ცხადდება მედიაკომპანიაში ინგლისურენოვანი რეპორტიორის ვაკანსია!
ჩვენ ვართ თბილისში დაფუძნებული უცხოური საინფორმაციო სააგენტო, რომელიც აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთზე, ინგლისურენოვანი რეპორტიორისთვის.
მოთხოვნები ნახევარ განაკვეთზე ინგლისურენოვანი რეპორტიორი კანდიდატებისთვის შემდეგია:
1. უნდა ჰქონდეს კოლეჯის/უნივერსიტეტის ხარისხი ან მეტი
2. უნდა მუშაობდეს ინგლისურენოვან რეპორტიორად ან რედაქტორად ადგილობრივ მედია-კომპანიაში
3. უნდა ჰქონდეს ინგლისურ ენაზე ახალი ამბების წერის უნარი.
4. ანაზღაურება განხორციელდება შეთანხმების საფუძველზე.
კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე პერსონალური ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING
Related items
-
ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატები დაასახელა
საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა.
ოპოზიციამ თბილისის ექვსი მაჟორიტარული ოლქისთვის კანდიდატების შეთანხმებული სია დაასახელა.
კერძოდ, ოპოზიციამ თბილისის ოლქებში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:
მთაწმინდა – შალვა შავგულიძე
სამგორი – ლევან ხაბეიშვილი
ვაკე – ელენე ხოშტარია
გლდანი – ნიკა მელია
ისანი – გიორგი ვაშაძე
ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი.
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში.
-
კლასტერპოლის შედეგები გასაჯაროვდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრი” 28 ოქტომბერს ახორციელებდა პარალელურ დათვლას საქართველოში განთავსებულ 277 უბნის დათვლას კლასტრული დთვლის მეშვეობით.
სულ დათვლის პროცესში დამუშავდა 201 364 ამომრჩევლის მონაცემი
დათვლის შედეგები, რომლებიც ასახავდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების ელექტორალურ მხარდაჭერას შემდეგნაირად გადანაწილდა :
48 სალომე ზურაბიშვილი- 43,42 %
5. გრიგოლ ვაშაძე- 35 %
2. დავით ბაქრაძე- 9.95%
10. შალვა ნათელაშვილი-3, 64 %
36. ზურაბ ჯაფარიძე- 1,72 %
25. დაით უსუფაშვილი- 1, 51%
კლასტერული შერჩევის ცდომილება არ აღემატება 0,5+ %
-
გიორგი მარგველაშვილი: "მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი"
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი.
"მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც მრავალი საუკუნის საოცარი, გმირული ისტორია აქვს. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს - ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. -
2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.
როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12-ე დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.
21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე; აქედან, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ პარტიას, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს - მათ, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის უარის შესახებ განკარგულებები უფლებამოსილი პირების მიერ არ გასაჩივრებულა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
-
ახალი ამბების პროგრამა რეკლამით 30 წუთში ერთხელ შეწყდება
2016 წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-13 პუნქტი, რომლის თანახმად, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი რედაქციით, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყვეტილიყო არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...