საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

გამოქვეყნებულია სამხედრო
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2023 15:44

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. აღინიშნა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული. თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

წაკითხულია 1171 ჯერ

Related items

  • თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა
    თურქეთის ქალაქ რიზეში, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ენის კულტურის ცენტრი გაიხსნა.
    ქართული ენის კულტურის ცენტრი სტუდენტებს საშუალებას მისცემს ქართველ მწერლების შემოქმედებასა და საქართველოს ისტორიას გაეცნონ.
    აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნები გუმუში, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორ-მასწავლებლები და DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
    ბატონმა ოსმანმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული კაბინეტის გახსნაში, მიულოცა და წარმატებები ისურვა.
    #რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტი
    # ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება
    #ქართული ენის კაბინეტი
     
    17 Kasım 2023 tarihinde, Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi’nde Şota Rustaveli Gürcü Dili Bölüm Kitaplığı Açılış etkinliği gerçekleştirildi.
    Gürcü Dili Bölüm Kitaplığı öğrencilerin Gürcü yazarların eserleri ve Gürcistan tarihi hakkında bilgi edinmelerine olanak sağlanacak.
    Etkinliğe Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi Rektör Yardımcı Prof. Dr. Nebi GÜMÜŞ, Gürcistan'ın Trabzon Başkonsolosu Sayın Nilkoloz Iashvili, Gürcistan'daki farklı yüksek öğretim kurumlarının rektörleri ve DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze katıldılar.
    Osman Bey, üniversitenin akademik personelini ve Gürcü Dili Bölüm Kitaplığı açılışında emeği geçen herkesi tebrik ederek başarılar diledi.
    #Recep Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi
    #RTEÜ Gürcü Dili ve Edebiyatı Bölüm Başkanlığı
    #Gürcü Dili Topluluğu
  • ხელმისაწვდომი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით PSP განაგრძობს თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას

    ფარმაცევტული პროდუქტების გაიაფების მიზნით PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ მილიონზე მეტი ლარის 68 დასახელების მედიკამენტი, 110 000 კოლოფი შემოიტანა. არსებული თურქული მედიკამენტების ასორტიმენტს 11 დასახელების პრეპარატი დაემატა, რომლებიც პირველად შემოვიდა თურქეთის ბაზრიდან; მათ შორის დეპაკინი სუსპენზია, ვოლტარენის სანთლები, პლაქვენილი, ტანტუმ ვერდე დუო და სხვ.

    „მიუხედავად იმისა, რომ პეროდულად თურქეთში მედიკამენტების ფასები იზრდება და იცვლება რეგულაციები, PSP აქტიურად აგრძლებს თანამშრომლობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან და მაინც ვახერხებთ თურქული იაფი მედიკამენტებით საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფას.  

     ამ ეტაპზე 11 ახალი დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელიც აქამდე თურქეთიდან არ შემოსულა. ეს მედიკამენტები დღეიდან ჩვენ მომხარებელს უკვე 35-40%-ით გუაიაფდება.  

    ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ - აცხადებენ PSP-ში.

  • პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით მიმართა მოსახლეობას

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა მოსახლეობას.

    პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკამ, რომელიც გამოცხადდა 1923 წლის 29 ოქტომბერს, დაასრულა თავისი პირველი საუკუნე და აფრა აუშვა მეორე საუკუნისკენ, რომელსაც მათ თურქეთის საუკუნე უწოდეს.

    „ჩვენი რესპუბლიკა, რომელიც ათასწლოვანი სახელმწიფო ტრადიციის ახალი რგოლია, არის არა პირველი, არამედ უკანასკნელი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ამ მიწებზე დავაარსეთ“. – განაცხადა მან.

    პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკა მათთვის როგორც სიამაყის, ასევე შთაგონების წყაროა.

    „დღეს თურქეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელიც ეხმარება თავის რეგიონში და მსოფლიოში მათ, ვისაც არავინ ჰყავს, ისე როგორც გაზი (მუსტაფა ქემალ ათათურქს) სურდა“. - განაცხადა ერდოღანმა.

    მისივე თქმით, ყველგან, სადაც ჩაგრული და გაჭირვებული ადამიანი თვალცრემლიანია, კავკასიიდან აზიამდე, თურქესტანიდან პალესტინამდე, სწორედ თურქეთი მიდის მის დასახმარებლად და ხელს ჰკიდებს.

    „ვერც ერთი იმპერიალისტური ძალა ვერ შეუშლის ხელს თურქეთის რესპუბლიკას იყოს ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებული“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

  • აზერბაიჯანში, „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ წვრთნები დაიწყო

    აზერბაიჯანში, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ დაიწყო. ამის თაობაზე "TRT- ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება, ბაქოში, ნახიჩევანში და ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რეგიონებში ერთდროულად დაიწყო.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში მონაწილეობს 3 ათასი პერსონალი, 130 ტანკი და ჯავშანმანქანა, დაახლოებით 100 საარტილერიო და სარაკეტო სისტემა, 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

    სწავლებაში მისიები განხორციელდება სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით თანამედროვე საბრძოლო მეთოდების გამოყენებით, აშენდება სპონტანური ხიდები მდინარეების გადაკვეთისთვის და წარმომადგენლობითი დესანტი გადასროლილ იქნება მტრის სიღრმეში.

    სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის ურთიერთქმედების და კოორდინაციის გაზრდას, 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

  • აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა

    აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ჰასანოვმა გიულერს მიაწოდა ინფორმაცია ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მიერ დაწყებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შესახებ.

    გიულერმა განაცხადა, რომ თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში კონსტიტუციური წყობის აღდგენის, სომხური შეიარაღებული ძალების დანაყოფების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური