გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმება?

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 სექტემბერი 2023 10:02

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „მიგვაჩნია, რომ ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გაგრძელდეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა სადაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „დღის წესრიგში მოტანილი ალტერნატიული წინადადებები ვერ გვთავაზობს მდგრად, უსაფრთხო და მუდმივ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია მხარეებს შორის თანამშრომლობაზე, როგორიცაა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. მიგვაჩნია, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს ხარვეზების აღმოფხვრით. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ გავაგრძელოთ ძალისხმევა ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ჩვენ ადრე ვუმასპინძლოთ მხარეებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ამ მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მარცვლეულის გადაზიდვის საკითხთან დაკავშრებით გაეროსთან ერთად მოვამზადეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პროგრესს. მე მჯერა, რომ შესაძლებელია ამ ახალი პროცესით შედეგის მიღწევა. უკრაინამ, რა თქმა უნდა, უნდა შეარბილოს თავისი მიდგომა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის. ჩვენ, როგორც თურქეთი, ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად მზად ვართ.“

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: „მარცვლეულის დერეფნის აღდგენა გვინდა. ამას გავაკეთებთ ერთი პირობით, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ზღვაში ჩავიდეს დაუბრკოლებლად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვატყუეს, დაპირებები რამდენიმე დღეში რომ შესრულდეს, ჩვენ საკუთარ ძალებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მარცვლეულის დერეფანი შევინარჩუნოთ.“

ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ვალდებულება ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ დოლარი და ევრო.“

ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა: „გაზპრომმა BOTAŞ-ს წარუდგინა თავისი საგზაო რუკა, შემდეგი არის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა. რუსეთი მუდამ იქნება თურქეთის ყველაზე დიდი და პასუხისმგებელი პარტნიორი ბუნებრივ აირში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივ გაზს მესამე ქვეყნებშიც გავაგზავნით.“  

წაკითხულია 103 ჯერ

Related items

  • სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა
    2023 წლის 15-16 სექტემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა.
    აღნიშნულ სამიტზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობა.
    თურქეთის ბიზნეს საბჭოს სამიტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი თურქეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური და დიასპორული კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.
    აღნიშნულ ღონისძიებას, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დესწრო და მონაწილეობა მიიღო B2B შეხვედრებში. ბატონმა ოსმანმა ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
    თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.
  • ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

    მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს. 2015 წლიდან მოყოლებული უკვე მეცხრე წელი იქნება, რაც მარცვლეულის გამომუშავების ნიშნული სტაბილურად სრულდება.

    გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთი სტაბილურობას ინარჩუნებს და განაგრძობს გამწვანების ფართობის ზრდას. პანდემიის მიუხედავად, 2022 წელს ჩინეთის მარცვლეულის მთლიანმა გამომუშავებამ 685 მილიონ ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით 3,7 მილიონი ტონით ზრდა დაფიქსირდა.

    2023 წლის მარცვლეულის გამომუშავების სამიზნე რაოდენობა წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრა და ივარაუდება, რომ შიდა მოთხოვნას სრულიად დააკმაყოფილებს.

    აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო სამუშაო ანგარიშში სასურსათო უსაფრთხოება 2023 წლის ექვსი ძირითადი სამთავრობო სამუშაოდან ერთ-ერთი გახლავთ. ჩინეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მთლიანი მარცვლეულის ფართობს სტაბილურ დონეზე შენარჩუნება და მარცვლეულის წარმოების 50 მილიონი ტონით გაზრდის მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.

    გარდა ამისა, ხელისუფლება გააუმჯობესებს საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმებს, რათა უზრუნველყოს სტაბილურ ფასებში სასოფლო-სამეურნეო მარაგით მომარაგება და გააძლიეროს მაღალი სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო მიწების, სარწყავი სისტემებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან, კიდევ უფრო გააქტიურდება სათესლე მრეწველობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის განვითარება.

    მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა

    https://sinomedia.ge/ჩინეთი-2023-წელს-650-მილიონი-ტონ/

    წყარო

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.

    მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.
    საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.
     მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ

    თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

    „ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ.

    კერძოდ, მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ ელ. მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING “, - ნათქვამია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 76 ადამიანი

    თურქეთის ქაჰრამანმარაშის დაბა ფაზარჯიქში 7,4 და გაზიანთეფში ორი 6,4 და 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის (AFAD) განცხადებაში ნათქვამია: "76 მოქალაქე დაიღუპა და 440 დაშავდა. მიწისძვრა ქაჰრამანმარაში თურქეთის დროით 04:17 წუთზე, 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა".

    მიწისძვრა 10-ზე მეტ ქალაქში იგრძნობოდა.

    სტიქიის შემდეგ საერთაშორისო დახმარების  შემცველი მე-4 დონის განგაში ამოქმედდა.

    სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო იმ ადგილებში, სადაც დანგრეული შენობებია. ეკიპაჟები აგრძელებენ მუშაობას ადგილზე.

    პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შემდეგ განცხადება გაავრცელა.

    მიწისძვრის შემდეგ AFAD-ის საკოორდინაციო ცენტრში მუშაობას კოორდინაციას უწევენ ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი და ზოგიერთი მინისტრი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური