დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2023 13:05
2023 წლის 11 აპრილს რონდელის ფონდმა საქართველოში რუმინეთის საელჩოსთან თანამშრომლობით უმასპინძლა დისკუსიას თემაზე „სამი ზღვის ინიციატივა და საქართველო: პერსპექტივები და გამოწვევები“.
დისკუსიის მიზანი იყო „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმის გაფართოება და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
დისკუსიას უძღვებოდა რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი ალექსი პეტრიაშვილ. მონაწილეობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, კიევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვიქტორია ვდოვიჩენკო, რუმინეთის ელჩი საქართველოში რაზვან როტუნდუ, ლიტვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე და პოლონეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი უფროსი ანალიტიკოსი არკადიუშ ლეგიჩი.
აღსანიშნავია, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა „სამი ზღვის ინიციატივა“, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ესწრაფვიან, კერძოდ, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის და ამდენად ბუნებრივია საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოს, ამ ინიციატივაში მონაწილეობის ინტერესი. უფრო მეტიც, ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იგეგმება საქართველოს ჩართვა. ეს იქნება რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს შავი ზღვისა და ადრიატიკის ზღვის წევრ ქვეყნებს, ხოლო სამომავლოდ იგულისხმება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.
დისკუსიაში მონაწილეებმა ისაუბრეს რას მოიცავს „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმა და როგორია მასთან უფრო აქტიურად თანამშრომლობის გზები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ხაზი გაესვა ამ პლატფორმის მნიშვნელობის გაზრდას 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.
დისკუსიაში მონაწილე რუმინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბუქარესტში გაიმართება მორიგი სამიტი და იმედი გამოთქვა, რომ მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და საქართველოს წარმომადგენლები; ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მომავალ წელს იქნება თავმჯდომარე ქვეყანა და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რაც შეიძლება ნაკლებად იმოქმედოს რუსეთის ფაქტორმა. პოლონელმა ექსპერტმა ილაპარაკა პლატფორმის სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობასა და მისი ამ მიმართულებით განვითარების ასპექტებზე, ხოლო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის აუცილებლობაზე.
მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა თავად „სამი ზღვის ინიციატივის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მასში საქართველოს ინტეგრირების პერსპექტივების განხილვის თვალსაზრისით.
რონდელის ფონდი
წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • CU-ის ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის
    CU-ის ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია აბიტურიენტებისთვის!
    შეხვედრის დაწყებამდე მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, არსებულს პროგრამებს და იმ შესაძლებლობებს, რასაც CU მათ სთავაზობს
    საინფორმაციო შეხვედრის შემდგომ, აბიტურიენტებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია ერთობლივი პროგრამების შესახებ, ასევე შეხვდნენ სკოლების დეკანებს
    ერთობლივი პროგრამებია:
    ბიზნესის ადმინისტრირება რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად (საფრანგეთი)
    კიბერუსაფრთხოება ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად (აშშ)
    კომპიუტერული მეცნიერება ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ)
    მასპინძლობის მენეჯმენტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ)
    პროგრამები შესაძლებლობას იძლევა: ისწავლო 3 წელი; მიიღო ორი უნივერსიტეტის დიპლომი; ისწავლო საზღვარგარეთ; ისწავლო სპეციალობებზე, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
  • IBSU-ში მადლიერების დღე აღინიშნა!

    ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.

    ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

    სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.

  • თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა
    თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა.
    ქართული ენის კულტურის ცენტრი სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქართველ მწერლების შემოქმედებასა და საქართველოს ისტორიას გაეცნონ.
    აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნები გუმუში, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორ-მასწავლებლები და DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
    ბატონმა ოსმანმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული კაბინეტის გახსნაში, მიულოცა და წარმატებები ისურვა.
    #რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი
    # ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება
    #ქართული ენის კაბინეტი
     
    17 Kasım 2023 tarihinde, Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi’nde Şota Rustaveli Gürcü Dili Bölüm Kitaplığı Açılış etkinliği gerçekleştirildi.
    Gürcü Dili Bölüm Kitaplığı öğrencilerin Gürcü yazarların eserleri ve Gürcistan tarihi hakkında bilgi edinmelerine olanak sağlanacak.
    Etkinliğe Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi Rektör Yardımcı Prof. Dr. Nebi GÜMÜŞ, Gürcistan'ın Trabzon Başkonsolosu Sayın Nilkoloz Iashvili, Gürcistan'daki farklı yüksek öğretim kurumlarının rektörleri ve DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze katıldılar.
    Osman Bey, üniversitenin akademik personelini ve Gürcü Dili Bölüm Kitaplığı açılışında emeği geçen herkesi tebrik ederek başarılar diledi.
    #Recep Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi
    #RTEÜ Gürcü Dili ve Edebiyatı Bölüm Başkanlığı
    #Gürcü Dili Topluluğu
  • თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ეთნოგრაფიული მუზეუმის დამფუძნებელს შეხვდა
    2023 წლის 17 ოქტომბერს DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ეთნოგრაფიული მუზეუმის "ბორჯღალოს" დამფუძნებელს ქემალ თურმანიძეს ეწვია.
    ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო ბათუმში ვიზიტორებს სთავაზობს განსხვავებულ გარემოს, ღია და დახურულ სივრცეებს და საკუთარ ჩანჩქერს.
    მუზეუმში წარმოდგენილია აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები, ხალხური რეწვის დარგები, აგრარული მეურნეობა, ყოფითი ცხოვრება.
    თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.
  • IBSU-ს ახალი მფლობელები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი მფლობელები, კახა შენგელია და გია კავთელიშვილი დღეს IBSU-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. 

    როგორც შეხვედრაზე IBSU-ს ახალმა რექტორმა, კახა შენგელიამ აღნიშნა, IBSU შეინარჩუნებს თავის ბრენდს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მენეჯმენტს.

    შენგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IBSU გაძლიერდება და კიდევ უფრო გაიზრდება მისი საერთაშორისო ცნობადობა, ჩამოვა უფრო მეტი უცხოელი სტუდენტი, შეიქმნება ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ინჟინერიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური, და ჰუმანიტარული მიმართულებებით.

    IBSU-ს ერთ-ერთი მფლობელის, გია კავთელიშვილის თქმით, იგი მოხარულია, რომ მის მეგობარ და პარტნიორ კახა შენგელიასთან ერთად უნივერსიტეტის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს.

    როგორც ყოფილმა რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა შეხვედრაზე აღნიშნა, უნივერსიტეტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

    “მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ახალი მენეჯმენტითა და ხედვებით გაცილებით გაძლიერდება და განვითარდება”, განაცხადა ბაირაქთუთანმა. 

    2 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, IBSU-ს მფლობელები გახდნენ "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი კახა შენგელია და "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" (სეუ) რექტორი გია კავთელიშვილი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური