ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2023 08:11

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: ეკონომიკური პროგრესის გარეშე, არ არსებობს ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მომავალი. უსამართლო, არასანდო მართლმსაჯულების სისტემა არის აბსოლუტური მუხრუჭი ქვეყნის პროგრესის, მათ შორის, ეკონომიკური პროგრესის გზაზე. უვარგის სასამართლოს ემატება სისტემური კორუფცია, რის დამადასტურებელი ფაქტებიც არამხოლოდ ქართულ საზოგადოებას გააჩნია.

როგორც ჩანს, პროცესები მართლმსაჯულების სისტემაში იმგვარად ვითარდება, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სასამართლო სისტემის გარანტირებულად გაჯანსაღებისთვის რადიკალური ქირურგიული ჩარევა დაგვჭირდება. ამის მაგალითი არსებობს ალბანეთში, სადაც სასამართლო კორპუსი ფაქტობრივად მთლიანად გადახალისდა და მოისპო სასამართლოზე ზეგავლენის ბერკეტები. ამით სისტემა რეალურად დამოუკიდებელი გახდა და მას შეუძლია ბრალი წაუყენოს ქვეყნის პრემიერს, ნებისმიერ მაღალჩინოსანს. ეს დღეს საქართველოში წარმოუდგენელია, რადგან სასამართლო ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება!", - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხულია 164 ჯერ

Related items

  • საფრანგეთში სახის ამოცნობის პროგრამა არალეგალურად გამოიყენება

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები 2015 წლიდან არალეგალურად იყენებენ Briefcam-ის სახის ამოცნობის პროგრამას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    ფრანგული საგამოძიებო საიტი Disclose-ი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ფარულად შეიძინა სახის ამოცნობის პროგრამა ისრაელის კომპანია Briefcam-ისგან 2015 წელს.

    ეროვნული პოლიციის დეპარტამენტის შიდა კორესპონდენციისა და Disclose-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, პოლიცია წლების განმავლობაში იყენებდა Briefcam-ის პროგრამულ უზრუნველყოფას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვალი დახუჭა კანონის ამ დარღვევაზე.

    კვლევის საიტზე ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონით გზა გაუხსნა იმ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აქამდე მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში იყო დაშვებული, ბევრად უფრო ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა.

    Disclose-ის თანახმად, ეს კანონი უშიშროების ძალებს უხსნის კარს, პროგრამა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც გამოიყენონ.

    შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად, სამართალდამცავების მიერ ბიომეტრიული იდენტიფიკაციისა და სახის ამოცნობის ტექნიკის გამოყენება აკრძალულია განსაკუთრებული შემთხვევების გარდა.

  • კახა ოქრიაშვილი: საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
    საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.
    პირველი და უმთავრესი - ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს - ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.
    მეორე - დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალებს“ 20 %, ყველა დანარჩენი პარტია კი - ბარიერს მიღმა დატოვა.
    ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40 %-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“, გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან,
    5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.
    ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს - აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი: „ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ეს წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
    "გუშინ რუსმა ოკუპანტებმა მოგვიკლეს კარგი პატრიოტი ქართველი, თამაზ გინტური. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, სრულიად „ქოცბანდამ“ ეს ამბავი არა რუსებს, არამედ წინა ხელისუფლებას დააბრალა - მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთო. ასეთივე მძიმე მემკვიდრეობა მიიღო წინა ხელისუფლებამ წინისგან და ასე მოვდივართ ერეკლე მეფის დროიდან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრეც.
    მთავარია ის, რომ უკვე მეთერთმეტე წელია, „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და ჩვენი ხალხის დასაცავად, გარდა უშედეგო მცდელობებისა, „შეუძვრეს“ ოკუპანტ ქვეყანას და მათ საამებლად აგინოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპას და ამერიკას, შემდეგ კი ყველაფერი ისევ წინა ხელისუფლებას დააბრალოს. „ოცნება“ ისეთ უღირს კაცს დაემსგავსა, ქუჩაში რომ ყველა ერევა და გაბრაზებული სახლში ჯავრს საკუთარ ცოლ-შვილზე იყრის.
    „ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ქოცობა წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამ მდგომარეობითაა გამოწვეული, რომ მოჭარბებულ აგრესიას ავლენენ საკუთარი ხალხის და განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ.
    „ქოცობა“ ტეხავს!", ნათქვამია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი - „ნეტა, პატარა კაცები იყვნენ - რუსეთის აგენტურა მართავს ქვეყანას!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსული ოცნების“ მენეჯმენტს „პატარა კაცები“ უწოდა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, ჩვენ გაგხადეთ პრეზიდენტი და არ ვართ პატარა კაცებიო.

    რა პატარა კაცები ?! მტერი, რუსეთის აგენტურა შემოგვეპარა ხელისუფლებაში. ნეტა, პატარა კაცები იყვნენ - ხელისუფლებაში რუსეთის აგენტურა გვიზის და მართავს ქვეყანას.
    მალე ქართველი ხალხი ამ აგენტებს ბოლოს მოუღებს!„. - ნათქვამია განცხადებაში.
  • თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება.

    მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.
    ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს, პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.
    მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური