ცხოველთა ამერიკელი უფლებადამცველი: გვსურს, საქართველოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია დავაფუძნოთ, ასევე, გვაქვს ძაღლებისთვის განკუთვნილი თავშესაფრის გახსნის იდეა
ცხოველთა უფლებადამცველი, ამერიკაში მოქმედი ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PEACE FOR PAWS RESCUE-ს ხელმძღვანელი, აშშ-ის მოქალაქე მარკ ლოპესი აცხადებს, რომ სურს, საქართველოში ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია დააფუძნოს. ლოპესს ასევე აქვს იდეა, საქართველოში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარი გახსნას. ამის შესახებ ლოპესმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ორგანიზაცია ამერიკული ორგანიზაცია The society for the prevention of cruelty to animals (SPCA) მსგავსი უნდა იყოს, სადაც ცხოველთა მოყვარულები, მოხალისეები არიან გაწევრიანებულები და ცხოველებზე ზრუნავენ. მისი თქმით, აღნიშნულ ორგანიზაციას ამერიკაში მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრებიც აქვს. მისივე თქმით, ამერიკელების უმრავლესობას ძაღლები თავშესაფრებიდან აჰყავს და მათზე ზრუნავს.
“საქართველოში 2 წელია, ვიმყოფები. მე და ჩემი მეუღლე ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების სიმრავლეს შევეჩეხეთ. ქუჩებში, გზატკეცილებზე ბევრი დაავადებული და გამხდარი ძაღლია. ყოველდღიურად მიუსაფარი ძაღლების გამოკვება გადავწყვიტეთ და დიდი რაოდენობით საკვები შევიძინეთ. ეს პრობლემა საქართველოში ყველგან გვხვდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ძაღლების გამოკვება რუსთავიდან დაგვეწყო, სადაც ისინი საკვებს ნაკლებად მოიპოვებენ და ლილომდე ჩავსულიყავით, მოგვევლო ყველა ლოკაცია, სადაც ძაღლები არიან შეფარებულები. ჩემი გოგონა ექიმია, მოეწონა იდეა და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ორგანიზაცია, რომელიც მათ გამოკვებაზე, მკურნალობაზე იზრუნებდა. ვისაც ცხოველებზე გული შეგვტკივა, გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ხარჯებით ყოველდღიურად 100-120 ძაღლს ვკვებავთ.
გვაქვს იდეის დონეზე კონცეფცია, რომელიც საქართველოში თავშესაფრის გახსნას ეხება. ამერიკაში მუშაობს ორგანიზაცია The society for the prevention of cruelty to animals (SPCA). გვინდა, მსგავსი ორგანიზაცია საქართველოშიც გავაკეთოთ, რომელიც ცხოველთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის იმუშავებს. The society for the prevention of cruelty to animals -ს ამერიკაში თავშესაფრებიც აქვს”, – განაცხადა მარკ ლოპესმა.
Related items
-
იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის
31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Visa-ს გათამაშებაში და მოიგონ მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მიმართულებებით დაუვიწყარი მოგზაურობა.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც უკვე არის 18 წლის და აქვს ლიბერთის Visa ბარათი.
გათამაშებაში მონაწილეობას იღებს ტელეფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს ციფრული საფულის საშუალებით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება, რომელიც აღემატება 40 ლარს ნებისმიერ ვალუტაში - თითოეულ ტრანზაქციას მიენიჭება გათამაშების 1 ვირტუალური ბილეთი.
თამაშდება 35 სამოგზაურო ვაუჩერი, თითოეული 2 ადამიანისთვის.
გათამაშება ჩატარდება 23 ივნისს და მისი ტრანსლირება მოხდება Visa-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live რეჟიმში.
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/429qvqg
-
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა - “კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“
„პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია თანაბარი და უწყვეტი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიურ მკურნალობაზე“
4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: „კიბოს დავამარცხებთ ერთად - მოქმედების დროა!“. ღონისძიება კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა - უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში იმართება, რომელის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
პრესკონფერეციაზე მოწვეულები არიან პაციენტები, მედიის, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები. შეხვედრა კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით იმართება.
დაგეგმილია საქართველოში კიბოს მართვის მიმართულებით დღეს არსებული ხარვეზების გაანალიზება. იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის მქონე ონკოპაციენტების მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები და გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა
შეგახსენებთ, რომ პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარ და სრული ხელმისაწვდომობა კიბოს მკურნალობაზე საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის! კერძოდ, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ლიმიტი ძალიან ბევრი სიმსივნის სამკურნალოდ არასაკმარისია, აუცილებელია მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსება პერსონალიზებული მიდგომით, მათი დიაგნოზიდან გამომდინარე და ასევე რადგან კერძოდაზღვევაარფარავსონკოლოგიურმკურნალობას, მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის აღიარება ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვისაც, რაცაღმოფხვრისსაქართველოსმოქალაქეებისთვისონკოლოგიურ სერვისებზეწვდომისუთანასწორობას. პეტიცია დასრულდა, რომელსაც მხარი 6000-მა ხელმომწერმა დაუჭირა: https://bit.ly/3hK8qgW. ასევე, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის მხარდასაჭერად, ცნობილი სახეების, ექიმების, პაციენტებისა და მხარდამჭერების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრაზე შედგება.
4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა ღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისთვის. ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გზით. აღსანიშნავია, რომ კიბოს მართვის მიმართულებით, მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას. საქართველოში მთავარ გამოწვევად ამ ეტაპამდე არათანაბარი და არასრულფასოვანი მკურნალობა რჩება.
ინფორმაცია დაავადების შესახებ
არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის, კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად, მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე, თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე.
მსოფლიო მონაცემებით კიბოს სიკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინოთ.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა, გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.
-
მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“
20 ნოემბრიდან, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები მოეწყო და მათ დასახმარებლად სპეციალური მენიუც შედგა. სწორედ ამ დღიდან კლუბის ტერიტორიაზე მადლიერების სკივრი განთავსდა და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკვე რამდენიმე დღეა ერთგული მეგობრები უკვე ზრუნავენ. ყველას, ვისაც მათთვის დახმარების სურვილი აქვს შესაძლებლობა აქვს სპეციალური დოგი ბეგის შეძენა მენიუდან და სკივრში განთავსება, რომლითაც მიუსაფარი ცხოველების გამოიკვებებიან. დოგი ბეგის გაყიდვიდან შემოსული თანხით კი მათ სამედიცინო მომსახურება და ჰიგიენური პროცედურები დაუფინანსდებათ.
20 ნოემბერს, მადლიერების დღესთან დაკავშირებით „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ აუქციონზე ნებისმიერი ნივთი, ნახატი თუ სამკაული გაეტანათ, ასევე შეეძინათ სხვა სტუმრის მიერ წარდგენილი ნივთი.
„მიუსაფარი ცხოველებისთვის გამართულ აუქციონზე 1200 ლარამდე შეგროვდა. თანხის ნაწილით უკვე მოხდა მათთვის საკვების შეძენა, სახლების აშენება, ნაწილი თანხით კი ვეტერინართან ვიზიტი და აუცილებელი პროცედურები დაუფინანსდათ.თავის ოთხფეხა მეგობრებთან მოსულმა სტუმრებმა სპეციალური მენიუდან „დოგი ბეგებიც“ შეიძინეს, და ამით ერთი მხრივ, საკუთარ ცხოველებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით გაუმასპინძლდნენ, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმარნენ იმ მიუსაფარ ცხოველებს, ვისაც ზრუნვა ძალიან სჭირდება,“ - აღნიშნავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.
-
დღეის მდგომარეობით, უკვე საქართველოს 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები შეაჯამეს.
ალექსანდრე დარახველიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევები, ასევე, მათ საპასუხოდ საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები."ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ, ჩვენი ქვეყნის ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს იმ წესებს, რაც დადგენილია ამ შეთანხმებით, თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები, როდესაც ხდება გარკვეულ შემთხვევაში ვადების დარღვევა, ასევე, ადგილი აქვს უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევებს. სწორედ ამ გამოწვევებზე იყო შეხვედრის დროს საუბარი. ჩვენ დავსახეთ გეგმები თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ქალბატონ სახელმწიფო მდივანს ასევე გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია.მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეები ევროპის 19 ქვეყანაში ახორციელებენ თავიანთ მანდატს, ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციებს. ასევე, საქართველოს საზღვრებზე და აეროპორტებში აქტიურად მოქმედებს გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს ევროპაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის საქართველოს საზღვრებზე შემოწმებას და დღეის მდგომარეობით, უკვე საქართველოს 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში.უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნა არ არის ახალი პრობლემა. აღნიშნული პრობლემის წინაშე ჩვენი ქვეყანაც დგას. ბოლო 8 წლის განმავლობაში გაათმაგდა საქართველოში უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები.ჩვენ სრულად განვაახლეთ საქართველოს კანონმდებლობა და იგი დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან, რათა საქართველომ თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებაში სწორი და სამართლიანი პოლიტიკა აწარმოოს.შეხვედრის ფარგლებში, ქალბატონ სახელმწიფო მდივანთან დავსახეთ გეგმები, რა მიმართულებით შეიძლება ვითანამშრომლოთ ორივე სახელმწიფომ იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს ვადის დარღვევის შემთხვევები, ასევე, თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნის რაოდენობა", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. -
დაზღვევის თანაბარი სტანდარტი ყველა მოქალაქეს!
სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლება მხოლოდ დეკლარირებულ ღირებულებად არ უნდა დარჩეს.
„ოჯახს ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოეწურა,“ „ოპერაცია ათობით ათასი დოლარი ჯდება“... - პრაქტიკულად არცერთი საინფორმაციო გამოშვება არ მთავრდება საქველმოქმედო განცხადების გარეშე. ასევე ყოველდღე ჩნდება მსგავსი განცხადებები სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებთან დაკავშირებული განცხადებები. როგორც წესი, ასეთი განცხადების გავრცელებამდე პაციენტს უკვე მიღებული აქვთ სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა რადგან ამ რესურსს ლიმიტები აქვს და საკმარისი არ არის, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ახლობლებს დახმარების თხოვნა საზოგადოებისთვის უწევთ.
ასეთ განცხადებებს შორის ძალიან ბევრი ონკოლოგიურ დაავადებებს უკავშირდება. 2021 წლის მონაცემებით, ონკოლოგიური დაავადებები, გულსისხლძარღვთა სნეულებებისა და კოვიდის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ნომერ მესამე „მკვლელია.“ კოვიდის ყველაზე რთული ტალღა უკვე გადავლილია, სიმსივნეების შემთხვევები კი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალია. მართალია, მათ სიკვდილის მიზეზებს შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები უსწრებს, თუმცა მკურნალობის ღირებულების კუთხით სიმსივური დაავადებები გაცილებით დიდ და ხშირ შემთხვევაში კატასტროფულ დანახარჯებს უკავშირდება. ცხადია, არსებობს არაერთი იშვიათი დაავადება თუ ტრავმა, რომელთა მკურნალობა ასევე კოლოსალური თანხები ჯდება და საშუალო შემოსავლების მოქალაქისთვის ეს დაუძლეველი მდგომარეობაა.
ასეთი ვითარება წლებია, გრძელდება და მას დასასრულიც არ უჩანს. სახელმწიფო პერიოდულად ზრდის როგორც პროგრამების ჩამონათვალს, ისე არსებული პროგრამების დაფინანსებასა და არეალს, ასევე წარმატებით მუშაობს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარების „სოლიდარობის ფონდი,“ თუმცა მკურნალობა ხშირ შემთხვევაში იმდენად დიდ თანხებს უკავშირდება და იმდენ პაციენტს ეხება, რომ გაზრდილი თანხებიც საკმარისი არ არის და არც საქველმოქმედო განცხადებების რაოდენობა იკლებს.
წლებია, ამ პრობლემის სისტემური მოგვარების მიზნით არაერთი კვლევა და რეკომენდაციები მომზადდა, თუმცა შედეგი არ ჩანს. ამის მიუხედავად, ცვლილებების მოთხოვნამ აქტუალობა არ უნდა დაკარგოს, რადგან ექსპერტები თანხმდებიან და რეალობაც ამას აჩვენებს - საყოველთაო ჯანდაცვაში სისტემური, ძირეული რეფორმის დროა და მისი გადავადება პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს.
აღნიშნულ პრობლემებზე საუბრობენ სადაზღვევო კომპანიებშიც. ამ პრობლემებზე მიანიშნებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეც. სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ პირველი, ყველაზე მარტივად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა დაზღვევაზე „დაშენების“ უფლების მიცემა ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის. განმარტებისთვის აღვნიშნავთ, რომ დღეს მოქმედი სისტემით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენებს - უმწეოებს, ბავშვებსა და პენსიონრებს შეუძლიათ, საყოველთაო ჯანდაცვითაც ისარგებლონ და პარალელურად, კერძო სადაზღვევო პაკეტებიც შეიძინონ, რითიც დაზღვევის პირობებს მკვეთრად იუმჯობესებენ. თუმცა, თუ ადამიანი არცერთ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება და საშუალო შემოსავალი აქვს (1000 ლარზე მეტი) და კერძო დაზღვევის შეძენა სურს, საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებს. შედეგად, მაგალითად, როდესაც კერძო ორგანიზაცია საკუთარი თანამშრომლებისთვის კერძო დაზღვევას ყიდულობს, პენსიონერი თანამშრომლები კარგი ხარისხის დაზღვევას იღებენ (საყოველთაო+კერძო), არაპენსიონერი დასაქმებულები კი მხოლოდ კერძო დაზღვევის პირობებით ეზღვევიან, რაც პენსიოინრებთან შედარებით, ბევრად სუსტი პაკეტია. დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ესაა დისკრიმინაცია და ადამიანების „სორტირება,“ რაც არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება და ეს სისტემა შესაცვლელია. ამ დისკრიმინაციული მიდგომის გამოსწორებისთვის პირველ და ყველაზე მარტივ გზად ის დაშენების უფლების ყველა მოქალაქისთვის მინიჭებას მიიჩნევს.
„ეს არაა პანაცეა, მაგრამ არის ძალიან ადვილი და ხელის ერთი დაჭერით განსახორციელებელი ცვლილება,“ - აღნიშნავს ხეჩინაშვილი.
მეორე, ყველაზე რთული და სისტემური ეტაპი - ესაა უნივერსალური პაკეტის შემუშავება, რომელიც სავალდებულო უნდა იყოს. როგორც ხეჩინაშვილი ამბობს, ამ პაკეტზე უნდა შეთანხმდეს „ერი და ბერი“ - ექიმები, სახელმწიფო, სხვადასხვა დაავადებბის მქონე პაციენტების ასოციაციები და სადაზღვევო სექტორი. ეს უნდა იყოს ფართე შეთანხმების შედეგად განსაზღვრული, ესენციური სერვისების მომცველი პაკეტი.
იმის სადემონსტრაციოდ, რა პრობლემებს ქმნის მსგავსი პაკეტის არარსებობა, დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტს ონკოლოგიური სერვისები მოჰყავს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ყიდულობს საშუალო, 30-ლარიან პაკეტს, საყოველთაოსთან შედარებით ეს პაკეტი სუსტია, რადგან ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში მას უფინანსდება ქირურგია. საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შემთხვევაში კი თერაპიული კურსის დაფინანსებასაც მიიღებდა. სავალდებულო პაკეტის არსებობის შემთხვევაში კი ნებისმიერი ადამიანი მიიღებდა თანაბარ და უფრო სრულყოფილს სერვისებს იმის მიუხედავად, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარია თუ - კერძო დაზღვევის.
მნიშვნელოვანია, რომ ამ, უნივერსალური პაკეტის გაუმჯობესების უფლება ნებისმიერ ადამიანს და ასევე სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს. სახელმწიფოს შეუძლია, ყველაზე უმწეო მოქალაქეებს გაუმჯობესებული სერვისები დაუმატოს, კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ, მომხმარებელს დამატებითი პირობები შეთავაზონ და ამით დაზღვევის პირობები გააუმჯობესონ.„საყოველთაობა ნიშნავს ნებისმიერი მოქალაქის წვდომას შეთანხმებულ, კრიტიკულად მნიშვნელოვან სერვისებზე. ეს დაამთავრებს იმ პრაქტიკას, როდესაც, მძიმე დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ადამიანს უწევს დახმარების თხოვნა, „ჩალიჩი,“ ასოციაციები კი ცდილობენ, მთავრობაში ლობირება გაუწიონ სწორედ მათი სფეროს სერვისების დაფინანსებას,“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით, მსგავსი პაკეტის შინაარსსა და ფინანსურ მხარეზე შეჯერება ურთულესი პროცესია, მაგრამ პრობლემის სისტემური მოგვარების სხვა გზა არ არსებობს. მართალია, ამ პაკეტის მანდატორული ხასიათი ფინანსური ვალდებულების დაკისრებას ნიშნავს, თუმცა ადამიანებმაც და სახელმწიფომაც უნდა გაიაზრონ, რომ ასეთი მოწყობის გარეშე დანახარჯები გაცილებით მეტია. ცხადია, ხეჩინაშვილი ამ კონტექსტში პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რათა ადამიანებს სწორედ ამბულატორიულ, საწყის დონეზე გამოუვლინდეთ დაავადებები და არა - გართულებულ სტადიაზე.
ამ კონტექსტში დაზღვევის ასოციაციის პრეზიდენტი იხსენებს დასავლეთში არსებულ პრაქტიკას, როდესაც, მაგალითად, ადამიანს ონკოლოგიური დაავადებებისგან არ აზღვევენ, თუ მას სკრინინგი არ აქვს გავლილი.
დევი ხეჩინაშვილის თქმით, საქართველოში ასეთი პრაქტიკის დანერგვა რთული არ იქნება, რადგან სახელმწიფოს სკრინინგის პროგრამები აქვს, რომლებშიც, სამწუხაროდ, მოქალაქეების დიდი ნაწილი არ იღებს მონაწილეობას.
დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ დაზღვევა არის კულტურის ნაწილი და ადამიანებმა უნდა გაიაზრონ შემდეგი რამ: დაზღვევა არის მომავალში შესაძლო რისკების მაქსიმალური გათვალისწინება და არა დაგეგმილი პროცედურების (მაგალითად, სტომატოლოგია ან მედიკამენტების შეძენა) მიღების მიზნით წინასწარ გადახდილი თანხა. თუმცა, ხეჩინაშვილი სავალდებულო დაზღვევის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ, მაგალითად, მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით 30-40 მილიონი ლარის დაზოგვას გამოიწვევდა. ეს კი ის თანხაა, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ძვირადღირებული დაავადებების დასაფინანსებლად გამოიყენოს. დაზოგვის პრინციპი იმუშავებს ჯანმრთელობის ერთიანი, სავალდებულო პაკეტის შემოღების შემთხვევაშიც. დევი ხეჩინაშვილის თქმით, დამსაქმებელს ან უშუალოდ პაკეტით მოსარგებლეს რომ მძიმე ფინანსური წნეხი არ დააწვეს, შესაძლოა განხილულ იქნას სხვადასხვა საგადასახადო შეღავათი. თუმცა ამ პირობებშიც კი, სახელმწიფოს მიერ დაზოგილი თანხები იქნება სოლიდური და მათი მიმართვა შესაძლებელი გახდება უფრო მეტად მიზნობრივად. ხაზგასასმელია, რომ სავალდებულო დაზღვევა გავრცელდება არა მხოლოდ დასაქმებულზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზეც, რაც უდიდესი სოციალური ეფექტის მომტანი ცვლილება იქნება.
კითხვაზე - წლებია, ამ თემაზე მიდის საუბარი, მაგრამ სისტემური ცვლილების დაწყებაზე სახელმწიფო ჯერ არც კი საუბრობს და რა პერსპექტივა აქვს ამ საკითხის მოგვარებას? - დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ახლა საკითხი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, აუცილებელია, ფინანსთა სამინისტრომ დაითვალოს, თუ რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ჯანდაცვაზე - არა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის, არამედ სხვადასხვა დონეზე არსებული პროგრამების ფარგლებში, რათა ამ მაჩვენებელს დაეყრდნოს უნივერსალური პაკეტის პირობები და მისი ამოქმედების გადაწყვეტილება.
დევი ხეჩინაშვილს მოყავს სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რამდენად შორსაა ქართული სადაზღვევო სისტემა განვითარებული ქვეყნების სისტემებისგან: ჩვენს ქვეყანაში დაზღვევა საჭიროებების მხოლოდ 40%-ს ფარავს. მასში არ შედის, მაგალითად, რეაბილიტაცია და მოვლა, რაშიც ადამიანებს კოლოსალური თანხების გადახდა უწევთ. სავალდებულო პაკეტის მოქმედების შემთხვევაში კი ეს საკითხიც მნიშნელოვნად წინ წაიწევდა.
ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღევისა და უნივერსალური პაკეტის შემოღებაზე საუბარი წლებია მიმდიანრეობს, თუმცა ამ თემის აქტუალიზაციის ინიციატორი, სამწუხაროდ, სახელმწიფო არ არის მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილების ვალდებულება თავად სახელმწიფოს აქვს აღებული: საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის სწორედ ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას ითვალისწინებს.
უდავო ფაქტია, რომ დაზღვევა საზოგადოების სოციალური დაცვის მძლავრი ინსტრუმენტია. განვითარებული მსოფლიოს გამოცდილებამ აჩვენა, რომ უნივერსალური, სავალდებულო პაკეტი არის ქმედითი იარაღი, რომ ჯანდაცვა რეალურად საყოველთაო იყოს და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლება მხოლოდ დეკლარირებულ ღირებულებად არ დარჩეს.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...