ფეხბურთი: საქართველო 1:1 ნორვეგია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 29 მარტი 2023 10:14

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიას უმასპინძლა. ბათუმში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.  

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის გუნდის რიგებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ მე-60 წითზე გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში, კვიპროსის და შოტლანდიის ნაკრებთან სტუმრად გამართავს. 

შეხვედრის დაწყებამდე, გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, უეფასგან სპეციალური ჯილდოები მიიღო. სიმბოლური საჩუქრები კაპიტანს ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

ამავე ქვეჯგუფში შოტლანდიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

გიორგი ოთინაშვილი

წაკითხულია 508 ჯერ

Related items

  • საქართველოს მედიანაკრები ფეხბურთში კოტე მახარაძის სახელობის თბილისის მე-4 საერთაშორისო მედიატურნირის გამარჯვებულია!
    27-30 ოქტომბერს თბილისმა უმასპინძლა კოტე მახარაძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მედიატურნირს ფეხბურთში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 2 მედიანაკრების გარდა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, რუმინეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ლატვიის და ინდოეთის ჟურნალისტთა გუნდებმა. წინა 3 ტურნირის გამარჯვებულები იყვნენ უკრაინა(2019), მოლდოვა(2020) და ყაზახეთი(2022).
    ამჯერად პირველობა არავის დაუთმო საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფში ჯერ ინდოეთი დაამარცხა(4:1), შემდეგ ლატვია(5:1) და სომხეთთან უგოლო ფრეს დასჯერდა.
    ნახევარფინალში ჩვენებმა აზერბაიჯანს სძლიეს(3:2) და გავიდნენ ფინალში, სადაც ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტთან, რუმინეთთან მოუწიათ დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში რუმინელები დაწინაურდნენ, საბოლოო ჯამში საქართველოს მედიანაკრებმა შეძლო უპირატესობის მოპოვება, ანგარიშით 4:2 იმარჯვა და პირველად გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე დაწესებული 10 ინდივიდუალური პრიზიდან 4 ქართველებს დარჩათ. ბომბარდირი 6 გატანილი გოლით ირაკლი სიხარულიძე(ტვ იმედი) გახდა, ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად დავით ფრანგიშვილი აღიარეს, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორად ჩვენი გუნდის კაპიტანი, მამუკა კვარაცხელია(სარბიელი) დასახელდა. პირველი გოლის ავტორი კილლ ჩვენი გუნდის კიპერი, გეგი კიკაბიძე გახდა, რომელიც ასევე ორიგინალური პრიზით დასაჩუქრდა.
    საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ მიკუ(რუმინეთი) აღიარეს.
    ტურნირის მთავარი მხარდამჭერი იყო საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. ასევე მადლობას ვუხდით ტურნირის პარტნიორებს ინტერაკადემია საქართველოს, "ნიუ ვიჟენ ჯგუფს", "საქართველოს სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს".
  • წელს პირველად ბათუმი “ბულვარის ფესტივალს“ მასპინძლობს
    წელს პირველად ბათუმი “ბულვარის ფესტივალს“ მასპინძლობს. ფესტივალი დღეს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა, რომლის სახელწოდებაცაა “რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“.
    20 ოქტომბერს სასტუმრო ჰილტონში ბათუმის ბულვარის საერთაშორისო კონფერენცია ‘’რეკრეაციული პარკების მართვა და შესაძლებლობები’’ გაიმართა. კონფერენციის მსვლელობისას წარმოდგენილი პრეზენტაციები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ბულვარის განვითარება და სამომავლო პერპექტივები, რეკრეაციული პარკის ეკოლოგიური ფუნქციები, სანაპიროს ეკოლოგიური დიზაინი, ზუგდიდისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის ისტორია , ართვინის მცენარეთა სახეობების სიმდიდრე, ნარჩენების მართვის არსებული მდგოამრებას და განვითარების ტენდენციები.
    აღნიშნულ ღონისძებას ასეცე დაესწრო DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
    თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.
  • ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ რიგით მესამე რესტორანი გაიხსნა

    ბათუმში „მაკდონალდს საქართველოს“ ახალი  რესტორანი გაიხსნა. სტუმრებს მაკდონალდსის რესტორანი ახლადგახსნილ „გრანდ მოლში“უმასპინძლებს. ახალი სივრცე მაკდონალდსის სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.

    რესტორანი მომხმარებელს 6 ოქტომბრიდან  ელის.  სივრცე ოფიციალურად გაიხსნა და   საზეიმო დახვედრაც მოეწყო. სტუმრად მოსულ ყველა ბავშვს საჩუქრად გადაეცა საჰაერო ბუშტი და რესტორნის დიასახლისებმა პატარებს, სურვილისამებრ,  სახე ბრჭყვიალა და ფერადი საღებავებით მოუხატეს.

    რესტორანში, მაკდონალდსთან ერთად განთავსებულია უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი მაკკაფეც, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საუკეთესო ადგილია და სადაც სტუმრებს არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და უგემრიელესი დესერტების არჩევანის შესაძლებლობა აქვთ.

    ბათუმში მდებარე ახალი რესტორანი  მომხმარებელს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ყოველდღიურად მოემსახურება.  მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ როგორც თვითმომსახურების  სენსორული ეკრანით. 

    აღსანიშნავია, რომ გრანდ მოლში მდებარე მაკდონალდსი რიგით 22-ე რესტორანია საქართველოს მასშტაბით. ახალ  პროექტში კომპანიამ 4,3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 50-მდე  ადამიანი დაასაქმა.

    „მაკდონალს საქართველო“  ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით კომპანიამ 1900-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

    მნიშვნელოვანია, რომ „მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მომავალში რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. 2023 წლის ბოლომდე დაგეგმილი რესტორნების ინვესტიცია 9,8 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში „მაკდონალს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 135 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 185 მილიონ ლარს აღწევს.

    „გრანდ მოლი“  დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელშიც წარმოდგენილია 100-ზე მეტი ბრენდული მაღაზია, კინოთეატრი , ფიტნეს კლუბი, ბავშთა გასართობი ცენტრი და ბოულინგი.

  • ბათუმის სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

    დღეიდან ბათუმი ორი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაში წელს 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. მათი უმრავლესობა ქართულია, რაც გამოფენაზე მყოფი  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის შეფასებით სამშენებლო ინდუსტრიაში ქართული პროდუქციის წილის ზრდაზე მიუთითებს. გამოფენის მთავრი მიზანიც სწორედ  ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისის პოპულარიზაციაა.

    გამოფენის სტუმრებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქტიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე სხვადასხვა სახის შეთავაზებები. სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა  სპორტის სასახლეში იმართება.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა  და უძრავი ქონების მე-12  საერთაშორისო  გამოფენა -  „Batumi Build -2023-ის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

    კომპანია „GEONET EXPO-ს“ ორგანიზებულ  ტრადიციულ გამოფენას ბათუმის „სპორტის სასახლე“ მასპინძლობს და 80-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი.

    გამოფენის მიზანი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნესკონტაქტების მოძიება-დამყარებაა.

    ოფიციალურ გახსნას ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120738?fbclid=IwAR2OvmA_VIYDIPH6neAlwk6XBD0IF1ZY5sggdYZ4DHpf4N8UIeRGjvrMy24

  • სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება

    ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

    გამოფენა უკვე მეთორმეტედ იმართება და წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. სამზადისი ასათიანის ქუჩაზე მდებარე  სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს.

    მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე შეთავაზებები. ორგანიზატორები  ფასდაკლებებს გვპირდებიან.

    გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ასევე ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120678?fbclid=IwAR0ESaYt3zfgIHiho20Zkz8uXkMezoAcot_u7yTPLp52f-dT7pzXCwlQ8SE

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური