ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრის ბენიამინ ლიმბახის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2023 12:16

2023 წლის 20-დან 24 აგვისტომდე თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი ბენიამინ ლიმბახი.

ბატონმა ლიმბახმა შეხვედრები გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსთან.

ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ასევე სტუმრობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრებს მოსამართლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ჩემზე, როგორც ევროპელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობამ საქართველოში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ღია დიალოგი მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის“, - განაცხადა მინისტრმა.

ბატონმა ლიმბახმა ასევე მოინახულა სასჯელაღსრულების ორი დაწესებულება, სადაც მიიღო ინფორმაცია მათი სტრუქტურისა და პატიმარებისადმი მიდგომის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა: „პატიმართა წარმატებული რესოციალიზაცია დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. რესოციალიზაცია დაზარალებულთა საუკეთესო დაცვის საშუალებაა. ამ მიზნით საქართველოს ხელს ვუწყობთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის თანამედროვე სისტემის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები ამ მიმართულებით“.

წაკითხულია 90 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის მრავალმხრივ  ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ.

    განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და ამ კუთხით სამომავლო ურთიერთობების გაფართოების საკითხები. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს სომეხ კოლეგებთან და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას განათლების სფეროში გამოცდილების გაცვლის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და რეფორმების საკითხებზე მუშაობის მიმართულებით. 
    ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთგული რჩება.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ირენ ფელინს შეხვდა. 

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედებაუნარიანი პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. 
    როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ბევრი თვალსაზრისით მოქმედებს როგორც მოკავშირე და მისასალმებელია მოკავშირეთა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომების მიღების შესახებ, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება.
    განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
    განსახილველ საკითხებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა და 2022-2030 წლებს ფარავს. აღინიშნა, რომ სტრატეგიაში გენდერულ თანასწორობას მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი და ითვალისწინებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მუდმივ გაუმჯობესებას. 
    საუბარი ასევე შეეხო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას” და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმას”. აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტი კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას არაერთ სფეროში.  
    შეხვედრას ესწრებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვი და საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

     საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძევიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

    შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ  საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

    მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა.  

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს,  თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.  მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში.

    აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

    პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.
    ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. აღინიშნა, რომ ეკონომიკურ კომისიას პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ, რაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია.
    საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის ანგარიში

    მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, პატივცემულო სტუმრებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, ძვირფასო ელჩებო, საელჩოების წარმომადგენლებო. პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დღეს მინდოდა ერთგვარი ანგარიში ჩამებარებინა საზოგადოებისთვის და თქვენთვის. დიდი პატივია ჩემთვის, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა, შეიძლება ითქვას, გამარჯვებული გამოვიდა ამ ეტაპზე. პირველ რიგში, მე მინდა დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის დიდი გამოწვევა. ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე, ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველაზე, მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე და შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ეს არის ურთულესი გამოწვევა, ამიტომ, ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენი ხალხის ინტერესებს.

    კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
    მანამდე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დროს, შემდეგ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი გამოწვევა დაძლია. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ პანდემიიდან არ იყო ჩვენი ქვეყანა გამოსული, და ახლა უკვე დაიწყო ეს დამანგრეველი ომი, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს წარმოშობს, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ საერთო ძალისხმევით, ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად, მთელმა ხელისუფლებამ, რომ ზედიზედ ორი წელია, ჩვენ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება, ეს სიკეთე და კეთილდღეობა აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე.
    მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ჩვენი ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, და ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების” დამსახურება.
    რაც შეეხება ეკონომიკას,მინდა რამდენიმე კონკრეტული შედეგები მოგახსენოთ. პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენ გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-ანი ეკონომიკური ზრდა, შარშან გვქონდა 10.5%-ანი ეკონომიკური ზრდა.
    მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს შედარებისთვის შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2021 წელს გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი, წელს უკვე მოსალოდნელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 6 700 დოლარი დაახლოებით და ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8 000 დოლარს მიუახლოვდება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 80 მილიარდი ლარი – ანუ სამ წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს, რაც დამეთანხმებით რომ არის საკმაოდ სერიოზული პროგრესი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი პასუხისმგებლობით, მეტი ტემპით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და რეფორმები.

    პრემიერის ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური