საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
"ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული.
ჯანდაცვის სამინისტროთვის ცნობილის თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება.
მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.
სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად.
კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება. სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო 7 მდიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება", ნათქვამია განცხადებაში.
Related items
-
პსპ დაზღვევამ კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ახალი პროდუქტი შექმნა
PSP დაზღვევა მზარდი, განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიაა. კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ხელმისაწვდომი, დივერსიფიცირებული და საჭიროებაზე ორიენტირებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნა და მიწოდება. სწორედ ამიტომ, PSP დაზღვევამ შექმნა ექსკლუზიური პროდუქტი კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - „SME ქეარი“. პროდუქტი 22 ნოემბერს ჩაეშვება გაყიდვაში.
SME ქეარი|Care ითვალისწინებს იმ გამოწვევებს რის წინაშეც მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დგანან კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის შერჩევისას და საპასუხოდ მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. დაზღვევა ვრცელდება ისეთ ორგანიზაციებზე, სადაც დასაქმებულია 10-50 თანამშრომელი.
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დაზღვევა რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ზომის კომპანიები იღებენ ისეთივე სერვისებსა და ბენეფიტებს, როგორსაც დიდი ორგანიზაციები. ეს კი, მათი მასშტაბის გათვალისწინებით აქამდე შეუძლებელი იყო.
SME ქეარი|Care 4 ტიპის შეთავაზებას მოიცავს (OPTIMA, ALTIMA, ULTIMA, MAXIMA), რომელთა შორის მარტივია არჩევანის გაკეთება, რადგან ყველა საფასო სეგმენტის მოთხოვნაზეა მორგებული.
- SME OPTIMA 35 ₾
- SME ALTIMA 55 ₾
- SME ULTIMA 75 ₾
- SME MAXIMA 95 ₾
დაზღვევის ოთხივე პროდუქტი გთავაზობთ:
- მომსახურებას მოცდის პერიოდის გარეშე
- მაღალ ლიმიტებსა და თანაგადახდებს
- მცირე გამონაკლისებს ქრონიკული და დაზღვევამდე დამდგარი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობას, გარდა პროდუქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა
- ოჯახის წევრების დაზღვევის შესაძლებლობას.
პროდუქტის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული, ყველა სერვისი იფარება: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, სტომატოლოგია, ორსულობა-მშობიარობა და ა.შ.
სადაზღვევო მომსახურების მიღება კი, შესაძლებელია თავისუფალი სქემით ოჯახის ექიმთან ვიზიტის გარეშე, რაც მომხმარებლისთვის ყველა პროცესს ამარტივებს.
SME ქეარი შეიქმნა იმისათვის, რომ ყველა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანს შეეძლოს ისარგებლოს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პირობებით. ასევე თავად აირჩიოს ის პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს მის მოთხოვნებს და საჭიროებებს.
-
IBSU-ში სამეცნიერო ღონისძიება “მეცნიერება და საზოგადოება” გაიმართა
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება - “მეცნიერება და საზოგადოება”.ღონისძება მიზნად ისახავდა მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმა.ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ. შეხვედრას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი.ღონისძიება 5 პანელისგან შედგებოდა: უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ისაუბრა მეცნიერებაში თანამედროვე ტრენდებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ; სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა წარმოადგინეს განხორციელებული კვლევების შედეგები; მოხდა შიდა და გარე საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევების განხილვა და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.მეცნიერების საერთაშორისო დღე 10 ნოემბერს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება. -
ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას
ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვ.
„მიუხედავად იმისა, რომ პეროდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძლებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან ჩვენ მომხარებელს უკვე 35-40%-ით გუაიაფდება.
ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ - აცხადებენ PSP-ში.
-
PSP და lib.ge ერთობლი პროეტის ფარგლებში რაჭას, სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლას ესტუმრნენ
პსპ-სა და www.lib.ge-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გიორგი კეკელიძისა და ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით, 26 ოქტომბერს, რაჭის სოფელ ჭრებალოს სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ ახალი წიგნები, სკოლის ექიმის კაბინეტისთვის საჭირო ინვენტარი და პირველადი დახმარების მედიკამენტები. სკოლის საუკეთესო მოსწავლეს, ელენე რეხვიაშვილს კი, პერსონალური კომპიუტერი.
გიორგი კეკელიძემ ჭრებალოს სკოლის მოსწავლეებს თავისი ახლი წიგნი „ხვიჩა, ვარსკვლავი -სახელად ვარსკლავი“ გააცნო და საჩუქრად გადასცა.
„რაჭა, ერთ-ერთი კუთხეა, სადაც ონლაინ სკოლა მალე ამუშავდება და მოსწავლეებს წიგნიერების ამაღლებისთვის გაკვეთილებს საუკეთესო მასწავლებლები ჩაუტარებენ.
პერიოდულად იგეგმება ასეთივე ვიზიტები სხვადასხვა რეგიონების სკოლებში, მოსწავლეებისთვის ახალი წიგნების გადაცემა და თანამედროვე ავტორებთან შეხვედრები“- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
„პსპ განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში. www.lib.ge-სთან გაფორმეული შეთანხმების ფარგლებში პირველი ვიზიტი რაჭაში, სოფელ ჭრებალოში განხორციელდა; მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება, სტიმულია ეტაპობრივად სხვადსხვა რეგიონების სკოლებიც მოვიცავთ. მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეების დაინტერესება ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას ამ მნიშვნელოვან და საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში“- აცხადებენ PSP-ში.
-
PSP-მ მონაწილეობა მიიღო თბილისის პირველი ციფრული პროდუქტების კონფერენციაში ProdAct Conference 2023
PSP, როგორც პირველი ფარმაცევტული კომპანია, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს პირველი ონლაინ აფთიაქის შექმნით დაიწყო, ფარმაციის დარგში წლების მანძილზე ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანფორმაციის შესახებ გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ProdAct Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ციფრული პროდუქტების კონფერენციაზე.
2023 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ციფრული ტექნოლოგიებს და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტით დაინტერესებული 400-მდე ციფრული პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, ინჟინრები, მეწარმეები, სტუდენტები შეიკრიბნენ.
ფარმაცევტულ დარგში ციფრული ტრანფორმაციების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს PSP-ს ბიზნეს პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა თიკო ცეცხლაძემ და ელექტრონული კომერციის განვითარების მენეჯერმა საბა ფაშურიშვილმა.
1 დღიან კონფერენციაში მონაწილეობა 20-მდე კომპანიამ და 5-მა სტარტაპმა მიიღო, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიების Stanford Club of Poland, Miro, Spotify, Google-ის უცხოელმა წარმომადგენლებმა და ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობენ.
ორგანიზატორების თმით, კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება და ციფრული პროდუქტების სიახლეების გაცვლის საუკეთესო საშუალება იქნება ქართველი ციფრული პროდუქტების სპეციალისტებისთვის.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...