„რუსული ოცნება“ აგრძელებს საპარლამენტო ცხოვრების პარალიზებას, ერთადერთი მოტივით, რომ მხარში ამოუდგეს კორუმპირებულ მოსამართლეებს
Related items
-
კახა ოქრიაშვილი: საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.პირველი და უმთავრესი - ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს - ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.მეორე - დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალებს“ 20 %, ყველა დანარჩენი პარტია კი - ბარიერს მიღმა დატოვა.ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40 %-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“, გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან,5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს - აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!", - აღნიშნულია განცხადებაში. -
კახა ოქრიაშვილი: „ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ეს წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:"გუშინ რუსმა ოკუპანტებმა მოგვიკლეს კარგი პატრიოტი ქართველი, თამაზ გინტური. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, სრულიად „ქოცბანდამ“ ეს ამბავი არა რუსებს, არამედ წინა ხელისუფლებას დააბრალა - მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთო. ასეთივე მძიმე მემკვიდრეობა მიიღო წინა ხელისუფლებამ წინისგან და ასე მოვდივართ ერეკლე მეფის დროიდან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრეც.მთავარია ის, რომ უკვე მეთერთმეტე წელია, „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და ჩვენი ხალხის დასაცავად, გარდა უშედეგო მცდელობებისა, „შეუძვრეს“ ოკუპანტ ქვეყანას და მათ საამებლად აგინოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპას და ამერიკას, შემდეგ კი ყველაფერი ისევ წინა ხელისუფლებას დააბრალოს. „ოცნება“ ისეთ უღირს კაცს დაემსგავსა, ქუჩაში რომ ყველა ერევა და გაბრაზებული სახლში ჯავრს საკუთარ ცოლ-შვილზე იყრის.„ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ქოცობა წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამ მდგომარეობითაა გამოწვეული, რომ მოჭარბებულ აგრესიას ავლენენ საკუთარი ხალხის და განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ.„ქოცობა“ ტეხავს!", ნათქვამია განცხადებაში. -
დმანისის ყოფილი მერს, გიორგი ტატუაშვილს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლეს
დღეს, 1 ნოემბერს, დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, თავს დაესხა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული და მმართველი პარტიის მიერ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი. ყოფილ მერს, სოფელ დიდ დმანისთან აედევნა „მერსედესის“ მარკის მანქანა, რომლის მგზავრების მხრიდან დაფიქსირდა 4 გასროლა ცეცხლსასროლი იარაღით. ყოფილი მერის მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც გიორგი ტატუაშვილი იხსნა ფიზიკური დაზიანებისგან. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ტატუაშვილის ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორის მიერ. მასალები დაოყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭრა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს, - აცხადებს დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი.
-
კახა ოქრიაშვილი - „ნეტა, პატარა კაცები იყვნენ - რუსეთის აგენტურა მართავს ქვეყანას!“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსული ოცნების“ მენეჯმენტს „პატარა კაცები“ უწოდა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, ჩვენ გაგხადეთ პრეზიდენტი და არ ვართ პატარა კაცებიო.
რა პატარა კაცები ?! მტერი, რუსეთის აგენტურა შემოგვეპარა ხელისუფლებაში. ნეტა, პატარა კაცები იყვნენ - ხელისუფლებაში რუსეთის აგენტურა გვიზის და მართავს ქვეყანას.მალე ქართველი ხალხი ამ აგენტებს ბოლოს მოუღებს!„. - ნათქვამია განცხადებაში. -
თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება.
მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს, პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბიზნეს ნიუსი

IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა!
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! IWSC კონკურს...

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარ...

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...