Visa-ს და Emerging Europe-ის ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ მეწარმე ქალებს სურთ გაიუმჯობესონ ციფრული უნარ-ჩვევები და განავითარონ ბიზნესი საერთაშორისო დონეზე
უახლესი კვლევა, რომელიც Emerging Europe-მა აღმოსავლეთ და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, კამპანიის She's Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ჩაატარა, მიუთითებს, რომ ქალ ლიდერებს რეგიონში ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის მართვა აინტერესებთ და მზად არიან განავითარონ თავიანთი ბიზნესი საერთაშორისო დონეზე. კვლევის შედეგად, საქართველოში მეწარმე ქალების მიერ დამატებითი დაფინანსების მოპოვების ტენდენცია გამოვლინდა
თბილისი, 2023 წლის 1 მარტი – Visa-მ, დღეს, ინიციატივა She’s Next-ის ფარგლებში, გამოაცხადა კვლევის შედეგები ქალთა ლიდერობისა და მეწარმეობის შესახებ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კვლევა ჩაატარა რეგიონული განვითარების ჰაბმა Emerging Europe-მა.
ფართომასშტაბიანმა კვლევამ მოიცვა 2000 ბიზნესის მფლობელი თუ თვითდასაქმებული ქალი, რომლებიც ონლაინ, 75 სიღრმისეული ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფებთან მუშაობის შედეგად გამოიკითხნენ 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კვლევის შედეგები ამომწურავ ინფორმაციას გვიზიარებს რეგიონში საშუალო სტატისტიკური მეწარმე ქალის შესახებ და საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს გაეცნონ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქალები თავიანთი კარიერის განვითარების გზაზე აწყდებიან.
„როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, ქალებისთვის თანხის მოზიდვა რთულია, მაგრამ შედარებით რთულია Silicon Valley-ში და უფრო რთული მის ქვეყანაში - სომხეთში. თანხების მოზიდვა მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ გამოწვევას შორის, რომელთა წინაშეც მეწარმე ქალები დგანან,“ - თქვა ენდრიუ ვრობელმა, Emerging Europe-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა. „აღნიშნულ კვლევაში გვინდოდა რაც შეიძლება საფუძვლიანად შეგვესწავლა ქალთა მეწარმეობა და გაგვეგო ყველა პოტენციური დაბრკოლება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალების ბიზნესსა და სტარტაპებზე. ჩვენ ასევე გვსურდა დაგვედგინა მათი საჭიროებები, გაგვეგო მათი პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათი შესაძლებლობების გაფართოებას და მათი ბიზნესის წარმატებას საერთაშორისო დონეზე.“
საერთო ჯამში, ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესების უმეტესობა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში (84%) არ კვეთს საერთაშორისო საზღვრებს, მაგრამ მეწარმე ქალები მზად არიან შეისწავლონ საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოება.
ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესები ერთიანდებიან შემდეგ წამყვან სექტორებში: სილამაზე და ჯანმრთელობა (17%), საცალო ვაჭრობა (12%), სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები (12%), განათლება (8%), პიარი და მარკეტინგი (7%). მეწარმე ქალთა ორი მესამედი არ იყენებს გარე დაფინანსებას, ხოლო სამ მეოთხედს არ ჰყავს თანამშრომლები. რეგიონში ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესის, დაახლოებით, 35% 1000 აშშ დოლარზე ნაკლები ინვესტიციით შეიქმნა. 10 ქალიდან მხოლოდ ერთი ასაქმებს 5-ზე მეტ ადამიანს.
„She’s Next პროგრამა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება,ქალილიდერების, ადგილობრივითემებისგაძლიერებასადამათიგანვითარების ხელშეწყობას გულისხმობს,“ - თქვავირაპლატონოვამ, Visa-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, დსთ-ს, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა. „ამიტომძალიანმნიშვნელოვანია Visa-სთვის გაეცნოსმეწარმექალთაკონკრეტულსაჭიროებებსადაპრობლემებსიმქვეყნებში, სადაცინიციატივა ხორციელდება. მოხარულივართ, რომსაქართველოს,აღმოსავლეთდასამხრეთ-აღმოსავლეთევროპის, ცენტრალურიაზიისადაკავკასიისმთელირეგიონისქალილიდერები ელექტრონულკომერციას ირჩევენ დამოსახერხებელიდასაიმედოციფრულიგადახდებით სარგებლობენ. ჩვენგამოვიყენებთკვლევისშედეგებს, რათა ბევრი სხვა ინიციატივა ავამოქმედოთრეგიონშიგენდერულიინკლუზიურობისხელშემწყობის მიზნით.“
ძირითადი დასკვნები
- ქალებიპროფესიულიდაფინანსურიდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ქალების მოტივაციის ძირითადი წყაროებია შემოსავლის გაზრდის სურვილი (50%), საკუთარი თავისთვის მუშაობის სურვილი (31%) და ოცნების ახდენის სურვილი (21%). საქართველოში მეწარმე ქალთა მთავარ მოტივაციას შემოსავლის ზრდა წარმოადგენს (55%).
- ქალიმეწარმეებითავიანთბიზნესზედაპირადცხოვრებაზე თითქმისთანაბრადზრუნავენ. რესპონდენტები თავიანთ ყველაზე დიდ გამოწვევად ბიზნესის სამომავლო წარუმატებლობას (29%), ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას (27%) და ოჯახისა და შვილების მიმართ უყურადღებობას (25%) მიიჩნევენ. საქართველოში ქალებისთვის მთავარ გამოწვევას ბიზნესის წარუმატებლობა წარმოადგენს (41%).
- ქალებისმფლობელობაშიარსებულბიზნესსკონკურენციასთანდადაფინანსებისმოსაზიდად უწევსბრძოლა. მეწარმე ქალები ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა მაღალი კონკურენცია (40%), კაპიტალის მოზიდვა (32%) და არახელსაყრელი ბიზნესპირობები (31%). საქართველოში რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ ბიზნესის დაწყებისა და წარმართვისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაღალი კონკურენციაა (36%), რომლის შემდეგ ინვესტიციების მოპოვება და დაფინანსება მოდის (36%).
- მეწარმექალებსსურთისწავლონბიზნესისწარმოება ონლაინ. რესპონდენტებს სურთ შეიძინონ დამატებითი დაფინანსების მოპოვების (47%), ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის (37%), ელექტრონული კომერციისა (24%) და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების (21%) უნარები. საქართველოში მეწარმე ქალებს ყველაზე მეტად შემდეგი უნარების გაუმჯობესება სურთ: დამატებითი დაფინანსების მოპოვება (52%), ელექტრონული მარკეტინგი და სოციალური ქსელების მართვა (42%) და საერთაშორისო ბიზნესის განვითარება (25%).
- ქალი მეწარმეები თანამშრომლებისა და მიმწოდებლების ანაზღაურებას ნაღდი ფულით უზრუნველყოფენ, თუმცა მომხმარებლებს POS ტერმინალებით გადახდის მეთოდსაც სთავაზობენ.
მეწარმე ქალთა 42% ანგარიშსწორებას თანამშრომლებსა და მიმწოდებლებთან ნაღდი ფულით აწარმოებს, ხოლო 37% საბანკო ბარათით გადახდას ანიჭებს უპირატესობას. საქართველოში 22% იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 45% საბანკო ბარათით გადახდას ირჩევს. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ შორის ელექტრონული გადახდები ბევრად პოპულარულია: გამოკითხულთა 37%-მა განაცხადა, რომ მათი პროდუქტისა და მომსახურების საფასურის საბანკო ბარათით გადახდა ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ხოლო 42%-მა თქვა, რომ ურჩევნია, მომხმარებლებმა საბანკო ბარათით გადაიხადონ. შედარებისთვის, მეწარმე ქალთა 35%-მა თქვა, რომ მათი კლიენტები ნაღდი ფულით უფრო ხშირად იხდიან და მხოლოდ 28%-ს ურჩევნია, რომ კლიენტებმა ნაღდი ანგარიშსწორება გამოიყენონ. საქართველოში 40% საბანკო ბარათით გადახდას ანიჭებს უპირატესობას, და მხოლოდ 29% ნაღდ ანგარიშსწორებას ირჩევს.
Visa-ს და Emerging Europe-ის პარტნიორობის შემდგომი ეტაპის ამბიციური მიზნებია - რეგიონში ქალი მეწარმეების She's Next საზოგადოების ფარგლებში გაერთიანება, მათთვის საკომუნიკაციო პლატფორმის უზრუნველყოფა, რაც გამოცდილების გაზიარებასა და მათი ბიზნესის ჰორიზონტის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
###
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge
ევროპის განვითარების (Emerging Europe) შესახებ
Emerging Europe არის ლონდონში დაფუძნებული განვითარების ცენტრი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს განვითარდნენ და გაფართოვდნენ საერთაშორისო დონეზე. ჩვენი მისიაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მომავლის ევროპაში. ჩვენ საუკეთესო პარტნიორობას ვუწევთ მათ, ვისაც რეგიონში ბიზნესის წარმოება ან განვითარება სურს. სიღრმისეული ანალიზის, ბაზრის, კვლევის, პროგრამებისა და მიმზიდველი კონტენტის მეშვეობით, ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს განვითარებაში. ჩვენ ვთავაზობთ მათ ზუსტ ანალიზს, წვდომას ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და მონაცემებთან, რათა მიიღონ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები. ჩვენი ონლაინ პლატფორმა, Emerging Europe, არის რეგიონის შესახებ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი ანალიზის წყარო.