თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა - საუკეთესო შესაძლებლობა ახალი კავშირების გამყარებისთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 01 მაისი 2023 11:22

თბილისში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით მოეწყო, რომლის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება წარმოადგენდა.

B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობდნენ. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან ფორუმის ფარგლებში მათ შეძლეს ახალი  კავშირების მოძიება და არსებულის გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის ღონისძიება საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ და Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა.  ადგილზე მოეწყო ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც მათ ახალი  ბიზნეს კონტაქტების დამყარების, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნის გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ. ეს იყო საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად. 

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, ასევე, ბიზნეს კლიენტებისთვის სანდო პარტნიორების მოძიება, ორმხრივი სარგებლის მიღების მიზნით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება,“ - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

„ფორუმში მონაწილეობდნენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამიზნე სექტორებია და მათთან უკვე 4 წელია რაც ვმუშაობთ. ფორუმის მონაწილე იყო ორი მხარე - პოტენციური გამყიდველი ანუ მეწარმე, რომელიც მონაწილეობდა იმისთვის რომ პოტენციური პარტნიორი მოეძია და მეორე მხარე კი,  ასევე მათი მომსახურების, პროდუქტის შემსყიდველი, რომელიც სასურველ პროდუქტს ან სერვისს ეძებდა. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებმა უნდა შეძლონ კავშირების გამყარება სამომავლო თანამშრომლობისთვის, ” - მიაჩნია  USAID-ის საქართველოს კერძო სექტორის განვითარების უფროს მრჩეველს დავით წიკლაურს. 

„ფორუმის მიზანია მივცეთ მეტი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების კომუნიკაციისთვის ახალი არხები მოიძიონ. ასევე ბიზნესთანამშრომლობის ახალი ურთიერთობები დაამყარონ და პოტენციურ შემსყიდველებს შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომუნიკაციის არხები ღიაა და ყველას აქვს შესაძლებლობა ახალ პარტნიორებთან ურთიერთობის, პირდაპირი კომუნიკაციებისა და უშუალო ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის შეიმჩნევა. ასეთი სახის ფორუმები კიდევ უფრო მეტად ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს მსხვილ კორპორაციებთან პარტნიორული ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში,“ - განმარტავს "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე. 

„პირდაპირი კომუნიკაცია საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს როგორც მეწარმეების, ასევე მათი პოტენციური შემსყიდველების პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მთავარი საჭიროება რასაც პასუხობს B2B ფორუმი ეს არის პირადი კონტაქტები ბიზნესის განვითარებისთვის. საკუთარი ბრენდის ან პროდუქტის წახალისება ვირტუალურ სივრცეში საკმარისი არ არის, კომპანიებს უკვე უჩნდებათ მოთხოვნლება შეხვდნენ პირადად პოტენციურ დამკვეთებს,“ - აღნიშნავს Kudos Georgia-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე მარგიშვილი.

წაკითხულია 186 ჯერ

Related items

  • მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება - საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის განსავითარებლად

    27 აპრილს, 11:00 საათზე, „რესპუბლიკაში“ (მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი)  B2B ფორუმი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით ეწყობა და მის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება  წარმოადგენს.

    B2B ფორუმში 60 მეწარმე და ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები მონაწილეობენ. ეს იქნება  საუკეთესო შესაძლებლობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რადგან  ფორუმის ფარგლებში ისინი შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის

    ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ეს არის საუკეთესო პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო განსავითარებლად.

    მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მუდამ აქტიურადაა ჩართული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებასა და გაძლიერებაში. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების განხორციელება და  მცირე და საშუალო საწარმოების წახალისება, რათა მათ მოახდინონ შემოსავლების გაზრდა სხვადასხვა სექტორში.

    საქართველოსბანკისშესახებ:

    „საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 37.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 36.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 38.9%)  მიხედვით (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2022 წლის 31 დეკემბრის  მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.6 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს 211 სერვისცენტრის, 1006 ბანკომატისა და 3,145 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ:

    https://bankofgeorgia.ge/

    USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

    USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.

    USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

    https://www.facebook.com/EconSecProgram  

  • გაციფრულებული კომპანიები და მათი წარმატების გზა

    სხვადასხვა ერაში, სხვადასხვა ბიზნესის წარმატებას სხვადასხვა ხერხი განსაზღვრავს. თუმცა, ამ სტატიაში ვისაუბრებთ თანამედროვე, 21-ე საუკუნის კომპანიების წარმატების გზაზე.

    არსებობს გამონათქვამი: ,,100-ჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო“. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ ,,Bread & Wine”-ში, დროა ის აუცილებლად სანახავი რესტორნების სიაში შეიყვანოთ.

    ,,Bread & Wine“  და  ტურისტები

    რესტორან   ,,Bread & Wine“ -ს ტურისტები საკმაოდ ხშირად სტუმრობენ.  ვიზიტის შემდეგ ისინი Tripadvisor-ზე რესტორანს დადებითად აფასებენ:

    ლუისა, რომელიც საქართველოში 2 კვირა იმყოფებოდა და სხვადასხვა ადგილებს სტუმრობდა,  რესტორანმა, ,,Bread & Wine“ -მა განსაკუთრებულად მოხიბლა.

    -          ‘’ I visited several lovely and intriguing spots in Georgia, but I'd like to focus on one of the most significant. This is the best restaurant in Tbilisi, the "Bread & Wine." My highest recommendation for this fantastic location. If you ever visit Georgia, be sure to include "Bread & Wine" on your itinerary.“- წერს ლუისა.

    რესტორანს და მის სამზარეულოს დადებითად აფასებს ასევე ჯეინი, რომელიც საქართველოში  მეგობრებთან ერთად  რამდენიმე კვირით იმყოფებოდა.

    -          „What more could a person want? The nicest setting, exquisite music, Georgian cuisine, very hospitable service employees, and the best friends. Thank you for these unforgettable memories, Bread and wine.”- ასე აფასებს ჯეინი რესტორან Bread & Wine-ში გატარებულ საღამოს.

    რესტორნის მომსახურებასთან და გემოვნებიან მუსიკასთან ერთად ჯორჯის აღფრთოვანება  ,,Bread & Wine“-ში დაგემოვნებულმა კერძებმაც დაიმსახურა.

    -          ‘’When I visit to a new nation, I make it a point to select one restaurant and one meal. While visiting Georgia, this restaurant is known as "Bread & Wine," and the meal is unrivaled: "Shkmeruli."- წერს ჯორჯი ტრიპედვაიზორზე.

    რესტორნის ერთ-ერთ კერძზე საუბრობს ასევე აკირაც, რომელიც საქართველოს აზიიდან ესტუმრა.

    -          ,, I went to the "Bread and Wine" restaurant on the advice of a buddy. It was here that I sampled two delectable traditional Georgian dishes: "Khinkali" and "Ojakhuri." "Bread & Wine" is my top recommendation.“- აღნიშნავს აკირა.

     

    ციფრული მარკეტინგის პრივილეგიები

    დღესდღეობით ძალიან მარტივია, რომ სახლიდან გაუსვლელად გაეცნო სხვადასხვა ქვეყნისა თუ რესტორნის შეფასებებს. ამის შესაძლებლობას ციფრული მარკეტინგი იძლევა. დისტანციურად შეგვიძლია გავეცნოთ რესტორნის მენიუს, ვესტუმროთ სამკაულების მაღაზიას ან შევიძინოთ ნებისმიერი მედიკამენტი.

    ონლაინ მაღაზიის დადებითი მხარე, არის ისიც, რომ შეგიძლია მის შესახებ მომხმარებლების შეფასებებსაც გაეცნო.

    ყველაზე გემოვნებიანი სამკაულების ონლაინ მაღაზია Adshubshop.ge

    ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წარმატებულ ონლაინ მაღაზიას Adshubshop.ge წარმოადგენს. აღნიშნულ საიტზე შესაძლებელია შემდეგი ნივთების შეძენა:

    Adshubshop.ge ციფრული მარკეტინგული სააგენტოს, Adshub.ge-ს მხარდაჭერით შეიქმნა.

    Adshub.ge - ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საიდუმლო

    ეს არის მარკეტინგული სააგენტო, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს გაციფრულებაში ეხმარება. adshub.ge მომხმარებლებს შემდეგ სერვისებს სთავაზობს:

    • SEO - საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია;
    • SEM - საძიებო სისტემის მარკეტინგი;
    • SMM - სოციალური მედია მარკეტინგი;
    • ქოფირაითინგი;
    • საიტის დამზადება.

     Adshub.ge-თან თანამშრომლობის შედეგად 63,32%-ით გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა რესტორან ‘’Bread & Wine”-ს შემთხვევაშიც. 

    სააგენტოს უნიკალურს ხდის ორი მთავარი ფაქტორი: Adshub.ge გთავაზობთ მარკეტინგულ აუდიტს, და  თანამშრომლობისას უპირობო წარმატების გარანტიას - SLA (Service Level Agreement), რაც გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას დადებულ შედეგზე.

  • გაციფრულებული ბიზნესის წარმატების საიდუმლო

    თუ გაქვთ ბიზნესი, თუმცა არ იცით როგორ გახადოთ ის წარმატებული, აუცილებლად დაიწყეთ მისი ციფრულად გარეკლამება. როგორც ყველა სფერო, ციფრული მარკეტინგიც განსაკუთრებულ ცოდნას და სპეციალისტებს მოითხოვს.

    სწორედ ამიტომ, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ციფრული მარკეტინგის სააგენტო, Adshub.ge,  რომელიც სხვადასხვა კომპანიებს ციფრულად გარეკლამებაში ეხმარება.

    სააგენტოსთან თანამშრომლობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებებით: 

     დღეისათვის სააგენტო, Adshub.ge, ათეულობით სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს. გაციფრულების შემდეგ მათი გაყიდვების რაოდენობა გაორმაგდა. ბევრმა მათგანმა დაიკავა მოწინავე პოზიცია საუკეთესო კონკურენტებს შორის და რაც მთავარია გახდა ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე სააგენტოსთან თანამშრომლობამდე.

    ვებ გვერდის დამზადება-  ძირითადად ეს არის ის პირველი მომსახურება, რომელსაც  მომხმარებლები სააგენტოსთან თანამშრომლობისას ირჩევენ.  Adshub.ge-ს პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ნებისმიერი სირთულისა და ფუნქციონალის მქონე ვებ გვერდს დაგიმზადებთ.

    Adshub.ge და ,,გეოდეზია“

    ვებ გვერდის დამზადებით დაიწყო თანამშრომლობა Adshub.ge-თან კომპანია ,,გეოდეზიამ“.

    სწორედ გამართული ვებ გვერდი გახდა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი.

    „გეოდეზია“ არის ადგილი, საიდანაც თქვენი საოცნებო პროექტების განხორციელება იწყება.

    „გეოდეზია“ და მისი მომსახურებები

     “გეოდეზია” გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

    • მიწის აზომვა;
    • შიდა აზომვა;
    • ტოპოგრაფიული გეგმა;
    • ნაკვეთის გამიჯვნა;
    • დაკვალვა.

     ახლა კი გაგაცნობთ, თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი:

    მიწის აზომვა

    სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კერძო, სააგარაკე, აუქციონზე გასატანი, გასამიჯნი და გასაერთიანებელი ნაკვეთების დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, ხშირად საჭიროა შესაბამისი მიწის აზომვა და აზომვითი ნახაზები.

    გეოდეზიის გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ აზომვითი სამუშაოების მომზადებასა და მიწის გაფორმებისთვის საჭირო შესაბამისი ნახაზების მომზადებაში.

    შიდა აზომვა

    გეოდეზია მნიშვნელოვანია კერძო სახლების, კორპუსის ბინების, კომერციული და საოფისე ფართების თუ სხვა ნებისმიერი შენობის ყიდვა-გაყიდვის, რეგისტრაციის, გადაფორმების და  იპოთეკით დატვირთვის დროს.   უმეტესწილად საჭიროა მიწისშიდა აზომვა და დეტალური ნახაზის მომზადება.

    ტოპოგრაფიული გეგმა

    ტერიტორიაზე პროექტის შედგენისთვის, თავდაპირველად საჭიროა ამ ტერიტორიის და მასზე არსებული ობიექტების დეტალური აზომვა. ასევე რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა და ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება.

    ნაკვეთის გამიჯვნა

    ერთი ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად გასაყოფად, ან პირიქით, რამდენიმე ნაკვეთის გასაერთიანებლად და ხელახალი რეგისტრაციისთვის, ,,გეოდეზია’’ გთავაზობთ შესაბამის საამზომველო სამუშაოების ჩატარებასა და საკადასტრო ნახაზების მომზადებას, რომელშიც ასახული იქნება გამიჯვნა ან/და გაერთიანება.

    დაკვალვა

    მიწის აზომვის და ველზე მონაცემთა შეგროვების გარდა, ხშირად საჭიროა უკვე აზომილ და შედგენილ პროექტში არსებული წერტილების რეალობაში გადმოტანა და დაფიქსირება ანუ დაკვალვა. 

    ,,გეოდეზია“ 10 წელზე მეტია, რაც მომხმარებლებს საოცნებო პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის B2B ფორუმი გაიმართება

    საქართველოს ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ჯეპრას და Kudos Georgia-ს ერთობლივი მხარდაჭერით 27 აპრილს, B2B ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება  წარმოადგენს.

    B2B ფორუმში მეწარმეების გარდა მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის, მსუბუქი მრეწველობის, ინტელექტუალური მომსახურების, კრეატიული ინდუსტრიებისა და მყარი ნარჩენების მართვის სექტორის დამკვეთი კომპანიები.

    ღონისძიებას საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები გახსნიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი მუდამ აქტიურადაა ჩართული მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებასა და გაძლიერებაში.

    „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერება, სწორედ ამას ემსახურება მსგავს ღონისძიებებში ჩვენი აქტიურად ჩართვა და მხარდაჭერა. ჩვენ ვისწრაფით, რომ ბიზნეს სექტორი წავახალისოთ და მივცეთ შესაძლებლობა, ყოველდღიურად გააუმჯობესონ საკუთარი პოტენციალი და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება. B2B ფორუმი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა სამომავლო თანამშრომლობისთვის, რადგან ადგილზე მოეწყობა ინდივიდუალური შეხვედრები მწარმოებელსა და შემსყიდველებს შორის, სადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს კონტაქტების დამყარებას, თანამშრომლობისთვის წინაპირობების შექმნას, გამოცდილების გაზიარებას და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ვფიქრობთ, მეწარმეებმა  არ უნდა გამოტოვონ ეს  შესაძლებლობა, რადგან მსგავსი შეხვედრები არის კარგი პლატფორმა საქმიანობის კიდევ უფრო გასავითარებლად “, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში

    “USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების განხორციელება და  მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) წახალისება, რათა მათ მოახდინონ შემოსავლების გაზრდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი წარმოება, ინტელექტუალური მომსახურებები და კრეატიული ინდუსტრიები. ბიზნეს ფორუმი სწორედ ისეთი შესაძლებლობაა, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები შეძლებენ კავშირების გამყარებას სამომავლო თანამშრომლობისთვის” - აღნიშნავს რატი ანჯაფარიძე, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ბიზნესის განვითარების სერვისების ხელმძღვანელი.

    B2B ფორუმში მონაწილეთა რაოდენობა ლიმიტირებულია. დაინტერესების შემთხვევაში  რეგისტრაციის გავლას მითითებულ ბმულზე შეძლებთ: https://bit.ly/40MIt1n

  • ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

    1 მარტიდან ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.

    ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს – შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც – 50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.

    "ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე. ჩვენი მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს და განკარგოს ფინანსები ეფექტურად, რაც საკუთარი ბიზნესის გაზრდაში დაეხმარება. ვფიქრობთ, ჩვენი ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, მომხმარებელი კი ქეშბექის სახით მაქსიმალურ სარგებელსაც მიიღებს. ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა, რისთვისაც დეტალურად ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ სწორედ ამ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას.“ – ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური