ჩინური კალიგრაფიის დემონსტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში
27 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით, ჩინური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ამავე ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა სუ კუოინგმა ჩინური კალიგრაფიიის დემონსტრაცია ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა მეტი გაეგოთ 4000 წლიანი ისტორიის მქონე, ერთ-ერთი უმაღლესი სტატუსის პლასტიკური ხელოვნების ჩინური კალიგრაფიის (书法 შუფა) შესახებ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბატონმა სუმ პირადად შეასრულა რამდენიმე ნამუშევარი, რითაც დამსწრეებს კალიგრაფიის შესრულების შემოქმედებითი პროცესი აჩვენა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ თავადაც ჩართულიყვნენ პროცესში და დაეწერათ იეროგლიფები.
Related items
-
ჩინური ენის დღესთან დაკავშირებით, კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდება ქართულენოვანი ესეების კონკურსი “მე და ჩინური ენა”
ჩინური ენის დღესთან დაკავშირებით, 23 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდება ქართულენოვანი ესეების კონკურსი “მე და ჩინური ენა”.
კონკურსი ჩატარდება ცალ-ცალკე VII-XII კლასის მოსწავლეთათვის და უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთათვის. მონაწილეებს ევალებათ, კონკურსის დღეს ქართულ ენაზე დაწერონ 300-350 სიტყვიანი ესე, რომლის ზუსტ სათაურსაც ადგილზე გაიგებენ. წერის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი.
სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდება 12:00-ზე , ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის – 13:30-ზე, ორივე კონკურსი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში. მონაწილეები ადგილზე უნდა გამოცხადდნენ 20 წუთით ადრე.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორენოვანი სერტიფიკატებითა და სხვადასხვა პრიზით.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმები, რეგისტრაცია მიმდინარეობს 22 აპრილის ჩათვლით.
სკოლის მოსწავლეებისთვის -https://forms.gle/xozBW3wfGyWNG1mK7
სტუდენტებისთვის – https://forms.gle/R1bxatUz6G33q9dRA -
თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად
20 იანვარს 15:00-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ გაზაფხულის ფესტივალის, იგივე ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. სტუმრებს შეეძლებათ, იხილონ და უშუალოდ ჩაერთონ სხვადასხვა სახის აქტივობაში, ეზიარონ ჩინურ კულტურასა და საახალწლო ტრადიციებს. მათ შორის:გაიგებთ, რა არის ჩინური ახალი წელი;იხილავთ უშუს საჩვენებელ გამოსვლას;ეზიარებით ჩინურ კალიგრაფიასა (შუფას) და მხატვრობას (კუოხუას);გამოჭრით ქაღალდის ფიგურებს (ძიენჭი);დაამზადებთ ჩინურ კვანძებს (ჭუნგკუო ძიე);გააფერადებთ ოპერის ნიღბებს (ძინგძიუ ლიენფუს);მონაწილეობას მიიღებთ ვიქტორინაში „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ (მასალას შეგიძლიათ უკვე გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/.../1NfRlLA-ZNC.../view , ასევე წაიკითხოთ და მოისმინოთ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენს გვერდზე);დაესწრებით სკოლის მოსწავლეთა პოეზიისა და სტუდენტთა იეროგლიფების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიას;დაათვალიერებთ ჩინურ ტრადიციულ სამოსს;დააგემოვნებთ ჩინურ კერძებს;ასევე გაიმართება წინა წლებში გამართული ხატვის კონკურსის ნამუშევრების გამოფენა. ყველა მსურველი შეძლებს ჩინურად დაწერილი სახელის მიღებას, ვიქტორინის მონაწილეებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი მოუთმენლად ელის სტუმრებთან შეხვედრას, რათა კიდევ ერთხელ ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა.დასწრება თავისუფალია! -
ჩინური კოსმოსური ხომალდის Shenzhou-14-ის ეკიპაჟი უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე
პეკინი, 4 დეკემბერი (სინხუა) – ჩინეთის კოსმოსური ხომალდის Shenzhou 14-ის ეკიპაჟის სამი წევრი კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიის დასრულების შემდეგ დღეს უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე.
Shenzhou-14 დასაბრუნებელი კაფსულა, რომელშიც ასტრონავტები ჩენ დონგი, ლიუ იანგი და კაი ქსჟე იმყოფებოდნენ, პეკინის დროით 20:09 საათზე დაეშვა Dongfeng-ის სადესანტო მოედანზე შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში (ჩრდილოეთი ჩინეთი), განაცხადა ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის ოფისის წარმომადგენელმა.
ასტრონავტები კარგ ფორმაში არიან, Shenzhou-14 პილოტირებული მისია წარმატებულად იქნა აღიარებული, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში", მიესალმა იქ მყოფი ხალხი „ტრიოს“ და აიღო კამერები ამ ისტორიული მომენტის გადასაღებად.
„ჩემთვის პატივია ამ მისიაში მონაწილეობა“, - აღნიშნა ჩენ დონმა, მისიის მეთაურმა და პირველმა ჩინელმა ასტრონავტმა, რომელმაც ორბიტაზე 200 დღეზე მეტი გაატარა. "მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით", - დასძინა მან. ლიუ იანგმა, ჩინელმა პირველმა ასტრონავტმა ქალმა, ასევეგანაცხადა, რომ მას დაუვიწყარი მოგონებები ექნება კოსმოსურ სადგურზე გატარებული დროის შესახებ და მოხარულია, რომ სახლში დაბრუნდა.
-
უცხოელი სპეციალისტები განიცდიან ტრადიციული ჩინური მედიცინის ხიბლს (ვიდეო)
გუანჯოუ, 30 აგვისტო (სინხუა) -- ვლოგერები, ფრილანსერები და იუთუბის მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ახლახან შეიკრიბნენ ჟუჰაიში, სამხრეთ ჩინეთში, რათა აღმოეჩინათ ტრადიციული ჩინური მედიცინის მაგია და ნიჩბოსნობის გატაცება.
ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ.
-
კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსი „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“
ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავის აღსანიშნად და ჩინურ-ქართული მეგობრობის და ორ ერს შორის კავშირების გასაძლიერებლად, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2022 წლის მაისში ატარებს კალიგრაფიისა და ფერწერის კონკურსს, სახელწოდებით „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კალიგრაფიისა და ფერწერის მოყვარულებს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც აინტერესებთ და მხარს უჭერენ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას.
ორგანიზატორი: ჩინეთის საელჩო საქართველოში
თანაორგანიზატორები:
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი
ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი
ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი
მედია კომპანია „For You”
ინფორმაცია მონაწილეებისთვის
ღონისძიების განრიგი
1-22 მაისი ნამუშევრების შეგროვება
23-29 მაისი ნამუშევრების განხილვა და შეფასება; პრიზიორთა სიის გამოქვეყნება
30 მაისი - 6 ივნისი გამარჯვებული ნამუშევრების ორიგინალების ჩაბარება მითითებულ მისამართზე
ნამუშევრების კრიტერიუმები
1. კალიგრაფიული და ფერწერული ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს ღონისძიების თემატიკას, ასახავდეს ჩინეთისა და საქართველოს მეგობრობას და უნიკალურ შემოქმედებით აზროვნებას.
2. კალიგრაფიული ნამუშევრები უნდა შესრულდეს ჩინური კალიგრაფიის რბილი ან მაგარი ფუნჯით.
ფერწერული ნამუშევრები მოიცავს: ტრადიციულ ჩინურ მხატვრობას („გო ხუა“), ზეთის, გუაშის, აკვარელის საღებავებით შესრულებულ, აკრილის, ცვილის, ფანქრით შესრულებულ და სხვა სახის ნახატებს.
3. კატეგორიები: ბავშვები (სკოლის მოსწავლეები) და მოზრდილები (სტუდენტები და საზოგადოების წევრები)
4. ნამუშევარი უნდა იყოს ერთი ავტორის მიერ შესრულებული ორიგინალი. დაუშვებელია პლაგიატი ან სხვა ნამუშევრების კოპირება და ისეთი სადავო შინაარსის გამოყენება მაგალითად, როგორიცაა რელიგია ან პოლიტიკა.
5. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი ნამუშევარი.
ნამუშევრების წარდგენა
1. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრების სკანირებული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING
2. ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 10 მბ-ს. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ სკანირებულ ფაილში გამოსახულება არის მკაფიო და სრულყოფილი.
3. იმეილის სათაურში უნდა მიუთითოთ: „ნამუშევრის სახელწოდება - სახელი და გვარი - სწავლის საფეხური ან სამუშაო ადგილი - საკონტაქტო ტელეფონი“. იმეილის შინაარსში უნდა მიუთითოთ ორიგინალი ნამუშევრის ზომები.
4. გთხოვთ შეინახოთ ორიგინალი ნამუშევარი. პრიზიორთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, გამარჯვებული ნამუშევრები მოთხოვნისამებრ უნდა მოგვაწოდოთ მითითებულ მისამართზე. ორიგინალი ნამუშევრის არმოწოდება ავტომატურად ჩაითვლება პრიზზე უარის თქმად.
საპრიზო კატეგორიები
1. ბავშვებში: I ადგილი - 1 პრიზიორი, II ადგილი - 2 პრიზიორი, III ადგილი - 3 პრიზიორი, საპატიო პრიზი - 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი - განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით
2. მოზრდილებში: I ადგილი - 1 პრიზიორი, II ადგილი - 2 პრიზიორი, III ადგილი - 3 პრიზიორი, საპატიო პრიზი - 5 პრიზიორი, წამახალისებელი პრიზი -განისაზღვრება კონკურსანტთა რაოდენობის მიხედვით
დამატებითი ინფორმაცია
1. ნამუშევრის საავტორო უფლება ეკუთვნის ავტორს. ნამუშევრის წარდგენით, ავტორი ორგანიზატორს ანიჭებს ნამუშევრის გამოყენების უფლებას. ღონისძიების ორგანიზატორს შეუძლია გამოიყენოს ნამუშევრები და მათი სკანირებული ასლები გამოფენებში, პუბლიკაციებსა და საინფორმაციო აქტივობებში იმ პირობით, რომ ნამუშევრებში ცვლილებებს არ შეიტანს.
2. ამ ღონისძიების საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება ეკუთვნის ღონისძიების ორგანიზატორს.
3. საკონტაქტო პირები: 刘超 Whatsapp +995557769086
王辉 Whatsapp +995555471676
თამარ მუჯირი +995593650152
პოსტსკრიპტუმი
ყველას, ვისაც გიყვართ კალიგრაფია და ფერწერა და მხარს უჭერთ ჩინურ-ქართული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას, სიხარულით გიწვევთ კონკურსში „ერთად დავწეროთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალი თავი და დავხატოთ ორი ქვეყნის ნათელი მომავალი“ მონაწილეობის მისაღებად.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...