თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.
„ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ.
კერძოდ, მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი შემდეგ ელ. მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING “, - ნათქვამია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Related items
-
თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა
თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა.ქართული ენის კულტურის ცენტრი სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქართველ მწერლების შემოქმედებასა და საქართველოს ისტორიას გაეცნონ.აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნები გუმუში, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორ-მასწავლებლები და DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.ბატონმა ოსმანმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული კაბინეტის გახსნაში, მიულოცა და წარმატებები ისურვა.#რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი# ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება#ქართული ენის კაბინეტი17 Kasım 2023 tarihinde, Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi’nde Şota Rustaveli Gürcü Dili Bölüm Kitaplığı Açılış etkinliği gerçekleştirildi.Gürcü Dili Bölüm Kitaplığı öğrencilerin Gürcü yazarların eserleri ve Gürcistan tarihi hakkında bilgi edinmelerine olanak sağlanacak.Etkinliğe Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi Rektör Yardımcı Prof. Dr. Nebi GÜMÜŞ, Gürcistan'ın Trabzon Başkonsolosu Sayın Nilkoloz Iashvili, Gürcistan'daki farklı yüksek öğretim kurumlarının rektörleri ve DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze katıldılar.Osman Bey, üniversitenin akademik personelini ve Gürcü Dili Bölüm Kitaplığı açılışında emeği geçen herkesi tebrik ederek başarılar diledi.#Recep Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi#RTEÜ Gürcü Dili ve Edebiyatı Bölüm Başkanlığı#Gürcü Dili Topluluğu -
ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას
ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვ.
„მიუხედავად იმისა, რომ პეროდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძლებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას.
ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან ჩვენ მომხარებელს უკვე 35-40%-ით გუაიაფდება.
ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ - აცხადებენ PSP-ში.
-
პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა მოსახლეობას
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკამ, რომელიც გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს, დაასრულა თავისი პირველი საუკუნე და აფრა აუშვა მეორე საუკუნისკენ, რომელსაც მათ თურქეთის საუკუნე უწოდეს.
„ჩვენი რესპუბლიკა, რომელიც ათასწლოვანი სახელმწიფო ტრადიციის ახალი რგოლია, არის არა პირველი, არამედ უკანასკნელი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ამ მიწებზე დავაარსეთ“. – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკა მათთვის როგორც სიამაყის, ასევე შთაგონების წყაროა.
„დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა“. - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ყველგან, სადაც ჩაგრული და გაჭირვებული ადამიანი თვალცრემლიანია, კავკასიიდან აზიამდე, თურქესტანიდან პალესტინამდე, სწორედ თურქეთი მიდის მის დასახმარებლად და ხელს ჰკიდებს.
„ვერც ერთი იმპერიალისტური ძალა ვერ შეუშლის ხელს თურქეთის რესპუბლიკას იყოს ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.
-
აზერბაიჯანში, „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ წვრთნები დაიწყო
აზერბაიჯანში, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ დაიწყო. ამის თაობაზე "TRT- ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება, ბაქოში, ნახიჩევანში და ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რეგიონებში ერთდროულად დაიწყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში მონაწილეობს 3 ათასი პერსონალი, 130 ტანკი და ჯავშანმანქანა, დაახლოებით 100 საარტილერიო და სარაკეტო სისტემა, 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
სწავლებაში მისიები განხორციელდება სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით თანამედროვე საბრძოლო მეთოდების გამოყენებით, აშენდება სპონტანური ხიდები მდინარეების გადაკვეთისთვის და წარმომადგენლობითი დესანტი გადასროლილ იქნება მტრის სიღრმეში.
სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის ურთიერთქმედების და კოორდინაციის გაზრდას, 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
-
სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა
2023 წლის 15-16 სექტემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის ბიზნეს საბჭოს რიგით მე-10 სამიტი გაიმართა.აღნიშნულ სამიტზე განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობა.თურქეთის ბიზნეს საბჭოს სამიტს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი თურქეთის მთავრობის წევრები, დიპლომატიური და დიასპორული კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.აღნიშნულ ღონისძიებას, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დესწრო და მონაწილეობა მიიღო B2B შეხვედრებში. ბატონმა ოსმანმა ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევას, როგორც ქვეყნის საზღვრებს შიგნით, ისე მის გარეთ. DEIK-ს წვლილი შეაქვს თურქეთის ექსპორტის გაზრდაში და კოორდინაციას უწევს მსგავსი საქმიანობის წარმართვას.
ბიზნეს ნიუსი

IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა!
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! IWSC კონკურს...

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარ...

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...