ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

გამოქვეყნებულია ჩინეთი
სამშაბათი, 07 მარტი 2023 16:21

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს. 2015 წლიდან მოყოლებული უკვე მეცხრე წელი იქნება, რაც მარცვლეულის გამომუშავების ნიშნული სტაბილურად სრულდება.

გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთი სტაბილურობას ინარჩუნებს და განაგრძობს გამწვანების ფართობის ზრდას. პანდემიის მიუხედავად, 2022 წელს ჩინეთის მარცვლეულის მთლიანმა გამომუშავებამ 685 მილიონ ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით 3,7 მილიონი ტონით ზრდა დაფიქსირდა.

2023 წლის მარცვლეულის გამომუშავების სამიზნე რაოდენობა წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე განისაზღვრა და ივარაუდება, რომ შიდა მოთხოვნას სრულიად დააკმაყოფილებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამთავრობო სამუშაო ანგარიშში სასურსათო უსაფრთხოება 2023 წლის ექვსი ძირითადი სამთავრობო სამუშაოდან ერთ-ერთი გახლავთ. ჩინეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებს მთლიანი მარცვლეულის ფართობს სტაბილურ დონეზე შენარჩუნება და მარცვლეულის წარმოების 50 მილიონი ტონით გაზრდის მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.

გარდა ამისა, ხელისუფლება გააუმჯობესებს საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმებს, რათა უზრუნველყოს სტაბილურ ფასებში სასოფლო-სამეურნეო მარაგით მომარაგება და გააძლიეროს მაღალი სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო მიწების, სარწყავი სისტემებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამასთან, კიდევ უფრო გააქტიურდება სათესლე მრეწველობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის განვითარება.

მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა

https://sinomedia.ge/ჩინეთი-2023-წელს-650-მილიონი-ტონ/

წყარო

წაკითხულია 159 ჯერ

Related items

  • სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება

    ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

    გამოფენა უკვე მეთორმეტედ იმართება და წელს მასში 80 ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს. სამზადისი ასათიანის ქუჩაზე მდებარე  სპორტის სასახლეში უკვე მიმდინარეობს.

    მსურველებს ადგილზე შეეძლებათ გაეცნონ, როგორც სამშენებლო, სხვადასხვა კომპანიის მიერ მომზადებულ არქიტექტურულ პროექტებსა და დიზაინს. მათ ექნებათ ასევე შეთავაზებები. ორგანიზატორები  ფასდაკლებებს გვპირდებიან.

    გამოფენა ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მისი მიზანი სამშენებლო ბაზარზე არსებული კომპანიების პროდუქციის ფართო მომხმარებლისთვის გაცნობა და ასევე ქართული და უცხოური მწარმოებლების სამომავლო თანამშრომლობაა.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/120678?fbclid=IwAR0ESaYt3zfgIHiho20Zkz8uXkMezoAcot_u7yTPLp52f-dT7pzXCwlQ8SE

  • ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის 10 წლისთავი"

    6 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, ჯეოქეისისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათი წლისთავი, ჩინური სტილის მოდერნიზაცია და ახალი შესაძლებლობები ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისთვის."

    კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენიჩინელმა დიპლომატმა ისაუბრა თანამედროვე ჩინეთზე, ჩინური  ინიციატივის "სარტყელი და გზის" მნიშვნელობაზე და ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობაზე.

    ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანია ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, ურთიერთგაგების გაძლიერება და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების ჩათვლით. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთგანვითარებას.

    კონფერენციას დაახლოებით 120 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აკადემიის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, "ჯეოქეისის", მედიისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრები.

  • გაგრძელდება თუ არა მარცვლეულის შეთანხმება?

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „მიგვაჩნია, რომ ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გაგრძელდეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით სოჭში ჩავიდა სადაც რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

    პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „დღის წესრიგში მოტანილი ალტერნატიული წინადადებები ვერ გვთავაზობს მდგრად, უსაფრთხო და მუდმივ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია მხარეებს შორის თანამშრომლობაზე, როგორიცაა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. მიგვაჩნია, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს ხარვეზების აღმოფხვრით. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ გავაგრძელოთ ძალისხმევა ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ჩვენ ადრე ვუმასპინძლოთ მხარეებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ამ მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მარცვლეულის გადაზიდვის საკითხთან დაკავშრებით გაეროსთან ერთად მოვამზადეთ ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პროგრესს. მე მჯერა, რომ შესაძლებელია ამ ახალი პროცესით შედეგის მიღწევა. უკრაინამ, რა თქმა უნდა, უნდა შეარბილოს თავისი მიდგომა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის. ჩვენ, როგორც თურქეთი, ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად მზად ვართ.“

    პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: „მარცვლეულის დერეფნის აღდგენა გვინდა. ამას გავაკეთებთ ერთი პირობით, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია ზღვაში ჩავიდეს დაუბრკოლებლად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოგვატყუეს, დაპირებები რამდენიმე დღეში რომ შესრულდეს, ჩვენ საკუთარ ძალებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მარცვლეულის დერეფანი შევინარჩუნოთ.“

    ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა: „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ვალდებულება ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ თანახმა ვართ, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ დოლარი და ევრო.“

    ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, თურქეთში ბუნებრივი აირის ცენტრის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა: „გაზპრომმა BOTAŞ-ს წარუდგინა თავისი საგზაო რუკა, შემდეგი არის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა. რუსეთი მუდამ იქნება თურქეთის ყველაზე დიდი და პასუხისმგებელი პარტნიორი ბუნებრივ აირში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებრივ გაზს მესამე ქვეყნებშიც გავაგზავნით.“  

  • VIDEO-ჩინეთის ქ. შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი
    ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა აამოქმედა დრონებით მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.
    შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია თავისი სავაჭრო მიმართულებებით, კომერციული ქალაქითა და ინოვაციებით.
    დრონით საკვებისა და მედიკამენტების გადაზიდვა შენჭენში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2022 წლის 21 სექტემბრის მონაცემებით, ქალაქ შენჭენში 80,000-ზე მეტი დრონით მიწოდებული შეკვეთა დაფიქსირდა.
    ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დრონების გამოყენება შენჭენის შემდეგ კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებული გახდება კუანტუნგის პროვინციაში. დრონებით მიტანის სერვისმა მიიღო ნებართვა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისგან სამოქალაქო საჰაერო სატესტო ზონის შექმნის შესახებ.
     
    მასალა მოამზადა აკაკი ბალანჩივაძემ
    https://sinomedia.ge/დრონით-მიწოდება/
     

     
  • 11 – 15 აპრილს ხაიქოუ სამომხმარებლო პროდუქტების გამოფენას უმასპინძლებს

    11 – 15 აპრილს,  ჩინეთი, ხაინანის კუნძული სამომხმარებლო ტექნიკის ფართომასშტაბიან გამოფენას უმასპინძლებს. გლობალური სამომხმარებლო პროდუქტების კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე შესასვლელად საგამოფენო პლატფორმა საუკეთესო შანსია.

    რამდენადაც ცნობილია, გამოფენისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა და ფორმდება სხვადასხვა სივრცე კომპანიებისთვის. ექსპონატების პირველი პარტიები კი საბაჟო პროცედურებს გადის.

    გამოფენის განუყოფელი ნაწილია თილისმა „იუენსიაო“, რომელიც  შედგება ხაინანის ორი გიბონისგან. წელს, თილისმების ახალი გამოსახულებები ცნობილია, როგორც „მექანიკური იუენსიაო“, რაც აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიას, მოწინავე წარმოებასა და ხაინანის კულტურას.

    წელს საგამოფენო ფართობი 20 პროცენტით გაიზრდება წინა შეხვედრასთან შედარებით და ჯამში 120,000 კვადრატულ მეტრს მიაღწევს და სადაც 65 ქვეყნიდან და რეგიონიდან 3100 ბრენდი განთავსდება.

    ჩინეთის მიერ COVID-19-ის რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ეს პირველი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოფენაა.

    როგორც, რესკონფერენციაზე ვაჭრობის მინისტრმა, შენგ ციოუფინგმა განაცხადა, სამომავლოდ, გამოფენა კიდევ უფრო გაზრდის მომხმარებელთა ნდობას და დაეხმარება ხაინანის თავისუფალი ვაჭრობის პორტის მიღწევების სრულ დემონსტრირებას.

    წყარო https://sinomedia.ge/ხაიქოუს-გამოფენა34/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური