შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 02 თებერვალი 2023 15:20
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერებისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამონარიდები წაიკითხეს სხვადასხვა ცნობილი მწერლის/პოეტის შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის და ჟორჟ ნაველის წიგნებიდან.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში თებერვლის პირველ ოთხშაბათს აღნიშნავენ.
 
ფოტოალბომი: https://bit.ly/3kTjXvr
წაკითხულია 293 ჯერ

Related items

  • "ლიბერთის" და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტით ბავშვებმა წიგნები საჩუქრად საქართველოს 120 სოფელში მიიღეს

    „ლიბერთი “უკვე ერთი წელია რაც "მთიელი წიგნები"-ს სტრატეგიული პარტნიორი გახდა. პროექტი მთაში მცხოვრებ ბავშვებთან და მოზარდებთან   თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო პერიოდის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით ახალ თაობაში  კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს.

    პროექტის მთავარი მიზანია, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.

    "ლიბერთის" ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, 7300 წიგნი  საჩუქრად მიიღო გურიის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის 120 მაღალმთიან სოფელში მცხოვრებმა 2647-მა ბავშვმა.  პროექტის ფარგლებში, წიგნები ასევე გადაეცათ ამავე რიგიონების 35 სასკოლო ბიბლიოთეკა.

    ,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება  განათლების ხელშეწყობაა.  მთელი წლის განმავლობაში, „მთიელი წიგნების“ გუნდთან ერთად, საქართველოს მაღალმთიან  რეგიონებში წიგნების გადაცემისას ვხედავდით ბავშვების სიხარულით გამოწვეულ  ემოციებს.  წიგნების მიმართ ახალი თაობის ეს დამოკიდებულება   უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენი მოგზაურობა მომავალშიც გავაგრძელოთ და რაც შეიძლება ბევრი ბავშვი გავახაროთ.  ლიბერთი, კითხვის პოპულარიზაციას მომავალშიც შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა.

    „მოხარული ვარ, რომ ლიბერთისთან დამეგობრებით „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული  პროექტი ბევრად  მასშტაბური გახდა. მომავალ წელსაც, საქართველოს მთიან რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ბავშვს, აუცილებლად ადგილზე ჩავუტანთ და ვაჩუქებთ მათთვის საოცნებო წიგნებს.  ჩვენი მოგზაურობებისას მუდმივად ვრწმუნდებით, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას მართლაც ყველაზე დიდი ძალა აქვს“,- განაცხადა გიორგი კივილაძემ, „მთიელი წიგნების“ იდეის ავტორმა.

    https://bit.ly/488Eobn

    ,,მთიელი წიგნების“ შესახებ :

    "მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ორი წლის წინ გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მოგზაურობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

    "ლიბერთი ბანკის" შესახებ:

    "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • IBSU-ში მადლიერების დღე აღინიშნა!

    ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.

    ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

    სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.

  • IBSU-ში სამეცნიერო ღონისძიება “მეცნიერება და საზოგადოება” გაიმართა
    მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება - “მეცნიერება და საზოგადოება”.
    ღონისძება მიზნად ისახავდა მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმა.
    ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ. შეხვედრას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი.
    ღონისძიება 5 პანელისგან შედგებოდა: უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ისაუბრა მეცნიერებაში თანამედროვე ტრენდებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ; სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა წარმოადგინეს განხორციელებული კვლევების შედეგები; მოხდა შიდა და გარე საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევების განხილვა და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.
    მეცნიერების საერთაშორისო დღე 10 ნოემბერს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება.
  • IBSU-ში 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა.

    ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. 

    თამარ მახარაშვილის განცხადებით, IBSU ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს თავისი გამორჩეული ნიშა და ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.

    "ვულოცავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ წინ. ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ყოველ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი აფასებს აკადემიური პერსონალის ღვაწლს და საუკეთესოებს გამოყოფს. გისურვებთ ამ არაჩვეულებრივი ტრადიციის გაგრძელებას და კიდევ ბევრი ახალი სიახლისა და ტრადიციის დანერგვას უნივერსიტეტში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

    რექტორის განცხადებით, IBSU-ს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ ბევრი ახალი სიახლე და ტრადიცია დაინერგება.

    "დღეს იყო გასაოცარი დღე IBSU-ში. ოფიციალურად დავიწყეთ სასწავლო პროცესი და გვესტუმრა ძალინ დიდი სტუმარი, ჩვენი განათლების მინისტრის მოადგილე. ოფიციალურად უკვე სტარტი აიღო IBSU-ში სასწავლო წელმა. თუმცაღა, სწავლება უკვე დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ეს იყო ჩვენი IBSU-ს დიდხნიანი ტრადიცია, რომელსაც გავაგრძელებთ და უფრო ლამაზს გავხდით მომავალში." განაცხადა რექტორმა.

    უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორმა საპატიო ემერიტუსის წოდება გადასცა IBSU-ს აფილირებულ პროფესორს, ნათელა დოღონაძეს, რომელიც 200-ზე მეტი პუბლიკაციის და 14 წიგნის ავტორია. 

    განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა დააჯილდოვა 2022-2023 აკადემიური წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები, ეკონომიკის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, აზერ დილანჩიევი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა დევიძე, აფილირებული პროფესორი, ნიკა ჩიტაძე, ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დალი ოსეფაშვილი და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა ფიფია.

    ასევე, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე სტუდენტების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მენტორები, აფირილებული ასოცირებული პროფესორი, ირაკლი ხვთისიაშვილი, პროფესორი დავით გეფერიძე, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გიორგი მანდარია და უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ინგა ტყემალაძე. 

  • ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა

    2023 წლის 24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს

    ორგანიზებით გაიმართება, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი

    საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023.

    BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ის მიზანია, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია,

    საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების

    გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მიიღონ სრული ინფორმაცია

    სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.

    გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა

    შემეცნებით-გასართობი პროგრამები.

    BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023-ში მონაწილეობას იღებს 40-მდე ადგილობრივი

    და საერთაშორისო დაწესებულება.

    გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ: უმაღლესი სასწავლებლები, კულტურულსაგანმანათლებო ორგანიზაციები და ფონდები, წიგნის სადისტრიბუციო

    კომპანიები, გამომცემლობები, სტამბები, წიგნის მაღაზიები, ჟურნალ-გაზეთები,

    ქართული კულტურის ცენტრები, უცხო ენის ცენტრები.

    გამოფენის მხარდამჭერები არიან: ა/რ მთავრობა, აჭარის განათლების, სპორტისა და

    კულტურის სამინისტრო, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

    თურქეთის განათლების სამინისტრო, ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–

    სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს

    საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD),

    ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

    (BAG), ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური