არ გამოტოვოთ PSP-ს დიდი გათამაშება ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში დღეს, 22 აპრილს, 19:30-ზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
შაბათი, 22 აპრილი 2023 10:09

დღეს, ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში PSP-ს რიგით 22-ე გათამაშება ტარდება. ოცნებების ახდენამდე რამდენიმე საათი რჩება და თითოეულ მომხმარებელს PSP გამარჯვებას გისურვებთ. გრანდიოზული გათამაშებაში პრიზებიც განსაკუთრებულია: 50 000, 100 000 და    150 000 ლარი!

PSP-ს გათამაშებაში ჩართვა ტრადიციულად ძალიან მარტივია. PSP-ს „ჩემი ოჯახის“ ბარათის ყველა მფლობელი ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გათამაშების 1 ბილეთს იღებდა. მომხმარებელს ასევე შეეძლო ბარათზე დაგროვილი 10 ღიმილი გათამაშების 2 ბილეთში გადაეცვალა და 50, 100 და 150 ათასი ლარის მოგების შანსი გაეზარდა.

მოგების შანსი ყველას!

PSP-ს წამახალისებელი გათამაშებისპროექტი 2007 წლიდან იღებს სათავეს და 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ჩატარებულ გათამაშებებში 150-ზე მეტმა ადამიანმა PSP-სგან ძვირადღირებული პრიზები მოიგო, მათ შორის 48 ახალთ-ახალი ავტომობილი, 10 ბინა თბილისის ცენტრში, 10 - 2000 ლარიანი ხელფასი, საქართველოს 2 მოქალაქე კი, რომელთაც  10 წლის განმავლობაში ყოველთვე 1000 ლარიანი ხელფასი მოიგეს, კვლავ იღებს ყოველთვიურ ხელფასს PSP-სგან. წელს PSP-ს გრანდიოზული გათამაშება დაბრუნდა!

მომხმარებელზე ზრუნვა PSP-ს საქმიანობის ძირითადი ორიენტირია. გარნდიოზული გათამაშება მომხმარებლის წახალისებისთვის PSP-ს ბოლო კამპანიის „ზრუნვა ყველაზე, ყველაზე კარგად“ ნაწილია. ზრუნვა PSP-ს,  მისი თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობაა.

გათამაშების დასრულების შემდეგ გამარჯვებულების სია შეგიძლიათ იხილოთ card.psp.ge- ზე, PSP–ს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე psp.ge, PSP–ს ნებისმიერ აფთიაქში და ასევე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ PSP-ს ცხელ ხაზზე : 240-20-20.

წაკითხულია 467 ჯერ

Related items

  • პსპ დაზღვევამ კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ახალი პროდუქტი შექმნა

    PSP დაზღვევა მზარდი, განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ამიტომ, PSP დაზღვევამ შექმნა ექსკლუზიური პროდუქტი კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - „SME ქეარი“. პროდუქტი 22 ნოემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.

    SME ქეარი|Care ითვალისწინებს იმ გამოწვევებს რის წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დგანან კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის შერჩევისას და საპასუხოდ მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. დაზღვევა ვრცელდება ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც დასაქმებულია 10-50 თანამშრომელი.

    მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაზღვევა რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ზომის კომპანიები იღებენ ისეთივე სერვისებსა და ბენეფიტებს, როგორსაც დიდი ორგანიზაციები. ეს კი, მათი მასშტაბის გათვალისწინებით აქამდე შეუძლებელი იყო.

    SME ქეარი|Care 4 ტიპის შეთავაზებას მოიცავს (OPTIMA, ALTIMA, ULTIMA, MAXIMA), რომელთა შორის მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა საფასო სეგმენტის მოთხოვნაზეა მორგებული.

    • SME OPTIMA 35 ₾
    • SME ALTIMA 55 ₾
    • SME ULTIMA 75 ₾
    • SME MAXIMA 95 ₾

    დაზღვევის ოთხივე პროდუქტი გთავაზობთ:

    • მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე
    • მაღალ ლიმიტებსა და თანაგადახდებს
    • მცირე გამონაკლისებს ქრონიკული და დაზღვევამდე დამდგარი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, გარდა პროდუქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
    • ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობას.

    პროდუქტის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული, ყველა სერვისი იფარება: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, სტომატოლოგია, ორსულობა-მშობიარობა და ა.შ.

    სადაზღვევო მომსახურების მიღება კი, შესაძლებელია თავისუფალი სქემით ოჯახის ექიმთან ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებლისთვის ყველა პროცესს ამარტივებს.

    SME ქეარი შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანს შეეძლოს ისარგებლოს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობებით. ასევე თავად აირჩიოს ის პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს მის მოთხოვნებს და საჭიროებებს.

  • ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას

    ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვ.

    „მიუხედავად იმისა, რომ პეროდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძლებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას.  

     ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან ჩვენ მომხარებელს უკვე 35-40%-ით გუაიაფდება.  

    ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ - აცხადებენ PSP-ში.

  • PSP და lib.ge ერთობლი პროეტის ფარგლებში რაჭას, სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლას ესტუმრნენ

    პსპ-სა და www.lib.ge-ს შორის  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გიორგი კეკელიძისა და ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით, 26 ოქტომბერს, რაჭის სოფელ ჭრებალოს სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ ახალი წიგნები, სკოლის ექიმის კაბინეტისთვის საჭირო ინვენტარი და პირველადი დახმარების მედიკამენტები. სკოლის საუკეთესო მოსწავლეს, ელენე რეხვიაშვილს კი, პერსონალური კომპიუტერი.

    გიორგი კეკელიძემ ჭრებალოს სკოლის მოსწავლეებს თავისი ახლი წიგნი „ხვიჩა, ვარსკვლავი -სახელად ვარსკლავი“ გააცნო და საჩუქრად გადასცა.

    „რაჭა, ერთ-ერთი კუთხეა, სადაც ონლაინ სკოლა მალე ამუშავდება და მოსწავლეებს წიგნიერების ამაღლებისთვის გაკვეთილებს საუკეთესო მასწავლებლები ჩაუტარებენ.

    პერიოდულად იგეგმება ასეთივე ვიზიტები სხვადასხვა რეგიონების სკოლებში, მოსწავლეებისთვის ახალი წიგნების გადაცემა და თანამედროვე ავტორებთან შეხვედრები“- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

    „პსპ განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში. www.lib.ge-სთან გაფორმეული შეთანხმების ფარგლებში პირველი ვიზიტი რაჭაში, სოფელ ჭრებალოში განხორციელდა; მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება, სტიმულია ეტაპობრივად სხვადსხვა რეგიონების სკოლებიც მოვიცავთ. მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეების დაინტერესება ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას ამ მნიშვნელოვან და საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში“- აცხადებენ PSP-ში.  

  • PSP-მ მონაწილეობა მიიღო თბილისის პირველი ციფრული პროდუქტების კონფერენციაში ProdAct Conference 2023

    PSP, როგორც პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს პირველი ონლაინ აფთიაქის შექმნით დაიწყო, ფარმაციის დარგში წლების მანძილზე ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანფორმაციის შესახებ გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ProdAct Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ციფრული პროდუქტების კონფერენციაზე.  

    2023 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ციფრული  ტექნოლოგიებს და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტით დაინტერესებული 400-მდე ციფრული პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, ინჟინრები, მეწარმეები, სტუდენტები შეიკრიბნენ.

    ფარმაცევტულ დარგში ციფრული ტრანფორმაციების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა თიკო ცეცხლაძემ და ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერმა საბა ფაშურიშვილმა.

    1 დღიან კონფერენციაში მონაწილეობა 20-მდე კომპანიამ და 5-მა სტარტაპმა მიიღო, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიების Stanford Club of Poland, Miro, Spotify, Google-ის უცხოელმა წარმომადგენლებმა და ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობენ.

    ორგანიზატორების თმით, კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება და ციფრული პროდუქტების სიახლეების გაცვლის საუკეთესო საშუალება იქნება ქართველი ციფრული პროდუქტების სპეციალისტებისთვის. 

  • იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის

    31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Visa-ს გათამაშებაში და მოიგონ მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მიმართულებებით დაუვიწყარი მოგზაურობა.

    გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც უკვე არის 18 წლის და აქვს ლიბერთის Visa ბარათი.

    გათამაშებაში მონაწილეობას იღებს ტელეფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს ციფრული საფულის საშუალებით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება, რომელიც აღემატება 40 ლარს ნებისმიერ ვალუტაში - თითოეულ ტრანზაქციას მიენიჭება გათამაშების 1 ვირტუალური ბილეთი.

    თამაშდება 35 სამოგზაურო ვაუჩერი, თითოეული 2 ადამიანისთვის.

    გათამაშება ჩატარდება 23 ივნისს და მისი ტრანსლირება მოხდება Visa-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live რეჟიმში.

    დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/429qvqg

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური