მორაგბე სანდრო ზუბაშვილი სპორტულ კარიერას რუმინეთის სარაგბო კლუბ "ბაია მარეში" გააგრძელებს!

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 ივნისი 2023 05:22

ხაშურელი მორაგბე, სანდრო ზუბაშვილი სპორტულ კარიერას რუმინეთის სარაგბო გუნდ "ბაია მარეში" გააგრძელებს!!! აღსანიშნავია, რომ "ბაია მარე" რუმინეთის მოქმედი ჩემპიონია.

სანდრო ზუბაშვილი ქარელის რაიონის სოფელ წვერიდანაა და რაგბიში ვარჯიში ხაშურში დაიწყო. ამის შემდეგ სანდრო ზუბაშვილმა თამაში "ლელო სარასენს თბილისში" გააგრძელა. 

თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში სანდრო ზუბაშვილს ბევრი წარმატებები ჰქონდა და როდესაც იგი მოედანზე იყო, ყოველთვის ასი პროცენტით იხარჯებოდა.

ამჟამად სანდრო ზუბაშვილი რუმინეთში იმოფება და გუნდთან ერთად აგრძელებს ვარჯიშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა სამწლიანია.

იმედი გვაქვს ქართველი მორაგბის ტრანსფერი წარმატებული იქნება და სანდრო ზუბაშვილი თავისი ლამაზი თამაშით კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ და რუმინელ გულშემატკივრებს.

 

 

წაკითხულია 84 ჯერ

Related items

  • რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის ვიზიტი
    საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას.
    გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი.
    ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.
    ქართულმა მხარემ გენერალ დანიელ პეტრესკუს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
    ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი დანიელ პეტრესკუ ნატო-ს ძირითად ჯგუფს და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრეს. დღესვე რუმინელმა გენერალმა ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა.
    რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დანიელ პეტრესკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
  • ნოემბრის ტესტ-მატჩი / საქართველო 34:18 ურუგვაი!

    ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ურუგვაი „დინამო არენაზე“, ლამაზ სტილში 34:18 დაამარცხეს.

    ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება და საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მოახერხა სამხრეთელთა დამარცხება, რომელსაც ბოლო დროს დიდი პროგრესი აქვს და საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა.

    შეხვედრა ბექა გორგაძისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ფლანკერად მოთამაშე 26 წლის მორაგბემ მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გორგაძემ ბორჯღალოსნების კვართით ერთ თამაშში სამი ლელო გაიტანა და ჯამში 11 მოუგროვდა. მესამე კეპი მოიხვეჭა და პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა გურამ პაპიძემ.

    ურუგვაისთან ჯახი ასევე განსაკუთრებული იყო 29 წლის მერაბ შარიქაძისთვის, რომელმაც ბორჯღალოსნებს მე-40-ედ უკაპიტნა და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აქვს.

    შეხვედრა გამორჩეული იყო სამი დებიუტანტისთვის – ვახტანგ აბდალაძემ, თენგიზ პერანიძემ და ლუკა მატკავამ ეროვნული გუნდის კვართით პირველად ითამაშეს.

    შესანიშნავი გარემო შექმნეს რაგბის ქომაგებმა „ბორჯღალოსნებმა“, რომელებმაც მეტრო „მარჯანიშვილიდან“ „დინამო არენამდე“ მსვლელობა მოაწყვეს და მუხტი ჯერ კიდევ თამაშამდე აწიეს, უშუალოდ სტადიონზე კი მუდმივი შეძახილებით 20-ათასამდე გულშემატკივარი აიყოლიეს.

    მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ურუგვაელებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოსგან ტრადიციულ, ახლო ორთაბრძოლებს ელოდნენ, თუმცა ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, ბოლო წლების დარად, მეტოქეს განსხვავებული, გაშლილი თამაში შესთავაზეს და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს. ამასთან, საქართველო მაქსიმალური ყურადღებით თამაშობდა დაცვაში, მეტოქეს ბურთს უნელებდა და მთავარი კოზირის – არეულ თამაშში სწრაფი შეტევების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა.

    იყო შეცდომებიც და ხშირი ჯარიმები, რის გამოც მთლიანობაში თამაშის ტემპი მაღალი არ იყო, თუმცა ბორჯღალოსნებს მუდამ უჭირთ ხოლმე პირველი შეხვედრის ჩატარება და ამ თვალსაზრისით ურუგვაისთან თამაში კარგი იყო.

    რაგბის კავშირის პრეს-სამსახური

  • საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები კვლავ ევროპის ჩემპიონია
    საქართველო კვლავ ევროპის ჩემპიონია!
    U18 Rugby Europe ჩემპიონატის ფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პორტუგალია დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს.

    უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალურ თამაშში პორტუგალიას შეხვდნენ. ეს შეხვედრა რუსთავის ხარების სტრადიონზე გაიმართა.

    ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე ანგარიშით 34-ით 10 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები ზედიზედ მეხუთედ გახდნენ.

  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "ექვსი ერის" თასზე მოთამაშე იტალიის ნაკრები დაამარცხა!

    პირველად დამოუკიდებელი ქართული რაგბის 33-წლიან ისტორიაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორიულ ტესტ-მატჩში, "ექვსი ერის" თასზე მოთამაშე იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხა!

    ბორჯღალოსნებმა ბათუმში პირველად ითამაშეს და სამდღიანი სარაგბო ზეიმი ახალ, „აჭარაბეთ არენაზე“ ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულეს. მათ იტალიას 3 ლელო (თოდუა, აბჟანდაძე 2) გაუტანეს, თედო აბჟანდაძემ და გელა აფრასიძემ მონაგარი კარში დარტყმებით გაზარდეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 19:13 მოიგო.

    შესვენების შემდეგ იტალია იერიშზე გადმოვიდა და საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. 69-ე წუთზე კი გელა აფრასიძემ ჯარიმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 9 ქულით დააწინაურა.

    ეს იყო ამ გუნდების რიგით მეხუთე დაპირისპირება. აქამდე მასპინძელი მუდამ იტალია იყო და გამარჯვებულიც ის რჩებოდა, საქართველოში პირველი სტუმრობა კი უკვე ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა!

    მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 16 ივლისს ქუთაისში გამართავს და მისი მეტოქე პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები იქნება.

    გიორგი ოთინაშვილი

     

  • 7-ქალა | რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მზადება დაიწყო

    გუშინ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზამ 7-ქალა რაგბის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც ოთხი ქართული და ერთი ბერძნული გუნდი მონაწილეობდა. ამის შესახებ რაგბის კავშირის ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს 7-ქალა ნაკრებს, ივნისში რაგბი ევროპის „ალაფა“ უწევს, რომელიც ორ ეტაპად ტარდება და მისთვის მზადების კუთხით, ეს ტურნირი პირველი მოსამზადებელი ეტაპი იყო. ტურნირში თბილისის ‘ლოკომოტივმა’, ზუგდიდისა და ქუთაისის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა, ასევე საქართველოს ნაკრების საბაზისო გუნდმა, რომელიც უკლუბოდ მყოფი გოგონებით დაკომპლექტდა. 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ჩამოვიდა და ითამაშა საბერძნეთის 7-ქალას საბაზო გუნდმა, სალონიკის ‘ირაკლის’-მა.

    პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ეს იყო პირველი ქალთა ტურნირი, რომელიც საქართველოში გაიმართა.

    ია ხურცილავა (საქართველოს 7-ქალას მენეჯერი): „პანდემიიდან გამომდინარე ორი წელი პრაქტიკულად უმოქმედოდ ვიყავით და ძალიან კარგია საერთაშორისო ტურნირს რომ ვმასპინძლობთ. ეს არის სპორტული ტურიზმის ერთგვარი მაგალითი. ბერძნები საქართველოში ტურისტულად ჩამოვიდნენ და ამავდროულად, რაგბის თამაშითაც იხალისეს. ვგეგმავთ, რომ მსგავსი ფესტივალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩავატაროთ, მაისიდან კი უშუალოდ ევროპის ჩემპიონატისთვის დავიწყებთ მზადებას. გვექნება საერთაშორისო ტურნირებიც, რათა ოფიციალური თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ“.

    გიორგი მაისურაძე (საქართველოს 7-ქალას მწვრთნელი): „წელს პირველი ტურნირია და საინტერესოა ვნახოთ, როგორ ფორმაში არიან მოთამაშეები. სტუმრები გვყავს საბერძნეთიდან და ერთმანეთთან ძალებს მოვსინჯვათ. ივნისში ევროპის ჩემპიონატი გველის და მისთვის მზადება ამ ტურნირით იწყება“.

    თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 7-ქალა რაგბში

    საქართველო – ზუგდიდი 22:10

    ლოკომოტივი – საბერძნეთი 25:15

    საქართველო – ქუთაისი 31:7

    ზუგდიდი – საბერძნეთი 25:10

    ქუთაისი – ლოკომოტივი 35:0

    საქართველო – საბერძნეთი 36:0

    საქართველო – ლოკომოტივი 20:0

    ქუთაისი – საბერძნეთი 5:17

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური