პოლონეთში ლეგიონელეზის ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
პოლონეთში ლეგიონელეზის ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ეპიდემიის კვლევა გრძელდება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჟეშოვში.
ჟეზოვის ჯანდაცვის ინსპექციის ხელმძღვანელმა იარომირ სლაჩკამ განცხადებაში აღნიშნა, რომ 16-ვე ადამიანი, ვინც დაიღუპა, მკურნალობდა სხვა სამედიცინო დაავადების გამო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული სულ მცირე 155 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.
ლეგიონელეზის დაავადებამ, რომელიც იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და პროგრესირებს პნევმონიამდე, შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული და მრავალორგანული უკმარისობა და სიკვდილი, თუ მკურნალობა არ მოხდება.
ლეგიონელეზის ბაქტერია, რომელიც ძირითადად გვხვდება ადამიანის მიერ შექმნილ წყლის სისტემებში, შენობებში, სადაც ნაკლები დეზინფექცია ტარდება, რათა არ შემცირდეს ეფექტურობა, და შენობებში, რომლებსაც ბევრი ადამიანი იყენებს, როგორიცაა სასტუმროები, საერთო საცხოვრებლები და საავადმყოფოები.
Related items
-
ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის და ბელარუსის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდიან
ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის სპორტის მინისტრები მოწოდებით მიმართავენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC).2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები.
ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, "თავის მიმართვაში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის სპორტის მინისტრები სპორტის ორგანიზაციებს მადლობას უხდიან უკრაინის სოლიდარობისთვის, მათი დახმარებისთვის და იმავდროულად უარყოფით შეფასებას აძლევენ საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დასაბრუნებლად IOC-ის ძალისხმევას," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებში.
მინისტრებმა ასევე "გამოხატეს მადლიერება ყველა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების და ფედერაციების მიმართ, რომლებმაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები და ამ ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოაშორეს საერთაშორისო შეჯიბრებებს და ორგანიზაციებს, ხოლო დანარჩენებს ამის დაუყოვნებლივ გაკეთებისკენ მოუწოდეს."
პოლონეთის სპორტის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკის განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ საერთაშორისო სარბიელზე რუსეთის და ბელარუსის რეინტეგრაციის მცდელობის გათვალისწინებით, მოვლენათა ამგვარად განვითარების შემთხვევაში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებს შეიძლება 40-ზე მეტმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადოს.
25 იანვარს IOC-ის აღმასკომი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების წინადადებით გამოვიდა და იმავდროულად განმარტა, რომ შეჯიბრებებზე არ უნდა დაიშვან ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს მხარდაჭერას უცხადებენ.
-
2023 – ჩინეთის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის წელი
- როგორია ჩინეთის ახლანდელი ეკონომიკური მდგომარეობა?
- რა გამოწვევების წინაშე დგას და რა მიზნებს ისახავს ჩინეთი 2023 წელს ეკონომიკის კიდევ უფრო განსავითარებლად?
მრავალი ეკონომიკური ინდიკატორი და თვალსაჩინო ნიშანი მიუთითებს, რომ 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა სწრაფი აღდგენისა და მსოფლიოში წამყვანი ზრდის ტემპისკენ მიდის. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, ინფლაციის უახლესი მონაცემების მიხედვით, ფასების სტაბილურობა შეინიშნება. შედეგად, ჩინეთის მთავარმა ადგილობრივმა ეკონომიკურმა ცენტრებმა დაადგინეს მშპ-ს ზრდის მიზნები 2023 წლისთვის.
ივარაუდება, რომ 2023 წელს ჩინეთის მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას აქვს შანსი გახდეს ყველაზე სწრაფად მზარდი ძირითადი ეკონომიკა, რადგან გლობალურ ეკონომიკას სერიოზული შენელება ემუქრება, მსოფლიოს მრავალი ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა.
მეორეს მხრივ, გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკა მძიმე გამოწვევებისა და რისკების წინაშე აღმოჩნდეს, რომელთა შორისაცაა ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რასაც ემატება მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დაძაბულობა. ცხადია, ყოველივე ზემოაღნიშნულის თავიდან აცილება და სტაბილური ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა უფრო ეფექტურ, სპეციალურ ეკონომიკურ ზომებს მოითხოვს.
ეკონომიკური ზრდის ნიშნები
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემების მიხედვით, ფასებზე როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლის მიუხედავად, ჩინეთის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), რომელიც ინფლაციის მთავარი მაჩვენებელია, 2022 წელს გასულ წელთან შედარებით 2 %-ით გაიზარდა.
ჩინეთის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ეპიდემიაზე სათანადო რეაგირების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უკეთ კოორდინაციის, ბაზრის მიწოდებისა და ფასების სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად.
ჩინეთის მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის გაუმჯობესებას. ჩინეთის ცენტრალური ბანკი 2023 წლისთვის მიზნად ისახავს მონეტარული პოლიტიკის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებას გონივრულად საკმარისი ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდას შიდა მოხმარებისთვის ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.
ჩინეთის საგარეო ვაჭრობა ჯერ კიდევ დგას საგარეო მოთხოვნის შესუსტებისა და შეკვეთების შემცირების საფრთხის წინაშე, სხვადასხვა გარე რისკებმა, მათ შორის აშშ-ს მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა, ჩინეთის ექსპორტის აშკარა შემცირება გამოიწვია, თუმცა ვაჭრობის გასაძლიერებლად გატარებული რიგი ღონისძიებების გამო, გაჩნდა გარკვეული დადებითი სიგნალები და შეკვეთების მიღების მდგომარეობა მთავარ ექსპორტიორ პროვინციებში საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ეკონომიკური პროგნოზები
უახლეს ანგარიშში მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა 4,3 %-ით გაიზრდება, რაც 0,9 %-ით პუნქტით ჩამორჩება ასევე მსოფლიო ბანკის მიერ 6 თვის წინ გამოქვეყნებულ პროგნოზს. ჩინელმა ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო ბანკი და სხვა უცხოური ინსტიტუტები თავიანთ პროგნოზებს ნოემბერში დაწყებული ახალი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე აკეთებენ. თუმცა, ჩინეთის ეპიდემიისგან გამოჯანმრთელების ტემპმა ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით მოლოდინს გადააჭარბა.
აღდგენის ტემპის გათვალისწინებით, „ექსტრემალური ფაქტორების“ არ არსებობის შემთხვევაში (მაგალითად როგორიცაა გაუარესებული ეპიდემიური სიტუაცია და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაცია) ჩინეთის ეკონომიკამ 2023 წელს შეიძლება 5,5 %-იან ზრდას მიაღწიოს.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
-
,,შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ - შიდსის ჯანდაცვის ფონდის მთავარი გზავნილი სამოქალაქო საზოგადოებას
,,შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ - ამ გზავნილით შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს და მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის პანდემიის დასასრულებლად, ჯერ კიდევ, ბევრია გასაკეთებელი.
გასული წლების მსგავსად, შიდსის მსოფლიო დღის კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით AHF საქართველოც შეუერთდა და საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით შეხვედრა გაიმართა.
„1 დეკემბერს ყოველწლიურად მსოფლიო აღნიშნავს შიდსის მსოფლიო დღეს. შიდსის ჯანდაცვის ფონდი წლევანდელ კამპანიას აღნიშნავს გზავნილით ,,შიდსი -ჯერ არ დასრულებულა“, ამით ახსენებს მსოფლიო ლიდერებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ შიდსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ამისათვის ბევრია გასაკეთებელი. UNAID-ის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. საქართველო, საბედნიეროდ, მიეკუთვნება დაბალი პრევალენტობის ქვეყანას, რაც საქართველოს მთავრობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია მოწოდება ტესტირებაზე, მკურნალობაზე, ასევე ყურადღების გამახვილება დაგვიანებულ მიმართვიანობაზე. ტესტირება აივ ინფექციის გამოვლენის ერთადერთი გზაა, შესაბამისად, ტესტირება და დროული მკურნალობა ხელს უწყობს ვირუსის სუპრესიას. მკურნალობას პრევენციის კუთხითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ადამიანი, რომელიც მკურნალობას გადის, აღარ არის გადამდები“, - აღნიშნა შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა, ნინო ხეთაგურმა.
ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოს შიდსთან ბრძოლაში ძალიან დიდი მიღწევები აქვს და ეს იმის შედეგია, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაში ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს და დღეს ქვეყანაში შიდსზე მკურნალობა ხელმისაწვდომია, მთავარია დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია და მკურნალობა. ზაზა ლომინაძემ საზოგადოებას სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში ერთიანობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.
,,აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში შიდსის შემთხვევების მატებაა. დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ შიდსი ჯერ არ დასრულებულა. ყველას მოვუწოდებთ ტესტირებისკენ, ასევე მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს გავერთიანდეთ შიდსთან ბრძოლაში. სახელმწიფო ხალხზე ორიენტირებულ პოლიტიკას აწარმოებს ჯანდაცვაში. ბოლო ათწლეულში შიდსთან ბრძოლაში საქართველოს დიდი მიღწევები აქვს. მიზანი არის ის, რომ მთავრობის მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწეული ეს შრომა წყალში არ ჩაიყაროს. ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შიდსით არიან დაავადებულები“,-განმარტა ზაზა ლომინაძემ.
მოწვეულ საზოგადოებას მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძემ: ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის კონტროლის ცენტრის ორგანიზებით გამოქვეყნდა ჩვენი რეგიონის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ჯანმოს ევროპის რეგიონში 2,3 მილიონი ადამიანია ინფიცირებული აივ ინფექციით და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 24%-ით ნაკლები ადამიანის გამოვლენა მოხდა, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში. აქედან გამომდინარე, გამოვლენის საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა ჩვენს წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მკურნალობის ეფექტურობის კუთხით დიდი მიღწევები გვაქვს, დაავადების გამოვლენის ნაწილში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგულარული ტესტირება, რომელიც დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა, ამისათვის კი ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც სტიგმა და დისკრიმინაცია მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ბოლო წლებში დაინერგა ისეთი სიახლეები როგორებიცაა: თვითტესტირება, უკონტაქტო აპარატებით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ქვეყანაში ტესტირების მხრივ არ გვაქვს საწუწუნო მდგომარეობა. გლობალური ანგარიშის მიხედვით წელიწადში ეს რიცხვი 442 000-ია, რაც ერთ-ერთ კარგ პოზიციაზე ამყოფებს საქართველოს რეგიონში, თუმცა დაავადების გამოვლენისთვის საჭიროა, გარემოს გაუმჯობესება, სადაც ადამიანები თამამად მოვლენ და ჩაიტარებენ ტესტირებას“.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტის დირექტორის მოადგილემ ნიკა ჩხარტიშვილმა საოზგადოებას საქართველოში არსებული სტატსტიკა გააცნოა და მათ პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე ესაუბრა: „ეს არის დაავადება, რომელიც შესაძლოა ყველას დაემართოს, ამისგან დაზღვეული არავინაა. აივ-ით (ადამიანისიმუნოდეფიციტისვირუსით) დაინფიცირებისსაშიშროებაყველაადამიანსაქვს, მაგრამგადადებისრისკიიზრდებაგარკვეულიქცევებისარსებობისშემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოაღმოსავლეთევროპაშილიდერიააივ/შიდსითპაციენტებისანტივირუსულიმკურნალობითმოცვისადამკურნალობაზემყოფპაციენტებშივირუსულიარაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან,საქართველომ,პირველმააღმოსავლეთევროპაშიდაერთ-ერთმაპირველმამსოფლიოში,დანერგაპრინციპი „უმკურნალეყველას“, რაცგულისხმობსიმას,რომმკურნალობაუტარდებაყველააივინფიცირებულსიმუნურისტატუსისდადაავადებისსტადიისმიუხედავად. ასეთმამიდგომამუკვეგამოიღომნიშვნელოვანიდადებითიშედეგი“.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა უფასო და ანონიმური ტესტირება. ღონისძიების ფარგლებში, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს. ღონისძიებაში პარლამენტარებთან ერთად, სამედიცინო სფეროს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ამ დღესვე ქვეყნის მასშტაბით გაიმართა სხვადასხვა აქტივობები, რომლის მიზანიც საზოგადოების ფართო ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლებაა, რომ ადამიანებს კიდევ ერთხელ შეახსენონ – საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოხალისეებმა კი მონაწილეობა მიიღეს დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალებისა და კონდომების გავრცელებაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მოხალისეებმა კი მონაწილეობა მიიღეს დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალების გავრცელებაში. აქტივობა დაიწყო პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და საინფორმაციო მასალები დარიგდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება.
ცნობისათვის, UNAID-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 40 მილიონზე მეტი აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ინფიცირებული სარგებლობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, არიან პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა. სწორედ ამიტომ, AHF მოუწოდებს მსოფლიოს, განაახლოს შიდსთან ბრძოლა, გაააქტიუროს მოწოდებები ტესტირებასა და მკურნალობაზე და ისაუბროს დაგვიანებული მიმართვიანობის პრობლემაზე იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში დამარცხდა, ან ამ დრომდე ბრძოლას აგრძელებს. AHF-მა 45 ქვეყანაში არაერთი ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის იყო ვირტუალური კონფერენციებიც. AHF-ს წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცეს აივ ინფექცია და ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობენ.
ინფორმაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) შესახებ
შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსთან დაკავშირებული უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ამჟამად, 45 ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში:
-
პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დაიწყო!
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას პირისპირ შეხვდება.
ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას განხილული იქნება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები.
,,პოლონეთი, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ტრადიციულად და ისტორიულად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ჩვენთვის დღეს ძალიან აქტუალურია.
იმედი მაქვს, რომ ეს ამ შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდება", - განაცხადა ზურა ბერიძემ.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრაკოვში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
-
შიდსის ჯანდაცვის ფონდი 2022 წელს შიდსის მსოფლიო დღეს „შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ გზავნილით აღნიშნავს
ქ. თბილისი, საქართველო, 1 დეკემბერი 2022: წელს, შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) შიდსის მსოფლიო დღეს აღნიშნავს მთავარი გზავნილით - „ჯერ არ დასრულებულა“. ამ მესიჯით, AHF მსოფლიო ლიდერებს, საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შეახსენებს, რომ შიდსის ეპიდემიის დასასრულებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ ნაკლები ყურადღება ეთმობა ახალ ინფექციებსა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებაზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გაორმაგდეს ძალისხმევა, რადგან სასწორზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა.
„მოხარულები ვართ, რომ აივ ინფექციის პროგრამების მდგრადობა თვალსაჩინო იყო როგორც მსოფლიო პანდემიის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ. თუმცა, თუ UNAIDS-ის უახლეს მონაცემებს დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ აივ ინფექციის მიმართ გლობალური რეაგირება აუცილებლად უნდა გაიზარდოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს, შიდსის მსოფლიო დღეს, ჩვენი მთავარი მესიჯი ყოფილიყო „ჯერ არ დასრულებულა“. ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ყველა ქვეყანაში, გაზარდონ ძალისხმევა შიდსის პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობისათვის, რათა შევამციროთ ინფექციის ახალი მაჩვენებლების რაოდენობა, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მიღწევები. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს შრომა წყალში ჩაიყაროს,“ - აღნიშნავს AHF-ს გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელი ტერი ფორდი.
UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა. სწორედ ამიტომ, AHF მოუწოდებს მსოფლიოს, განაახლოს შიდსთან ბრძოლა, გაააქტიუროს მოწოდებები ტესტირებასა და მკურნალობაზე და ისაუბროს დაგვიანებული მიმართვიანობის პრობლემაზე იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში დამარცხდა, ან ამ დრომდე ბრძოლას აგრძელებს. AHF-მა 45 ქვეყანაში არაერთი ღონისძიება დაგეგმა, მათ შორის იყო ვირტუალური კონფერენციებიც. AHF-ს წარმომადგენლები განაგრძობენ მუშაობას, რათა მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცეს აივ ინფექცია და ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრობენ.
გასული წლების მსგავსად, 2022 წლის შიდსის მსოფლიო დღის კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით AHF საქართველოც უერთდება და 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. შეხვედრა იქნება ინფორმაციული, სადაც მოწვეულ საზოგადოებას გააცნობენ მსოფლიოში ასებულ სტატისტიკას, ისაუბრებენ პრევენციაზე, ტესტირების და მკურნალობის მნიშვნელობაზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება უფასო და ანონიმური ტესტირება.
ღონისძიებას „შიდსი - ჯერ არ დასრულებულა“ წარადგენს ნინო ხეთაგური (შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა), სიტყვით გამოვლენ: ზაზა ლომინაძე (საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი), თენგიზ ცერცვაძე (ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმონოლოგიის ს/პ ცენტრი), ირმა ხონელიძე (საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი)
გარდა ამისა, ამავე დღეს, 12:00-14:00, AHF საქართველო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მოხალისეების ჩართულობით გაავრცელებენ დაავადების შესახებ საინფორმაციო მასალებსა და კონდომებს. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართული არიან სტუდენტი ახალგაზრდობა. აქტივობა დაიწყება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და საინფორმაციო მასალები დარიგდება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. კამპანიის ფარგლებში, ასევე, მომზადდება საინფორმაციო სტატიები აივ/შიდსთან ბრძოლის, პრევენციისა და მკურნალობის შესახებ, რომელიც პოპულარულ და საინფორმაციო ონლაინ გვერდებზე განთავსება. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ საზოგადოების გაერთიანებით შესაძლებელია შიდსის პანდემიის დასრულება.
„ნებისმიერი პანდემიის დაძლევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ერთიანობას, პასუხისმგებლობას და სოლიდარობას, ადამიანის უპირველესი უფლების - სიცოცხლის დაცვას, სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს, შიდსის მსოფლიო დღეს, ფონდის მთავარი გზავნილია „ჯერ არ დასრულებულა“. ამით გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ შიდსთან ეფექტიანი ბრძოლა ჩვენი ერთიანობით და მობილიზებით არის შესაძლებელი. ამ პროცესში, შიდსის ჯანდაცვის ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სწრაფი და უფასო ტესტირებისა და დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით“, - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერი ნინო ხეთაგური.
UNAID-ის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში აივ ინფექციით 38 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, 40 მილიონზე მეტი აივ ინფექციასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ინფიცირებული სარგებლობს ანტირეტროვირუსული თერაპიით, არიან პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ.
„დღეს ვეროპა არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა, მიუხედავად ამისა, AHF-ს ადგილობრივი წარმომადგენლობა სიამოვნებით უერთდება ადვოკატირების კამპანიას შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. აუცილებელია, ხაზი გავუსვათ აივ ინფექციასთან ბრძოლის გააქტიურების მნიშვნელობას როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჯანდაცვის სისტემები მთელი კონტინენტის მასშტაბით ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ ლიდერებს, დროული რეაგირება ჰქონდეთ აივ ინფექციასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ ევროპა ერთადერთი რეგიონია, სადაც შიდსის ახალი შემთხვევები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იზრდება. როგორც ყოველთვის, AHF მზადაა, პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების უზრუნველსაყოფად. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ადვოკატირებაზე, რათა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდეს ხალხზე ორიენტირებული ჯანდაცვის პოლიტიკა. ჩვენ გავაგებინებთ ევროპას, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე აივ/შიდსთან ბრძოლა „ჯერ არ დასრულებულა“ - აცხადებს AHF-ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ზოია შაბაროვა.
შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - AHFwad.org
ინფორმაცია შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) შესახებ
შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსთან დაკავშირებული უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, ამჟამად, 45 ქვეყანაში 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს უწევს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდსა და ოფიციალურ გვერდებს სოციალურ ქსელებში:
Twitter: @aidshealthcare
Instagram: @aidshealthcare
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...