„ყაზახურ ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ“ დამფუძნებელ წევრებს 2021-2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო
21 აპრილს, სასტუმრო „მუზეუმში“ „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გაერთიანების 2021-2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.
შეხვედრას ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი, საელჩოს წარმომადგენელი, ყაზახეთის საპატიო კონსულები, გაერთიანების დამფუძნებელი წევრები კერძოდ, საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე ან თანამონაწილე კომპანიების „ხალიკ ბანკი საქართველოს“, „კაპიტოლ ჯგუფის“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალის“, „რომპეტროლ საქართველოს“, „სილქ როუდ რეალ ისთეითის“, „GK Logistics”-ის წარმომადგენლები და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.
შეხვედრის მიზანს, განვლილ პერიოდში დაგეგმილი და განხორციელებული აქტოვობების მიმოხილვა, არსებული შედეგების შეჯერება, მიმდინარე გამოწვევების განხილვა და საშუალოვადიანი სამომავლო გეგმის გაცნობა წარმოადგენდა.
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ოფიციალური დაფუძნებიდან 2 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში გაერთიანების წინაშე სამი მსხვილი ამოცანა იდგა: ორგანიზაციის ინსტიტუციური ჩამოყალიბება, საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება და ორ ქვეყანას შორის არსებული შესაძლებლობების გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ქმედებები განხორცილდა, ცხადია, აღნიშნული ამოცანები დაუსრულებელია და სამოქმედო გეგმას ემატება ის ამოცანებიც, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობას“ – „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი ჯახუტაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, ასევე ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიზნით, სამთავრობო ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში გაერთიანების მენეჯმენტსა და წევრებს მოუწოდა, რომ აქტიურად გასწიონ საინფორმაციო კამპანია ქართული ბიზნესის ყაზახეთის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესების მიზნით.
„ყაზახმაბიზნესმენებმაუნდაგამოიყნონისბიზნესგარემო, ისსამართლებრივისისტემადაბიზნესისწამოწყებისსიმარტივე, რაცსაქართველოშია. ქართველბიზნესმენებსკი, ყაზახეთშიბიზნესისწარმოებასვურჩევ. ჩვენუნდაგამოვიყენოთჩვენიქვეყნებისუპირატესობები,“ - განაცხადა ყახაზეთის ელჩმა საქართველოში.
გაერთიანების წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ყაზახეთში განხორციელებულ პოზიტიურ გარდაქმნებს და აღნიშნეს, რომ მათი განხორციელება ახალ ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების ურთიერთსასარგებლო სფეროებს და სრული მხარდაჭერა გამოთქვეს ყაზახეთის რეფორმებისა და ინიციატივების ხელშეწყობისთვის. თავის მხრივ, ყაზახერ ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ყაზახური რეფორმების განვითარებაში.
ინფორმაცია „ყაზახურ-ქართულიეკონომიკურიგაერთიანებისშესახებ“
„ყაზახურ-ქართულიეკონომიკურიგაერთიანება“ ყაზახურ-ქართულიბიზნესისერთობლივიინიციატივით, 2021 წლისმარტშიდაფუძნდა. გაერთიანებისდამფუძნებლები საქართველოშიყაზახურიკაპიტალისმქონეკომპანიები, კერძოდ, „სილქროუდჯგუფი“, „ხალიკბანკისაქართველო“, „კაპიტოლჯგუფი“, „ბათუმისნავთობტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულინიციატივას, ასევე, შეუერთდნენყაზახეთისრესპუბლიკისსაელჩოსაქართველოში, ავიაკომპანია „ეარასტანა“ და „რომპეტროლსაქართველო“. გაერთიანებისგამგეობისთავმჯდომარე, წევრთაგადაწყვეტილებით, „კაპიტოლჯგუფის“ აღმასრულებელიდირექტორიდაყაზახეთისრესპუბლიკისსაპატიოკონსულისაქართველოში, გიორგიჯახუტაშვილია,. ორგანიზაციისმთავარმიზანსყაზახეთსადასაქართველოსშორისეკონომიკურითანამშრომლობისგაღრმავებადასოციალურ-კულტურულიურთიერთობისგანვითარებისხელშეწყობაწარმოადგენს. გაერთიანებაასრულებსერთგვარიკომუნიკატორისროლსორიქვეყნისბიზნესსექტორისწარმომადგენლებსშორისდაშუამდგომლობსმათსაჯაროსტრუქტურებთან.