეროში (Fintechs Innovating in Risk Excellence), ანუ 'FIIRE' ჯილდო. Visa Emirates NBD-თან თანამშრომლობით გამოავლენს გლობალურ ფინტექ მოთამაშეებს თაღლითობის მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და საკრედიტო რისკების მართვის სფეროში. Visa-სა და Emirates NBD-ის წარმომადგენლების მიერ ერთობლივი შეფასების საფუძველზე, გამარჯვებული ფინტექი მიიღებს 25,000 დოლარის ოდენობის პრიზს და შესაძლებლობას ითანამშრომლოს Emirates NBD-თან, რეგიონის წამყვან ბანკთან.
„Visa Everywhere Initiative არის პლატფორმა, რომელიც ფინტექებს და მეწარმეებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ გადახდებისა და კომერციის სამყაროში ყველაზე მოწინავე და მასშტაბური ზეგავლენის მქონე გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში. „მათი ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, ინოვაციური გადაწყვეტებით, ფინტექებს გააჩნიათ პოტენციალი შესთავაზონ მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელი იმ ბაზრებზე, სადაც ისინი საქმიანობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფინანსური სერვისების მიწოდებას მათთვის, ვისაც ნაკლები წვდომა გააჩნია ამ სერვისებზე. Visa-ში ჩვენ გვჯერა, რომ ციფრულ ეკონომიკაზე წვდომა განაპირობებს სამართლიან, ინკლუზიურ ზრდას და VEI არის მნიშვნელოვანი საშუალება იმ ინოვატორების მხარდასაჭერად, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ ამ სივრცეში.”
2015 წელს, ამ ინიციატივის დაარსების დღიდან, VEI დაეხმარა სტარტაპებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ერთობლივად მოეპოვებინათ 16 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება, და მოცემული ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქსელი მოიცავს თითქმის 12,000 სტარტაპს მთელი მსოფლიოდან. გასულ წელს, VEI-ის მიერ კონკურსის ფარგლებში დაწესებული საპრიზო თანხა 530,000 აშშ დოლარს აღემატებოდა, და კონკურსში მონაწილეობა მიიღო 4000-ზე მეტმა სტარტაპმა ხუთი რეგიონიდან. VEI 2022-ის განმავლობაში ნიგერიის ThriveAgric-მა მიიღო VEI Global-ის მთავარი პრიზი - 100,000 აშშ დოლარი. ThriveAgric-მა ასევე მოიგო Visa Direct-ის მიერ დაწესებული პრიზი 20,000 აშშ დოლარის ოდენობით. 2021 წელს, ქართული კომპანია Payze, CEMEA რეგიონის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ინოვაციური საგადახდო და კომერციული გადაწყვეტების წარდგენისთვის, რომლებიც გადახდების სფეროში მომავალი გამოწვევების გადაჭრას უწყობენ ხელს.
VEI ეძებს ინოვაციურ და ამბიციურ მეწარმეებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებების განვითარებას საგადახდო და კომერციის სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზით, რომლების წინაშეც ყველა ზომის და სექტორის ბიზნესი დგას, მათ შორის:
რას ვეძებთ ჩვენ
ციფრული სერვისების და ციფრული ემიტენტების ხელშემწყობებს
- ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
- ქრაუდფანდინგი
- საბანკო მომსახურება როგორც სერვისი (Banking-as-a-Service)
- BIN სპონსორები
- ემიტენტები/დამმუშავებლები
- პროგრამის მენეჯერები
ციფრული ემისია
- ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
- ალტერნატიული დაკრედიტება
- პირადი ფინანსების მართვა
- თანხის გადარიცხვა და ფულადი გზავნილები
- ციფრული საბანკო მომსახურება (ასევე ცნობილი როგორც ნეო ბანკი)
- ციფრული საფულე, პარტნიორთა ქსელი (P2P) და გადარიცხვები
- თანამშრომელთა შეღავათები
- გადასახდელები
- კორპორაციული ბარათები (ანუ ხარჯების მართვა)
დამატებითი ღირებულება მოვაჭრეებისთვის და/ან მომხმარებლებისთვის ფინანსურ სფეროში
- მონაცემები და ანალიტიკა
- იდენტიფიკაცია, ავთენტიფიკაცია და უსაფრთხოება
- დაზღვევის ტექნოლოგია (InsurTech)
- ლოიალობა
- სავაჭრო მომსახურება და ინსტრუმენტები
- პროცესის და გადახდის ინფრასტრუქტურა
- საცალო ვაჭრობის ტექნოლოგია
- სხვა
მცირე და საშუალო ბიზნესის რეკონსტრუქცია
- ფულადი სახსრების ბრუნვა (თანხების გადარიცხვები, შიდა ანგარიშები, P2P მიმწოდებლები და გადახდები)
- მიღება (ელექტრონული კომერცია და მობილური საშუალება)
- რისკების მართვა (გადახდილი თანხის დაბრუნება, და ა.შ.)
- ბრენდის მართვა (საზოგადოებრივი განვითარება, და ა.შ.)
- სხვა
2023 წელს დაწესებული ახალი კატეგორიები:
- მდგრადი ფინტექები
- რისკი
- ურბანული მობილობა
2023 წელს დაწესებული პრიზები
- VEI CEMEA რეგიონული კონკურსი 1-ლი ადგილი: $20,000
- VEI CEMEA რეგიონული კონკურსის აუდიტორიის ფავორიტი: $10,000
- VEI CEMEA რეგიონული კონკურსის რისკის მართვის კატეგორიაში გამარჯვებული: $25,000
გლობალური ფინალის ჯილდოები და ფულადი პრიზები
- VEI გლობალური ფინალის გამარჯვებული: $50,000 USD
- VEI გლობალური ფინალის აუდიტორიის ფავორიტი: $10,000 USD
- VEI Global – Visa Direct: $10,000 USD
- დამატებით, 5-ვე ფინალისტს საშუალება ექნება წარადგინოს თავისი კომპანია TechCrunch Disrupt-ზე ბრენდირებულ პავილიონში.
კონკურსში გამარჯვებული და Visa Direct-ის გამარჯვებული ასევე უფლებამოსილია მოიგოს აუდიტორიის ფავორიტის პრიზი.
საქართველოში, VEI-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 14 მაისი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად VEI-ის შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს.
###
Visa-სშესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიოლიდერიციფრულიგადახდებისსფეროში. Visa 200-ზემეტქვეყანაშიამუშავებსტრანზაქციებს, კერძოდმომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურინსტიტუტებსადასამთავრობოორგანიზაციებსშორის. ჩვენიმისიაა, დავაკავშიროთმსოფლიოინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედოდაუსაფრთხოგადახდებისქსელისმეშვეობით, რომელიცინდივიდუალურიპირების, ბიზნესისადაეკონომიკისკეთილდღეობასუწყობსხელს. ჩვენგვჯერა, რომეკონომიკაშიხელმისაწვდომობისგაფართოებაყველასთვის, ქმნისსაფუძველსმთელსმსოფლიოშიადამიანთაკეთილდღეობისთვისდამომავალშიფულისგლობალურიმოძრაობისსაწინდარია. გაიგეთმეტივებგვერდზე visa.com.ge
-
საქართველოში გაიხსნა სამართლებრივი ენის ცენტრი - Center For Legal Language (CLL)
საქართველოში გაიხსნა სამართლებრივი ენის ცენტრი - Center For Legal Language (CLL), რომელიც გთავაზობთ სამართლებრივი ინგლისურისა და სამართლებრივი გერმანულის ონლაინ კურსებს. კურსებს უძღვება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, სამართლის დოქტორი და ინგლისური ენის მასწავლებელი, ხატია თანდილაშვილი.
კურსების მოკლე აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ ატივრთულ ფოტოებში. დეტალური აღწერილობის სანახავად, ესტუმრობთ ვებგვერდს - https://cll.ge/ .
კურსზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიწეროთ ელ. ფოსტაზე JLIB_HTML_CLOAKING ან დარეკოთ ნომერზე + 995 551 28 00 26.
CLL მის ფეისბუქ გვერდზე და Instagram-ზე შემოგთავაზებთ სახალისო ტესტებს, რომლითაც შეძლებთ სამართლებრივი ინგლისურსა და სამართლებრივ გერმანულში ცოდნის გაღრმავებას. ასევე სოციალურ ქსელში მუდმივ რეჟიმში დაიდება CLL-ის სიახლეები. ამიტომ, გთხვოთ, გამოიწეროთ CLL-ის Facebook და Instagram გვერდები.
Facebook - Center For Legal Language • სამართლებრივი ენის ცენტრი
Instagram - https://www.instagram.com/centerforlegallanguage/
ვებგვერდი - https://cll.ge/
-
PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა
PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის წელს მეხუთედ გაიმართა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
„PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში.
კომპანია PSP-ს ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი აქვს. ამასთან, უნდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ტრენინგ-ცენტრი, ახალბედა ფარმაცევტები პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით იწყებენ საქმიანობას, ქსელის ფარმაცევტები ტრენინგ-ცენტრის და მოწვეული ტრენერების საშუალებით მუდმივად ეცნობიან დარგის სიახლეებს. PSP-ში პროფესიული განათლებას უდიდესი მნიშვნელობას ენიჭება და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობს.
-
სახაროვის პრემია წელს "უკრაინელ ხალხს" მიენიჭა
წელს „უკრაინის ხალხს“ მიენიჭა სახაროვის პრემია, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემს ევროპარლამენტი ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების სფეროში. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ჯილდო გადაეცა "მამაც უკრაინელ ხალხს".
მეცოლამ აღნიშნა, რომ ჯილდო გადაეცა უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ "იბრძვიან, აიძულებენ გაიქცნენ, დაკარგეს ნათესავები და მეგობრები, იბრძვიან რწმენისთვის" და დაამატა: "მე ვიცი, რომ მამაცი უკრაინელი ხალხი არასოდეს დანებდება. ჩვენც არ დავნებდებით“.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომი უკრაინელ ხალხს ძვირი უჯდება და რომ უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი სახლების, მიწების, დამოუკიდებლობისთვის, არამედ დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ღირებულებებისთვის.
საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის ჯილდო ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა პირებს ან ინსტიტუტებს, რომლებიც იცავენ აზრის თავისუფლებას.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში 14 დეკემბერს ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეის დროს გაიმართება.
სახაროვის პრემია გასულ წელს რუს დისიდენტს ალექსეი ნავალნის გადაეცა.
-
ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელიროლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
ლიბერთი, უკვე ექვსი წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. ,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს განათლების ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.
ჩვენი გუნდის მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში და გვჯერა, რომ სწორედ განათლება არის ადამიანის თავისუფლების საფუძველი. განათლებული საზოგადოება კი, ქვეყნის წარმატების საწინდარია. ლიბერთის სახელით მადლობას ვუხდით მასწავლებლებს ფასდაუდებელი შრომისთვის და საკუთარი საქმის სიყვარულით კეთებისთვის. გამარჯვებულ ათეულს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას მომავალი თაობების აღზრდის საქვეყნო საქმეში“ - ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი, ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...