ანასტასია გუბანოვა 65.40 ქულით თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე-11 პოზიციაზეა
Related items
-
იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო Visa-სთან ერთად - გათამაშება ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებლებისთვის
31 მაისის ჩათვლით, ლიბერთის Visa ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Visa-ს გათამაშებაში და მოიგონ მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მიმართულებებით დაუვიწყარი მოგზაურობა.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც უკვე არის 18 წლის და აქვს ლიბერთის Visa ბარათი.
გათამაშებაში მონაწილეობას იღებს ტელეფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს ციფრული საფულის საშუალებით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება, რომელიც აღემატება 40 ლარს ნებისმიერ ვალუტაში - თითოეულ ტრანზაქციას მიენიჭება გათამაშების 1 ვირტუალური ბილეთი.
თამაშდება 35 სამოგზაურო ვაუჩერი, თითოეული 2 ადამიანისთვის.
გათამაშება ჩატარდება 23 ივნისს და მისი ტრანსლირება მოხდება Visa-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live რეჟიმში.
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/429qvqg
-
იაპონიის ქალაქ საიტამაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში
იაპონიის ქალაქ საიტამაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობდა 39 ქვეყნის 181 სპორტსმენმა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის 7 მოციგურავე. ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატი სპორტული სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირია, ამიტომაც მას ყოველთვის მოუთმენლად ელის სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები. იაპონიაში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ სპორტის ამ სახეობის მიმართ და ამის დასტური " საიტამა სუპერ არენას" ის ხალხმარავალი აუდიტორი იყო, რომელიც ერთნაირი პატივისცემით გულშემატკივრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. მიუხედავად ჩვენი სპორტსმენების არც თუ ისე მაღალი შედეგებისა, მონაწილეობა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების გვერდით, კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იყო მათ სპორტული კარიერაში.საერთაშორისო საციგურაო კავშირმა ქვეყნების მიხედვით გამოაქვეყნა რეიტინგული სია, რომელიც შედგა სეზონის მანძილზე იუნიორთა და სენიორთა გრან პრის ეტაპებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგების გათვალისწინებით. საქართველოს გუნდი ამ სიაში 3 187 ქულით, მე- 7 ადგილზე, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე- 3 ადგილზე აღმოჩნდა. ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის გუნდს მომავალ სეზონზე მეტ წარმატებას და იმ მოლოდინის გამართლებას, რომელსაც მათგან მუდმივად ელის ერთგული ქართველი გულშემატკივარი.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საჩვენებელ პროგრამაზე ორგანიზატორების მიერ მოწვეული იყო ჩვენი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.ტრადიციულად, სეზონის დასასრულს საერთაშორისო საციგურაო კავშირმა გამოაქვეყნა სპორტსმენთა მსოფლიო საერთო რეიტინგული სია , რომელშიც ქართველი მოციგურავეები შემდეგ პოზიციებზე განლაგდნენ:ანასტასია გუბანოვა - მე -8 ადგილიკარინა საფინა ლუკა ბერულავა - მე- 13 ადგილიმორის ყვითელაშვილი - მე- 14 ადგილინიკა ეგაძე- 23 -ე პოზიციამარია კაზაკოვა და გიორგი რევია - მე -19 ადგილისაქართველოს გუნდი კი მე- 7 პოზციაზეა დასახელდა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა: იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, კორეა, იტალია და საფრანგეთი. -
ქართველმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ თავისუფალ პროგრამაში ღირსეულად იასპარეზა
4 მარტს, დასრულდა იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოგონათა ასპარეზობა თავისუფალ პროგრამაში, რომელშიც სულ 39 ქვეყნის 47 ერთეული გოგონა მონაწილეობდა. ქართველმა მოციგურავე
ინგა გურგენიძემ ღირსეულად იასპარეზა თავისუფალ პროგრამაში და სულ 7 ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის ურთულესი ტექნიკური ელემენტი სამნახევარი აქსელი ორჯერ გამოიყენა თავის პროგრამაში, ერთი სოლო ნახტომის სახით და მეორე კომბინაციაში.
ინგა გურგენიძის გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო სეზონის მანძილზე და რომ არა, მოკლე პროგრამაში ამავე სამნახევარ აქსელზე დაშვებული შეცდომა, ქართველი სპორტსმენი საუკეთესო სამეულშიც აღმოჩნდებოდა.. საბოლოოდ, თავისუფალ პროგრამაში ინგა გურგენიძემ 120.48 ქულით მე-7 , ხოლო ორი პროგრამის ჯამში 172.5 ქულით საუკეთესო ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა .
ამ მაღალი შედეგის გათვალისწინებით ინგა გურგენიძემ საქართველოს მომავალი წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ადგილი და 2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ქვეყანას ლიცენზია მოუტანა გოგონების კატეგორიაში, ამასთან მსოფლიოს 2023 წლის საერთო რეიტინგულ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს 215 ქულა შესძინა.
ვულოცავთ ინგას და ფიგურული ციგურაობის ერთგულ ქართველ გულშემატკივრებს ამ წარმატებას.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია
-
ჩინელმა სპორტსმენმა ბაკურიანში მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ნაკრების წევრმა CAI XUETONG-მა გუშინ, ბაკურიანში მიმდინარე თავისუფალი სტილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩინეთის ნაკრებისთვის ეს უკვე მეორე ოქროს მედალია. პირველი ოქრო ჩინეთის ნაკრებს ჩინელმა კუნგ ფანმა მოუტანა.
ჩინელ სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მიულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ჩინელი სპორტსმენები კვლავ მიაღწევენ წარმატებებს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში და ბაკურიანში კიდევ ერთხელ შესრულდება ჩინეთის ეროვნული ჰიმნი.
მოგეხსენებათ, საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. შეჯიბრში მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 5 მარტს დასრულდება.
-
/ვიდეო/ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი გაიმართა
საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
18 თებერვალს, 18:00 საათზე ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც „მოძრაობის თეატრმა“ გახსნა. ქართული ხალხური მუსიკის ფონზე, სცენაზე წარადგინეს 42 მონაწილე ქვეყანა. საზეიმო განწყობა შექმნეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა, მომღერლებმა და მუსიკოსებმა.
ბაკურიანში მოეწყო ოლიმპიური სოფელი. სპეციალურად შექმნილ სივრცეში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასულ სტუმრებს შეჯიბრებისთვის თვალის მიდევნებასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სპეციალურად ბაკურიანი 2023-სთვის შექმნილ გამოფენა-გაყიდვას, შეიძინონ სუვენირები და დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება და მასშტაბურ ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე უმაღლესი დონის სპორტსმენი იასპარეზებს.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...