თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.
უკრაინის თავდაცვის საკონტქატო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.
Related items
-
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ჰასანოვმა გიულერს მიაწოდა ინფორმაცია ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მიერ დაწყებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შესახებ.
გიულერმა განაცხადა, რომ თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში კონსტიტუციური წყობის აღდგენის, სომხური შეიარაღებული ძალების დანაყოფების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით.
-
სომხეთი და აშშ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
სომხეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „Armenpress“-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წვრთნები გაიმართება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მომზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს სომხეთში, სომხეთსა და აშშ-ს შორის ერთობლივი წვრთნები „Eagle Partner 2023“ გაიმართება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ წვრთნა, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მშვიდობის დაცვის ბრიგადის "Zar"-ის საწვრთნელ ცენტრსა და ერთ სასწავლო ცენტრში, რომლის დასახელებაც არ ვცელდება, ჩასატარებელი წვრთნები მოიცავს სამშვიდობო მისიების დროს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიას.
აღინიშნა, რომ წვრთნების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარების თავსებადობის დონის გაუმჯობესება, საუკეთესო ადმინისტრაციული და ტაქტიკური საკომუნიკაციო პრაქტიკის გაზიარების უზრუნველყოფა და სომხური კონტინგენტის ნატო/პარტნიორობა მშვიდობისთვის „ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის“ შეფასების ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადყოფნის გაზრდა.
-
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური -
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას გააძლიერებენ. საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ჯუანშერ ბურჭულაძეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას.
შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია. ოფიციალურ შეხვედრამდე, თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი.
-
სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები, თხილამურებით სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის მოწყობა შეასწავლეს. კურსის განმავლობაში სამხედროებმა ტაქტიკური მარშიც განახორციელეს.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონიას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე დაესწრნენ. მალხაზ მერლანმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, კარიერული წინსვლა უსურვა და ყურადღება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
კურსდამთავრებულებს სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დასრულების აღმნიშვნელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
ბიზნეს ნიუსი

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...

ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, "ზოდი"-ში ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება!
9 დეკემბერს www.cashback.ge (http://www.cashback.g...

განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის
თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერა...