Air Astana ზაფხულის განრიგზე გადადის!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 31 მარტი 2023 16:16

ავიაკომპანია Air Astana ზაფხულის პერიოდიდან თბილისისა და ალმა-ათის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შესრულებს. ასევე ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ბათუმი-ალმა-ათი და თბილისი-ასტანას მიმართულებით.

ყაზახურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ავიარეისები ბათუმსა და ალმა-ათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა.

თბილისსა და ასტანას შორის კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით.

„Air Astana“ ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

წაკითხულია 176 ჯერ

Related items

  • ბათუმის სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

    დღეიდან ბათუმი ორი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაში წელს 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. მათი უმრავლესობა ქართულია, რაც გამოფენაზე მყოფი  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით სამშენებლო ინდუსტრიაში ქართული პროდუქციის წილის ზრდაზე მიუთითებს. გამოფენის მთავრი მიზანიც სწორედ  ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისის პოპულარიზაციაა.

    გამოფენის სტუმრებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქტიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე სხვადასხვა სახის შეთავაზებები. სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა  სპორტის სასახლეში იმართება.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა  და უძრავი ქონების მე-12  საერთაშორისო  გამოფენა -  „Batumi Build -2023-ის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

    კომპანია „GEONET EXPO-ს“ ორგანიზებულ  ტრადიციულ გამოფენას ბათუმის „სპორტის სასახლე“ მასპინძლობს და 80-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი.

    გამოფენის მიზანი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება-დამყარებაა.

    ოფიციალურ გახსნას ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120738?fbclid=IwAR2OvmA_VIYDIPH6neAlwk6XBD0IF1ZY5sggdYZ4DHpf4N8UIeRGjvrMy24

  • სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება

    ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

    გამოფენა უკვე მეთორმეტედ იმართება და წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. სამზადისი ასათიანის ქუჩაზე მდებარე  სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს.

    მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე შეთავაზებები. ორგანიზატორები  ფასდაკლებებს გვპირდებიან.

    გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ასევე ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120678?fbclid=IwAR0ESaYt3zfgIHiho20Zkz8uXkMezoAcot_u7yTPLp52f-dT7pzXCwlQ8SE

  • VIDEO: პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა!

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი პირი: 1967 წელს დაბადებული მ.შ., 1966 წელს დაბადებული გ. ქ., 1988 წელს დაბადებული ი. ქ. და 1990 წელს დაბადებული ა.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
    დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ს. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი- სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
    ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.
     

  • ფეხბურთი: საქართველო 1:1 ნორვეგია

    საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლა. ბათუმში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.  

    საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის გუნდის რიგებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ მე-60 წითზე გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

    საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში, კვიპროსის და შოტლანდიის ნაკრებთან სტუმრად გამართავს. 

    შეხვედრის დაწყებამდე, გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, უეფასგან სპეციალური ჯილდოები მიიღო. სიმბოლური საჩუქრები კაპიტანს ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

    ამავე ქვეჯგუფში შოტლანდიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

    გიორგი ოთინაშვილი

  • ევრო 2023 | 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში!

    2023 წლის 20 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, ფეხბურთში, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება. გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა საბჭომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
    გახსნით მატჩს რუმინეთი, ხოლო ფინალურ მატჩს საქართველო - კერძოდ კი ბათუმის (დასავლეთ საქართველო) აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.

    საქართველოში თამაშები 4 სტადიონზე გაიმართება: აჭარაბეთ არენა (ბათუმი), რამაზ შენგელიას სტადიონი (ქუთაისი), დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (თბილისი).
    ტურნირზე წარმოდგენილი იქნება 4 ჯგუფი:

    ჯგუფი A
    საქართველო
    პორტუგალია
    ბელგია
    ნიდერლანდები

    ჯგუფი B
    რუმინეთი
    ესპანეთი
    უკრაინა
    ხორვატია

    ჯგუფი C
    ჩეხეთი
    ინგლისი
    გერმანია
    ისრაელი

    ჯგუფი D
    ნორვეგია
    შვეიცარია
    საფრანგეთი
    იტალია

    5 ივლისს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება.

    ტურნირის ფინალური მატჩი 8 ივლისს, აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

    გიორგი ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური