მერვე დიზდარი ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს
გუშინ, კანის რიგით 76-ე კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ასე, რომ კანის 76-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილი გახდა.
ფესტივალის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მერვე დიზდარს გადაეცა ფილმში „Kuru Otlar Üstüne“ (ხმელ ბალახებზე) შესრულებული როლისთვის.
ცნობისათვის, ნური ბილგე ჯეილანის და TRT-ს ერთობლივი პროდუქცია ფილმი „Kuru Otlar Üstüne“ (ხმელ ბალახებზე) კანის 76-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოსთვის იბრძოდა.
Related items
-
რატომ არის თმისა და კანის მოვლა მნიშვნელოვანი?
ისინი, ვინც სახის დაბანას ყოველ დილით და საღამოს უთმობენ დროს, მთელი დღის განმავლობაშიც ჯანსაღ არჩევანს აკეთებენ. კანის მოვლა შეიძლება შერწყმული იყოს სახისა და თმის მოვლის რუტინასთან. არჩევანი, რომ მოვუაროთ თავს, გვეხმარება შევეჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, უკეთ ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ.
საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანები კარგად გრძნობენ თავს, როცა თავდაჯერებულები არიან და უფრო კარგად გამოიყურებიან. თავის ყოველდღიური მოვლა გვეხმარება, ავიმაღლოთ თვითშეფასება და შევინარჩუნოთ ჯანსაღი, ახალგაზრდული კანი და თმა.
თმის მოვლის საშუალებები
პროფესიონალური თმის მოვლის საშუალებები, მომხმარებლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სხვადასხვა ფორმით არის ხელმისაწვდომი.
თმის დაზიანებას მრავალი გარემოება განაპირობებს.
- სკალპის სიმშრალე
- ქერტლი
- საღებავი
- ამინდის ცვალებადობა
- თმის გასაშრობისა თუ გასასწორებლის გამოყენება
პროფესიონალები გვირჩევენ, რომ ჩვენი თმის მოვლა შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენებით არ შემოიფარგლებოდეს.
დღეს, ყველას გვსმენია, რომ ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად ასევე მნიშვნელოვანია თმის ნიღაბი, რომლის პოვნა აფთიაქშიც მარტივად არის შესაძლებელი, ონლაინ გამოწერაც ხელმისაწვდომია და მეტიც, შეგვიძლია სახლშივე, მარტივად ნიღაბი ჩვენი თმისთვის.
ქოქოსის ზეთი დაზიანებული თმის გადასარჩენად
თმის სიმშრალე და დაზიანებული ღერები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დატენიანება. თუ თქვენი ჩვეულებრივი კონდიციონერი ამ პრობლემის გადაჭრაში არ გეხმარებათ, უპირატესობა მიანიჭეთ ქოქოსის ზეთით ღამის ინტენსიურ მკურნალობას. ქოქოსის ზეთი თმის ღეროში აღწევს და კვებავს მას.
არსებობს რაფინირებული და არარაფინირებული ქოქოსის ზეთი. პირველისგან განსხვავებით, არარაფინირებული ზეთის სკალპზე დატანა არ შეიძლება, რადგან იწვევს გაღიზიანებას.
საქართველოში ამ პროდუქტის ბევრ ვარიაციას გადააწყდებით. ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა “ჰერბალ ესენსის” 90%-იანი ქოქოსის რძის ნიღაბი.
თუმცა, თუ სახლში უკვე გაქვთ ჩვეულებრივი ქოქოსის ზეთი, შეგიძლიათ გაადნოთ და ნოტიო თმის ბოლოებში შეიზილოთ.
კანის მოვლის საშუალებები
ჰკითხეთ თქვენს ნაცნობ დერმატოლოგს და ის აუცილებლად გეტყვით, რომ შრატი არის პირველი იქ, სადაც საქმე კანის მოვლის რუტინას ეხება. სახის შრატი უფრო მსუბუქია, ვიდრე დამატენიანებელი და შეიცავს მეტ აქტიურ ინგრედიენტს. არსებობს შრატი ნებისმიერი სახის კანის კომბინაციისთვის და მათი პოვნა არც აფთიაქის დახლებზე გაგიჭირდებათ.
შრატი არ არის ბიუჯეტური პროდუქტი. მისი ფასი 80 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.
მაგალითად, ყველაზე პოპულარული საქართველოში “ლა-როზ პოშეს” შრატია, შექმნილი სხვადასხვა ტიპის კანისთვის.
როგორ შევარჩიოთ შრატი ჩვენი კანისთვის?
შეგიძლიათ შეიძინოთ შრატი, რომელიც ორიენტირებულია ერთ ინგრედიენტზე ან აერთიანებს რამდენიმეს. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ფორმულირება დილით და განსხვავებული - ძილის წინ. მკვებავი, დამატენიანებელი, დამცავი ინგრედიენტები შესანიშნავია დღის განმავლობაში (იფიქრეთ ჰიალურონის მჟავაზე და ანტიოქსიდანტებზე, როგორიცაა ვიტამინი C), ხოლო აღმდგენი ან სუპერ მკვებავი ვარიანტი ყველაზე კარგად ღამით მოქმედებს.
-
ქართული ფილმი "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება
ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი "თეთრი ქარავანი" 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება! "თეთრი ქარავანი" სექციაში cannes classics იქნება ნაჩვენები.
ამ თემასთან დაავშირებით, ეროვნულ კინოცენტში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი ელდარ შენგელაია, მსახიობი - იმედო კახიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი - ნანა დოლიძე, ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი - დავით ვაშაძე და ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი - გიორგი კაკაბაძე უძღვებოდნენ.
ფილმზე მუშაობა 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. "თეთრი ქარავანის" სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.
რუსეთის ფილმსაცავ გოსფილმოფონდიდან საქართველოს „თეთრი ქარავანი“ ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროექტის ფარგლებში დაუბრუნდა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად ახორციელებენ. რუსეთიდან ქართული ფილმების პირველადი ასლების ჩამოტანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. დღეისთვის, საქართველოში უკვე ჩამოტანილია 34 ფილმი, რომლებიც ფილმსაცავის აშენებამდე ეროვნულ არქივში იქნება დაცული.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფილმის - „თეთრი ქარავანი“ - კინოფირი 4k გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ მატარებელზე გადაიტანა. ამავდროულად გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.
ფილმის ორიგინალი ვერსია ქართულ ენაზეა. საფესტივალო ჩვენებისათვის dcp ფორმატში მომზადდა ორი ვერსია - ინგლისური და ფრანგული სუბტიტრებით.
სექცია cannes classics 2004 წლიდან არსებობს და იგი კინოფესტივალის სტუმრებს მსოფლიოში გამორჩეული, ლეგენდარული რეჟისორების ძველ ფილმებს სთავაზობს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ნამუშევრების ხელახალი აღმოჩენა.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...