საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
საქართველოს მთავრობამ, თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის თაობაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.
100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.
ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.
Related items
-
VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის" საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი შეემატა.
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, ძვირფას საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური სასტუმროს გახსნის ცერემონიაში. მინდა ყველას მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის დასრულება. თბილისს, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას შეემატა კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი.
მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მანამდე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მარიოტის საერთაშორისო ქსელის Autograph Collection-ის ბრენდი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში პირველად და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი" გაიხსნა, რომელიც მართლაც გამორჩეული სასტუმრო არის მთელ რეგიონში. დღეს კი მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება. ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია დედაქალაქის ცენტრში ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური ახალი სასტუმროს ფუნქციონირება. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, 220 ნომერი, 5 სხვადასხვა კატეგორიის რესტორანი და სხვა სივრცეები - ეს ყველაფერი ქმნის ყველა იმ საშუალებას, რომ სასტუმრომ უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს, ბიზნესკონფერენციებს, ვიზიტორებს, დამსვენებლებს, ჩვენს ტურისტებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „პარაგრაფ თბილისის" ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია.
„საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და, რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის - როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა თანაინვესტირების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად. ასევე მინდა ვთქვა, რომ თანაინვესტირების ფონდი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს - 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წელში შეიქმნა ახალი 85 000 საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში - 85 000 ახალი საწოლი ადგილი. ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფად ჩვენს ქვეყანაში. შარშან საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. წელს უკვე სამ კვარტალში 3,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო საქართველომ. ეს ყველაფერი გვაძლევს ძლიერი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ახალი პროექტის დასრულებას. დიდი მადლობა!", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს სასტუმროების მართვის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტოგონიძემ, მარიოტის საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტმა სატია ანანდიმ, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა და სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის" გენერალურმა მენეჯერმა ტომას ვან ოპსტალმა.
„პარაგრაფ თბილისი" მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის" ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 150 მლნ აშშ დოლარს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში" და „პარაგრაფ შეკვეთილში" ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.
„პარაგრაფ თბილისი" შეძლებს, უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს და საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნესვიზიტორები თუ დამსვენებლები.მარიოტის საერთაშორისო ქსელ Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით 2018 წელს შემოვიდა და ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი" გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
-
თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა
თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა.ქართული ენის კულტურის ცენტრი სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქართველ მწერლების შემოქმედებასა და საქართველოს ისტორიას გაეცნონ.აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნები გუმუში, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორ-მასწავლებლები და DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.ბატონმა ოსმანმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული კაბინეტის გახსნაში, მიულოცა და წარმატებები ისურვა.#რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი# ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება#ქართული ენის კაბინეტი17 Kasım 2023 tarihinde, Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi’nde Şota Rustaveli Gürcü Dili Bölüm Kitaplığı Açılış etkinliği gerçekleştirildi.Gürcü Dili Bölüm Kitaplığı öğrencilerin Gürcü yazarların eserleri ve Gürcistan tarihi hakkında bilgi edinmelerine olanak sağlanacak.Etkinliğe Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi Rektör Yardımcı Prof. Dr. Nebi GÜMÜŞ, Gürcistan'ın Trabzon Başkonsolosu Sayın Nilkoloz Iashvili, Gürcistan'daki farklı yüksek öğretim kurumlarının rektörleri ve DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze katıldılar.Osman Bey, üniversitenin akademik personelini ve Gürcü Dili Bölüm Kitaplığı açılışında emeği geçen herkesi tebrik ederek başarılar diledi.#Recep Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi#RTEÜ Gürcü Dili ve Edebiyatı Bölüm Başkanlığı#Gürcü Dili Topluluğu -
ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას
ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვ.
„მიუხედავად იმისა, რომ პეროდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძლებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან ჩვენ მომხარებელს უკვე 35-40%-ით გუაიაფდება.
ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ - აცხადებენ PSP-ში.
-
პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა მოსახლეობას
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკამ, რომელიც გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს, დაასრულა თავისი პირველი საუკუნე და აფრა აუშვა მეორე საუკუნისკენ, რომელსაც მათ თურქეთის საუკუნე უწოდეს.
„ჩვენი რესპუბლიკა, რომელიც ათასწლოვანი სახელმწიფო ტრადიციის ახალი რგოლია, არის არა პირველი, არამედ უკანასკნელი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ამ მიწებზე დავაარსეთ“. – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკა მათთვის როგორც სიამაყის, ასევე შთაგონების წყაროა.
„დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა“. - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ყველგან, სადაც ჩაგრული და გაჭირვებული ადამიანი თვალცრემლიანია, კავკასიიდან აზიამდე, თურქესტანიდან პალესტინამდე, სწორედ თურქეთი მიდის მის დასახმარებლად და ხელს ჰკიდებს.
„ვერც ერთი იმპერიალისტური ძალა ვერ შეუშლის ხელს თურქეთის რესპუბლიკას იყოს ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
-
აზერბაიჯანში, „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ წვრთნები დაიწყო
აზერბაიჯანში, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ დაიწყო. ამის თაობაზე "TRT- ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება, ბაქოში, ნახიჩევანში და ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რეგიონებში ერთდროულად დაიწყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში მონაწილეობს 3 ათასი პერსონალი, 130 ტანკი და ჯავშანმანქანა, დაახლოებით 100 საარტილერიო და სარაკეტო სისტემა, 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
სწავლებაში მისიები განხორციელდება სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით თანამედროვე საბრძოლო მეთოდების გამოყენებით, აშენდება სპონტანური ხიდები მდინარეების გადაკვეთისთვის და წარმომადგენლობითი დესანტი გადასროლილ იქნება მტრის სიღრმეში.
სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის ურთიერთქმედების და კოორდინაციის გაზრდას, 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...