საქართველოში ისრაელის საელჩომ ისრაელის დამოუკიდებლობის 75-ე იუბილე აღნიშნა
ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 30 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საზეიმო წვეულება გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.
ამ დღეს საქართველოში ისრაელის საელჩომ ისრაელის დამოუკიდებლობის 75-ე იუბილე აღნიშნა. საზეიმო მიღებაზე ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზებზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღებამდე გაიარა. საზეიმო გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.
საღამოზე ყურადღება ასევე გამახვილდა ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო დიპლომატიურ ურთიერთობაზე. შესრულდა ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
ისრაელთან დაკავშირებით უნდა ითქვას ისიც, რომ მისი ისტორია ბიბლიიდან იღებს სათავეს და, სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის ტრაგედიაც ახსოვს ყველას. ისრაელს დღემდე უწევს ყოველდღიურ საფრთხეებთან გამკლავება და ამავდროულად, თანამედროვე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოდ რჩება.
Related items
-
კახა ოქრიაშვილი - „ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ“
უკრაინას, საქართველოს მოძმე ერს, ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ამ მძიმე ბრძოლაში, ერთი მტრის წინააღმდეგ, ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და დარწმუნებული ვართ უკრაინის გამარჯვებაში. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. კონსტიტუცია არის ის ფუნდამენტი, რაზეც შენდება სახელმწიფო, რაზეც დგას სამართლიანობა და რაც არის გზამკვლევი ნებისმიერი ერისთვის.
სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუცია მრავალჯერ გადაიწერა და დღეს მორგებულია და ემსახურება ივანიშვილისა და მისი „ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნებას. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიქმნას ახალი კონსტიტუცია, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისკენ.
თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ, რომ კანონი უზენაესია, რომ კანონები უნდა დავიცვათ - დიახ, ეს სწორია, მაგრამ საქართველოში უამრავი კანონია, რომელიც არის უსამართლო, მორგებულია „ქართულ ოცნებას“, ხელს უწყობს კორუფციას, არჩევნების გაყალბებას, შერჩევით სამართალს, აკნინებს ადამიანის უფლებებს, თავისუფალ მედიას. ეს კანონები არ იწვევს პატივისცემას და უნდა შეიცვალოს!
მინდა შეგახსენოთ, რომ ნაცისტურ გერმანიაში 6 მილიონი ებრაელი და ყველა სხვა მოქალაქე, ვინც არ ეთანხმებოდა ნაციზმს, სწორედ ზედმიწევნით, დაწვრილებით დაწერილი კანონებით გაანადგურეს. ასეთ უსამართლო კანონებს ვერც ავიტანთ, ვერც დავიცავთ.
ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ საქართველოს წინსვლისთვის!
-
აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე სროლის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა
ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს სიახლოვეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
თავდამსხმელი დაკავებულია.
ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის განცხადებით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა.
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა.
დამნაშავე 22 წლის თეთრკანიანი ამერიკელი მამაკაცი აღმოჩნდა.
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს
საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა."საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ", - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით - მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
-
"მზად ვარ ერის გზავნილი მივიტანო იქ სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს" (ვიდეო)
ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს, თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს.
26 მაისს ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება; ამგვარად, ქართველმა ერმა, ერთხელ და სამუდამოდ, უარი თქვა სხვა ქვეყნის ნაწილად ყოფნაზე, მონობაზე.
26 მაისი, მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არაა და არც ჩვეულებრივი დღესასწაულია, ეს დაფიქრების და გააზრების დღეა! დღე, როცა ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა. რამეთუ, დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი! ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს. თუმცა, ეს დაფიქრება, ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ეს ჩვენგან, სიფრთხილესთან ერთად, ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ხედვას და გამბედაობას. მოითხოვს, პირველ რიგში - და ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს დასჭირდება - ერთიანობას.
ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს! ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან. და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:
1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.
2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.
3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას. და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.
4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა.
ამგვარად კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა არც სხვისი ნაკარნახები ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ პირიქით - ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული, საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად, ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების მანძილზე არათუ შენელდა, არამედ გაძლიერდა.
დღეს, პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას, არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიაში უნიკალურ ადგილს და დაფასებას. არჩევანი თქვენია! არჩევანი ჩვენია!
ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად, საქართველო არანაკლებ ძლიერი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი, შუაგულ ევროპაში, გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეებში განვლილი ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არა მხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ძალა და ამის ნიშანია, ის რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს.
ამ დროს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს.
დღეს 26 მაისს ჩემი თხოვნა და მუდარა თქვენდამი, საზოგადოებისადმი და პოლიტიკურ ელიტის მიმართ ორ სიტყვად ითქმის: ძალა ერთობაშია! როდის თუ არა დღეს, უნდა შევიგნოთ, რომ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია! ერთად შეკრულ ერს კი დიდი მომავალი უწერია: ევროპის და ჩვენ თავში დაბრუნებისკენ! კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგმართოთ, რომ ეროვნული თანხმობა ამ მიმართულებით ცარიელი სიტყვად არ დარჩეს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ისტორიული შეგნების ამსახველი იყოს. ეს შანსი დღეს არსებობს!
მინდა წაგიკითხოთ ერთი წინადადება ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფის მიერ შექმნილ დეკლარაციიდან: „საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად რათა ქვეყნის ამ გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ“.
ჩვენ გვევალება, რომ ამ ახალგაზრდებს ვუსმინოთ და მომავალ თაობებს საკუთარი არჩევანისთვის გზა გავუხსნათ. წარმატება ამ გზაზე ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე ნიშნავს ყველაზე: მთავრობა, ოპოზიცია და საზოგადოება თავის ყველა კომპონენტით.
მე ამიტომ მზად ვარ ვიყო თქვენი ყველასი ხმა და ეს ერის გზავნილი მივიტანო იქ სადაც დღეს საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს! რათა გაიგონ საქართველოს ერთიანი გზავნილი „ევროპელები ვართ“! რამეთუ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და მშვიდობის გამყარება, მხოლოდ ამ გზით მოიპოვება... ამ მიზანს უნდა ვემსახუროთ ყველა.... და ასე მესმის დღეს თქვენს მიერ წარმოთქმული ფიცის სიტყვები: „ვემსახურები საქართველოს!“
გაუმარჯოს საქართველოს!
გთავაზობთ ვიდეოს:
-
აზერბაიჯანის საელჩომ დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი „გამარჯვების მარათონი“ მოაწყო
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და სხვა ორგანიზაციების მეშვეობით, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი „გამარჯვების მარათონი“ მოეწყო. გარბენმა სტარტი გუშინ თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო და რუსთავში დასრულდა.
„გარბენი სიმბოლურად 30 კილომეტრი იყო, რაც დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ემთხვევა. როგორც მოგეხსენებათ, 1991 წლიდან აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა აღადგინა და დღეს ჩვენს თანამემამულეებთან ერთად აღვნიშნავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს“, – განაცხადა თავის გამოსვლაში საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა.
გარბენში მონაწილეობის მიღება 18 წელს ზემოთ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო. დაჯილდოების ცერემონია რუსთავში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერში გაიმართა. მონაწილეებს სხვადასხვა პრიზი და სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
„18 ოქტომბერს აზერბაიჯანი აღნიშნავს კონსტიტუციის მიღების და დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს, რის შესაბისადაც აზერბაიჯანის საელჩომ ეს საზეიმო ღონისძიება მოაწყო. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მივულოცო აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ბევრ ერთობლივ პროექტებს ანხორციელებენ“, – აღნიშნა გამოსვლაში ლაშა დარსალიამ.
„გარჯვების მარათონი“ მოაწყო საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ, საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა ასოციაციამ, აზერბაიჯანის ნავთობკომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციამ, აზერბაიჯანის ხირდალანის მუსიკალურმა სკოლამ და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმმა.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...