თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 სექტემბერი 2023 09:42

2023 წლის 31 აგვისტოს, თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მაღალი დონის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე. აღინიშნა გასულ წელს თურქმენეთში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის და ასევე, მიმდინარე წელს ქ. თბილისში გამართული საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დადებითი შედეგები. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქმენეთის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

წაკითხულია 684 ჯერ

Related items

  • კოკა კაციტაძემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას უმასპინძლა

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე - ნათია სონღულაშვილთან ერთად, თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციას  შეხვდა.

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ დელეგაციას სამსახურის საქმიანობა და გაფართოებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

    შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხებზე.

    ქართულმა მხარემ თურქმენეთის სახალხო დამცველს და დელეგაციის წარმომადგენლებს საგამოძიებო სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობაზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და ასევე პრევენციის ეროვნული მექანიზმის (MPM) ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნით, მათთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაუზიარა.

    შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ დარჩაშვილი, თურქმენეთის ომბუდსმენი- იაზდურსუნ გურბანნაზაროვა, თურქმენეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე-იაზგული აგაბაევი, თურქმენეთის საკანონმდებლო ორგანოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი-იუსუფგული ეშაევი, თურქმენეთის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი-ამანმირატ ქერიმოვი, თურქმენეთის ომბუდსმენის თანაშემწე-მაგთიმგული ჰოჯამირადოვი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ატაშე-ბაგულ ქერიმოვა ესწრებოდნენ.

  • აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი "Aktual School"-ის მონაწილეებს შეხვდა

    აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი "Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა.

    დიპლომატმა  ახალგაზრდები  აზერბაიჯანის საელჩოში მიიღო. იგი გაეცნო მონაწილეებს, მიიღო ინფორმაცია კურსის შესახებ და ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. 

    შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ელჩმა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა  და მონაწილეებთან ერთად განიხილა საკითხები, რაც შიდა და საერთაშორისო პოლიტიკას ეხებოდა. 

    მან აღნიშნა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს დახმარებით რეაბილიტირდება ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული კომპლექსები და ა.შ. ასევე მისი თქმით, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების აღჭურვა ხდება ახალი წიგნებითა და სხვადასხვა სასკოლო ატრიბუტებით. ელჩმა შემდეგ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და უფრო მეტი ისწავლონ სამშობლოს განვითარებისთვის. 

    ფაიგ გულიევმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და  კმაყოფილება გამოთქვა, რომ "Aktual School"-ის მხრიდან უკვე მესამედ ხორციელდება მსგავსი კურსები. 

    Aktual Media-ს  გენერალურმა დირექტორმა ილქინ ჰუსეინოვმა კი მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს მიღებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის ეხმარება და  ყურადღებას აქცევს საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, რაც გამოიხატება ახალგაზრდებისთვის განათლების დაფინანსებაში, ასევე გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებებში და სხვ.

    შეხვედრის ბოლოს ელჩმა ახალგაზრდებთან ერთად ფოტო გადაიღო და მათ წარმატებები უსურვა.

    აღსანიშნავია, რომ "Aktual School"  2021 წლიდან ფუნქციონირებს და მას ამჟამად, 21 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი დასაქმებულნი არიან სხვადასხვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

  • შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის ელჩ დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

    შალვა პაპუაშვილმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

    შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის განვითარებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. მან თურქმენულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

    შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე. აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის პოზიტიური კავშირები. აგრეთვე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. ამ მხრივ ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო კარია ევროპისკენ და ხაზი გაუსვა ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.

    ელჩმა შალვა პაპუაშვილს თურქმენი კოლეგის თურქმენეთში ვიზიტად ჩასვლის მოწვევა გადასცა.

  • საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს

    2023 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია. საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა დოვლათმირატ სეითმამედოვმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

    საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა მხურვალედ მიულოცა თურქმენეთის ელჩს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობაში. 

    თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის, ასევე თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერის, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარის გურბანგული ბერდიმუხამედოვის სახელით მადლობა გადაუხადა და საუკეთესო სურვილები გადასცა.

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, მოკითხვა გადასცა და ასევე წარმატებები უსურვა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს, თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერს, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარეს გურბანგული ბერდიმუხამედოვს და თურქმენ ხალხს.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, მათ შორის ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გაფართოებას.

  • თურქმენეთის დელეგატები თბილისში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

    თურქმენეთის დელეგაცია გაეროს მოსახლეობის ფონდის  /UNFPA/ მხარდაჭერით მონაწილეობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც იმართება საქართველოს დედაქალაქ თბილისში.

    კონფერენციაზე შეიკრიბა დელეგატები 17 ქვეყნიდან, რათა განეხილათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით ძირითადი სტრატეგიები. 

    როგორც UNFPA სოციალურ ქსელში იუწყება, თურქმენმა მონაწილეებმა გააზიარეს თურქმენეთის საუკეთესო გამოცდილება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში და ისაუბრეს მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ოჯახის დაგეგმვის საკითხებში.

    მათ ასევე წარმოადგინეს ქვეყნის დადებითი გამოცდილება საშვილოსნოს ყელის კიბოს მასობრივი სკრინინგის ჩატარების კუთხით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური