ქოლ-ცენტრებზე: ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 25 აპრილი 2023 13:13

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: მხარს ვუჭერ პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, ქოლ-ცენტრების თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ უმრავლესობას, გაირკვეს, ვინ არის ქოლ-ცენტრების რეალური მფლობელი და როგორც ცნობილია, ეს ქოლ-ცენტრები დღესაც ფუნქციონირებს.

პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვას: თუ ქოლ-ცენტრების ნაწილი ეკუთვნის ბატონ კეზერაშვილს, როგორ მოახერხა მან, ანუ საქართველოს მთავრობის მიერ ძებნაში მყოფმა ადამიანმა, მასშტაბურ (საუბარია მილიარდებზე) კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობა, ან მისი აწყობა საქართველოს ტერიტორიაზე .
ბატონი ივანიშვილის მფარველობის გარეშე, მსგავსი უკანონო საქმიანობის განხორციელება საქართველოში შეუძლებელია - ამ ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს! ამიტომაც მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას", აღნიშნულია განცხადებაში.
წაკითხულია 118 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
    საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.
    პირველი და უმთავრესი - ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს - ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.
    მეორე - დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალებს“ 20 %, ყველა დანარჩენი პარტია კი - ბარიერს მიღმა დატოვა.
    ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40 %-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“, გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან,
    5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.
    ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს - აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი: „ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ეს წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
    "გუშინ რუსმა ოკუპანტებმა მოგვიკლეს კარგი პატრიოტი ქართველი, თამაზ გინტური. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, სრულიად „ქოცბანდამ“ ეს ამბავი არა რუსებს, არამედ წინა ხელისუფლებას დააბრალა - მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთო. ასეთივე მძიმე მემკვიდრეობა მიიღო წინა ხელისუფლებამ წინისგან და ასე მოვდივართ ერეკლე მეფის დროიდან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრეც.
    მთავარია ის, რომ უკვე მეთერთმეტე წელია, „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და ჩვენი ხალხის დასაცავად, გარდა უშედეგო მცდელობებისა, „შეუძვრეს“ ოკუპანტ ქვეყანას და მათ საამებლად აგინოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპას და ამერიკას, შემდეგ კი ყველაფერი ისევ წინა ხელისუფლებას დააბრალოს. „ოცნება“ ისეთ უღირს კაცს დაემსგავსა, ქუჩაში რომ ყველა ერევა და გაბრაზებული სახლში ჯავრს საკუთარ ცოლ-შვილზე იყრის.
    „ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ქოცობა წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამ მდგომარეობითაა გამოწვეული, რომ მოჭარბებულ აგრესიას ავლენენ საკუთარი ხალხის და განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ.
    „ქოცობა“ ტეხავს!", ნათქვამია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი - „ნეტა, პატარა კაცები იყვნენ - რუსეთის აგენტურა მართავს ქვეყანას!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსული ოცნების“ მენეჯმენტს „პატარა კაცები“ უწოდა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, ჩვენ გაგხადეთ პრეზიდენტი და არ ვართ პატარა კაცებიო.

    რა პატარა კაცები ?! მტერი, რუსეთის აგენტურა შემოგვეპარა ხელისუფლებაში. ნეტა, პატარა კაცები იყვნენ - ხელისუფლებაში რუსეთის აგენტურა გვიზის და მართავს ქვეყანას.
    მალე ქართველი ხალხი ამ აგენტებს ბოლოს მოუღებს!„. - ნათქვამია განცხადებაში.
  • თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება.

    მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.
    ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს, პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.
    მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    დღეს დილიდან მთელი საქართველო ხუმრობის ხასიათზე დადგა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული „ფარული ჩანაწერების“ გამო, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ვიღაც ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ.

    კადრში ჩანს ადამიანი, რომელსაც ხელში მიკროფონი უჭირავს და დარბაზში მსხდომ სხვა უამრავ ადამიანთან ინტერაქციულ დისკუსიას აწარმოებს. ყველაფერი გამიგია, მაგრამ ლექციაზე მიკროფონით გამოცხადებული რევოლუცია არ გამიგია! ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, სასაცილოა, სინამდვილეში კი სულაც არა, რადგან დასკვნა ერთია - ასეთი უსაფრთხოების სამსახურის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა ?!
    და მაინც ... იუმორში გავატაროთ, სხვა რა დაგვრჩენია", - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური