კახა ოქრიაშვილი: „ინფლაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა არის მინუსში“!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 აპრილი 2023 15:47
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: დღეს, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა არის 4,5 % და 2024 წელს, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 5 %. ასევე, გამოქვეყნდა 2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი  - 6 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან, ამიტომ არ აქვს ამ ქვეყანას პერსპექტივა.

ჩვენნაირ ქვეყანას, პროგრესული, სამართლიანი მთავრობის პირობებში, ყოველწლიურად, ორნიშნა - 10 და მეტპროცენტიანი  ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. დღევანდელი მოცემულობა არის „ოცნების“ ათწლიანი მმართველობის და ქვეყნის ერთპიროვნული მიტაცების შედეგი. ბიზნესის მიმართ მტრული დამოკიდებულება (ანაკლიის პორტი, ნამახვან-ჰესი და ა.შ.), კორუფცია, კონკურენციის შეზღუდვა, სახელისუფლო ბიუროკრატიული წნეხი, ნდობადაკარგული სასამართლო, სადაც სამართალს ვერ იპოვი, მით უმეტეს დროულად - ეს ჩამონათვალი და მრავალი სხვა, არის ეკონომიკის პროგრესის, ე.ი. ჩვენი ქვეყნის განვითარების მტერი.

ვისურვებდი, მომავალში, საქართველოს ჰყავდეს არა ისეთი მთავრობები, როგორიც გვყავდა წარსულში და გვყავს დღეს, არამედ ისეთი, როგორიც ჰყავს მაგალითად ესტონეთს - ჩვენსავით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას,  რომლის მშპ საქართველოს იდენტური იყო და დღეს, ესტონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ 1990 წელს საქართველოსა და ესტონეთში ერთი და იგივე პროფესიის ადამიანებს ჰქონდათ ერთნაირი ხელფასი, დღეს კი ესტონელს 5,5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ქართველს. ხომ მოახერხეს ესტონელებმა?! ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია!     

ჩვენ გვჭირდება და გვეყოლება ახალი, პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა. შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

წაკითხულია 504 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
    საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.
    პირველი და უმთავრესი - ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს - ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.
    მეორე - დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალებს“ 20 %, ყველა დანარჩენი პარტია კი - ბარიერს მიღმა დატოვა.
    ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40 %-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“, გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან,
    5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.
    ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს - აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • კახა ოქრიაშვილი: „ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ეს წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 
    "გუშინ რუსმა ოკუპანტებმა მოგვიკლეს კარგი პატრიოტი ქართველი, თამაზ გინტური. პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, სრულიად „ქოცბანდამ“ ეს ამბავი არა რუსებს, არამედ წინა ხელისუფლებას დააბრალა - მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთო. ასეთივე მძიმე მემკვიდრეობა მიიღო წინა ხელისუფლებამ წინისგან და ასე მოვდივართ ერეკლე მეფის დროიდან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრეც.
    მთავარია ის, რომ უკვე მეთერთმეტე წელია, „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, რომელიც არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად და ჩვენი ხალხის დასაცავად, გარდა უშედეგო მცდელობებისა, „შეუძვრეს“ ოკუპანტ ქვეყანას და მათ საამებლად აგინოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპას და ამერიკას, შემდეგ კი ყველაფერი ისევ წინა ხელისუფლებას დააბრალოს. „ოცნება“ ისეთ უღირს კაცს დაემსგავსა, ქუჩაში რომ ყველა ერევა და გაბრაზებული სახლში ჯავრს საკუთარ ცოლ-შვილზე იყრის.
    „ქოცობა“ პარტიის წევრობას აღარ ნიშნავს, ქოცობა წაკუზულ-მონური შინაგანი მდგომარეობაა და სწორედ ამ მდგომარეობითაა გამოწვეული, რომ მოჭარბებულ აგრესიას ავლენენ საკუთარი ხალხის და განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ.
    „ქოცობა“ ტეხავს!", ნათქვამია განცხადებაში.
  • ჩინეთის ეკონომიკა გაუმჯობესებას განაგრძობს, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო

    10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი „სარტყლისა და გზის" ინიციატივით გამოვიდა. 2023 წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გარე ზეწოლის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა გაუმჯობესებას განაგრძობს.

    მზად ვართ, „სარტყლისა და გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის მე-3 ფორუმის" მნიშვნელოვანი პლატფორმის საშუალებით, აქტიურად შევუწყოთ ხელი მსოფლიოს განვითარებას და „კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" ჩამოყალიბებას.

    ჩინეთის ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურობას და განაგრძობს გაუმჯობესებას

    სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის აღდგენის ტენდენცია. 2023 წლის პირველ ნახევარში, ჩინეთის მშპ 5.5%-ით გაიზარდა, რაც აშკარად აღემატება 2020-2022 წწ. პანდემიის პერიოდის წლიური საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, დადგენილ ნორმაზე მაღალი მრეწველობა - 3.9%-ით, მომსახურების სფეროში წარმოების ინდექსი - 8.1%-ით, სამომხმარებლო საქონლით საცალო ვაჭრობა - 7.0%-ით გაიზარდა და ამ უკანასკნელმა 30.2281 ტრილიონი იუენი შეადგინა.

    გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესის შეფერხების ფონზე, ჩინეთის ეკონომიკური მიღწევები განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩინეთის ეკონომიკამ დიდი გამძლეობა და უზარმაზარი პოტენციალი გამოავლინა, რაც ძლიერ სტიმულს ქმნის გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის.

    ჩინეთი საგარეო ვაჭრობაში წამყვანი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. ბოლო წლებში, შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების ლოკალიზაციას, საზღვრებთან ახლოს გადმოტანას, ალიანსების ფორმირებასა და რისკების შემცირებას, რამაც დარტყმა მიაყენა ჩინეთის სამრეწველო ჯაჭვებსა და საგარეო ვაჭრობას.

    უნებლიეთ იბადება კითხვა: ჩინეთს ისევ აქვს „მსოფლიო ქარხნის" სტატუსი"? მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გლობალური მოთხოვნის შემცირების ფონზე, აშშ დოლარში დენომინირებული ჩინური საქონლის ექსპორტი შემცირდა, თუმცა, ჩინეთში გაცილებით უკეთესიმდგომარეობა იყო, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. 2022 წელს, საქონლის გლობალურ ექსპორტში ჩინეთის წილმა 14.4% შეადგინა, მაშინ როცა წამყვანმა განვითარებულმა ეკონომიკებმა კლება განიცადეს. ამ წლის პირველ ნახევარში, ჩინეთიდან საქონლის ექსპორტი 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14% შეადგინა. ჩინეთი საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. საგარეო ვაჭრობის განვითარებას კარგი პერსპექტივა აქვს.

    სტაბილურად ვინარჩუნებთ მაღალი ხარისხით განვითარებას. ჩინეთის ეკონომიკა ზრდის სწრაფი ტემპიდან - მაღალი ხარისხით განვითარების სტადიაზე გადავიდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ინვესტიციები 11.3%-ით გაიზარდა, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და მომსახურების დარგში განხორციელებული ინვესტიციები შესაბამისად 11.2%-ით და 11.5%-ითგაიზარდა. იანვარ-აგვისტოში, განახლებად ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები 39.2%-ით გაიზარდა.

    წლის პირველ ნახევარში, ჩინეთიდანლითიუმის და მზის ბატარეების და ელექტროავტომობილების ექსპორტი 61.6%-ით გაიზარდა. „მწვანე მრეწველობამ" კარგი დინამიკა აჩვენა და ექსპორტის ზრდაში ახალ ნათელ წერტილად იქცა.ჩინეთი აგრძელებს საკუთარი ინოვაციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ხელს უწყობს„მწვანე ტრანსფორმაციის" დაჩქარებას, მაღალი ხარისხით განვითარება დადებით სტიმულს იძლევა.

    „სარტყლისა და გზის" ინიციატივამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო, რასაც მთელი მსოფლიოსთვის მოაქვს სარგებელი

    „სარტყლისა და გზის" ინიციირებიდან ათი წლის თავზე, იგი გლობალურ საჯარო სიკეთედ ჩამოყალიბდა. მართალია, იგი ჩინეთის თაოსნობით შეიქმნა, მაგრამ მხარეების ერთობლივი ჩართულობით ხორციელდება. თავისი მაღალი სტანდარტებით, მდგრადობითა და სარგებლით, მან მსოფლიოს ქვეყნების სამ მეოთხედზე მეტი და 32 საერთაშორისო ორგანიზაცია მიიზიდა, რამაც იგი საერთაშორისო თანამშრომლობის ყველაზე პოპულარულ პლატფორმად აქცია.

    ათი წლის განმავლობაში, ინიციატივის მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონებში მრავალი თანამშრომლობის პროექტი განხორციელდა. ამან ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარებასა და ხალხის საარსებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. 2013-2022 წწ. ჩინეთსა და ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მოცულობის ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა დაახლოებით 8%, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 397.9 მილიარდი იუენი შეადგინა, ადგილობრივ დონეზე 421 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, 3000-ზე მეტი თანამშრომლობის პროექტი განისაზღვრა, 40 მილიონამდე ადამიანმა სიღარიბეს თავი დააღწია.

    მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთსა და ინიციატივის ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარტნიორ ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტის მოცულობა 3.6%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი საგარეო ვაჭრობის ზრდის ტემპს აღემატება. ჩინეთი მტკიცედ აგრძელებს საგარეო გახსნილობის პოლიტიკას, საკუთარი განვითარებითსტიმულს აძლევს მთელი მსოფლიოს განვითარებას. სრულიად დამსახურებულად, იგი გლობალური განვითარების კონტრიბუტორად და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ინიციატორად ჩამოყალიბდა.

    ამ წლის 17-18 ოქტომბერს, პეკინში რიგით მესამე „სარტყლისა და გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი" გაიმართება. ღონისძიების გახსნაზე პრეზიდენტი სი ძინფინგი ძირითად მოხსენებას გააკეთებს. ფორუმის მთავარი თემაა „მაღალი ხარისხის „სარტყლისა და გზის" თანამშრომლობა - საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის".

    ეს საზეიმო ღონისძიება ინიციატივის მე-10 წლისთავს ეძღვნება. „სარტყელი და გზა" კიდევ ერთხელ მთავარ ფოკუსში მოექცევა. ფორუმის მონაწილეები „სარტყლისა და გზის" თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. ეს იქნება ახალი თავი აბრეშუმის გზის ისტორიაში საერთო განვითარებასა და ურთიერთსარგებელზე.

    ჩინეთსა და საქართველოს შორის „სარტყლისა და გზის" ფარგლებში თანამშრომლობას ფართო პერსპექტივა აქვს

    საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „სარტყლისა და გზის" ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამასთან, იგი პირველია ევრაზიის რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა აქვს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობა ეკონომიკასა და ვაჭრობაში მუდმივად იზრდება. მას შემდეგ, რაც 2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩინეთი გახდა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი.

    ბოლო ათი წლის განმავლობაში, არა ერთი ჩინელი ინვესტორიშემოვიდა საქართველოში. ჩინურმა მხარემ ჯამში 800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები განახორციელა. ორმხრივი თანამშრომლობა ინდუსტრიული პარკების, ფინანსების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში სულ უფრო ღრმავდება.

    ჩინეთი ხელს უწყობს საქართველოში ვაჭრობის, ლოგისტიკის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ენერგორესურსების გადამუშავების და სხვა დარგების განვითარებას. ჩინურმა კომპანიებმა ჯამში 300-ზე მეტი კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზები და 40-ზე მეტი კილომეტრის სიგრძის რკინიგზა დააგეს, რაც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარა. ჰუალინგ ჯგუფი მთავარი ჩინური ინვესტორია საქართველოში, რომლის ჯამური ინვესტიციები 600 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

    ჰუალინგის მიერ შეიქმნა სპეციალური ეკონომიკური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. იგიყოველწლიურად 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტის სტიმულირებას ახდენსჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. კომპანიაში ადგილობრივად დასაქმებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. ეს „სარტყლისა და გზის" ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია.

    იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ „სარტყლისა და გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის მე-3 ფორუმით" შექმნილი მარჯვე მომენტის გამოყენებას, რათა ქართულ მხარესთან ერთად დავგეგმოთ და წინ წავწიოთ „სარტყლისა და გზის" ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობა და ხელი შევუწყოთ „შუა დერეფნის" განვითარებას, ორი ერის საკეთილდღეოდ და ჩინურ-ქართული ურთიერთობების ახალ საფეხურზე ასასვლელად.

    საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითი საქმეთა რწმუნებული - სსუი ხაიჭენგ

    წყარო: https://resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=190879&fbclid=IwAR01xnD8HLvNl6nQw0uEuAin8BL0f9TAyqyLgPrQ6iV5DeNRqFDezhkv3Wg

  • კახა ოქრიაშვილი - „ნეტა, პატარა კაცები იყვნენ - რუსეთის აგენტურა მართავს ქვეყანას!“

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსული ოცნების“ მენეჯმენტს „პატარა კაცები“ უწოდა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, ჩვენ გაგხადეთ პრეზიდენტი და არ ვართ პატარა კაცებიო.

    რა პატარა კაცები ?! მტერი, რუსეთის აგენტურა შემოგვეპარა ხელისუფლებაში. ნეტა, პატარა კაცები იყვნენ - ხელისუფლებაში რუსეთის აგენტურა გვიზის და მართავს ქვეყანას.
    მალე ქართველი ხალხი ამ აგენტებს ბოლოს მოუღებს!„. - ნათქვამია განცხადებაში.
  • თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: როგორც „რუსული ოცნება“ აცხადებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმიტომ წამოიწყეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ მრავალჯერ გადაიწერა და მას შეიძლება „კობახიძის კონსტიტუციაც“ ეწოდოს, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება.

    მაშ, რა არის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი ?! „რუსულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და რადგან პრეზიდენტ ზურაბიშვილს არ ენდობა და ხედავს რისკს, რომ ის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გაყალბებულ არჩევნებს თავის სახელს დაარქმევს, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დელეგიტიმაციას ნიშნავს, ამიტომაც გამოუცხადეს ბრძოლა.
    ვითომ ოპოზიციური და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმების გარეშე, იმპიჩმენტი ვერ შედგება. იმედი მაქვს, პარლამენტის არცერთი დამოუკიდებელი და რეალურად ოპოზიციონერი წევრი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის უკანონო იმპიჩმენტს.
    მართალია, პროცედურა ფარული კენჭისყრით ტარდება, მაგრამ თუ ოპოზიციიდან ვინმე გაიყიდება და ქვეყნის ღალატს ხელს იმ იმედით მოაწერს, რომ მისი, როგორც ერის გამყიდველის ვინაობა არ გამჟღავნდება, ძალიან ცდება!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური