„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამა პრე-აქსელერატორი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 31 იანვარი 2023 19:51

Impact Hub Tbilisi, ეფეს საქართველოს მხარდაჭერით, იწყებს განაცხადების მიღებას პრე-აქსელერაციის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას. 

პრე-აქსელერატორში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს/კომპანიებს, რომელთა ფოკუსიც არის ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ.

პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 15 თებერვლის ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: shorturl.at/abI02

7 თებერვალს, 16:00 საათზე, გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ დეტალები პროგრამის შესახებ, გაიცნონ ორგანიზატორები და დასვან პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა. საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად შემოგვიერთდით ბმულზე: shorturl.at/EGIN4

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) და გაგრძელდება 12 კვირას (მარტი - ივნისი, 2023). მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს/კომპანიებს ჩამოყალიბებული ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFES Georgia, Startup Büro.

წაკითხულია 217 ჯერ

Related items

  • „ეფეს საქართველომ“ თიანეთში ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო

    „ეფეს საქართველომ“ თიანეთში, სიმონიანთხევის სატყეო უბანში,  ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო. გუშინ ხეების დარგვის პროცესში ჩაერთნენ კომპანიის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად. მათ ჯერ დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია და შემდეგ დარგეს ხეები. მნიშვნელოვანია, რომ „ეფეს საქართველო“  „ტყის მეგობრის“ პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.

    შეგახსენებთ, რომ „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში "ტყის მეგობარი". ლუდი „EFES Special“ „ტყის მეგობრის“ პროექტის ფარგლებში იზრუნებს თიანეთის სატყეო უბანში 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე. პროექტის შედეგად გაიხარებს 36 000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ „EFES Special-ის“ მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე. 

    „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება „ეფეს საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი და დეკლარირებული პრიორიტეტია, განსაკუთრებით გარემოს დაცვის მიმართულებით. „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში და ლუდი „EFES Special“,ტყისმეგობრისპროგრამისფარგლებში,თიანეთისსატყეოუბანში 12 ჰექტარიტყისგანახლებაზე იზრუნებს. ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. გარდა ამ ჩართულობისა,  რაც გულისხმობს ტყის განახლების დაფინანსებასა და ხელშეწყობას,  პროდუქტის კომუნიკაცია და არსი სრულად დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე,  ლუდის ბოთლზე დატანებულია QR კოდი და მისი დასკანერებით, მომხმარებელი ავტომატურად ხდება პროექტის თანამონაწილე და ტყის მეგობარი,“   - განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთევან ჟვანია. 

    “მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით წელს, ზაფხულში შეიქმნა და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მათ მხარდამჭერები სწრაფად გამოუჩნდა, „ეფეს საქართველო“ გახდა პირველი კომპანია, რომელიც გახდა „ტყის მეგობარი“. სწორედ ისინი იზრუნებენ თიანეთისსატყეოუბანშიტყისგანახლებაზე. მომავალი სამი წლის განმავლობაში 12 ჰექტარზე განხორციელდება ტყის აღდგენითი სამუშაოები და ჩვენ აქ მივიღებთ ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ტყის ეკოსისტემას, რომელიც შეასრულებს ყველა ფუნქციას, როგორიცაა ეკოლოგიური და სოციალური,  ასევე ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს, რადგან ეს ტერიტორია  სიონის ტბასთან ახლოსაა და მნიშვნელოვანია რეკრეაციული დატვირთვის თვალსაზრისით,“ - აღნიშნავს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.

    „ტყის მეგობრის“ მიზანია გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ასევე მისცეს ადამიანებს საშუალება მოუარონ და გაახარონ ტყეები.  „ტყის მეგობარი“ გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა. პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს, როგორც მოხალისეობრივი ჩართულობით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით.

    „ტყის მეგობრის“ პლატფორმაზე დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია 969 მოხალისე, ინდივიდუალურმა შემოწირულობამ 454, ხოლო კორპორატიულმა 64 923 ლარი შეადგინა.  შეძენილია 29 000 ევროს ღირებულების ტყის აღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები. სულ მალე პლატფორმაზე 2024 წელს განსახორციელებელი ტყის აღდგენის პროექტები დაემატება.

    EFES Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის, ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი, სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც სთავაზობს. პროდუქტის კომუნიკაცია და არსი დაფუძნებულია გარემოსდაცვით კამპანიაზე - ახალი EFES-ის შეძენისას ავტომატურად ხდები ტყის მეგობარი!

    შევხვდებით ჩვენს აღდგენილ ტყეში!

  • „ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო

    23 მარტს, სტარტი აიღო „ეფეს საქართველოს“და Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერაციის პროგრამამ, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას. 

    შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო,  განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9 გუნდი შეირჩა, რომელთა ფოკუსიც იყო  ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ. ისინი მომდევნო 12 კვირის განმავლობაში საკუთარი სტარტაპის/კომპანიის განვითარებაზე იმუშავებენ.

    შერჩეული მონაწილეები არიან:

    -        არემარე - ეკოსაგანმანათლებლო, სარეკრეაციო, სადემონსტრაციო სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ეკომეგობრული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ენერგოეფექტური მშენებლობისა და რეგენერაციული მეურნეობის მიდგომების პოპულარიზაციასა და დანერგვას. 

    -        AI Farmer - სათბურების მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც აერთიანებს კვალიფიცირებული აგრონომების ცოდნას, უახლოეს ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.

    -        მწვანე საჩუქარი - ნარჩენის ეფექტური ლოჯისტიკური სქემით შეგროვება და გადამუშავებული ნარჩენისგან მეორეული, ეკომეგობრული, პროდუქტების დამზადება.

    -        Preshfood -მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას შეღავათიან ფასად შეიძინოს საკვები, რომელიც მათთვის საყვარელ კაფეებს, საკონდიტროებსა თუ მაღაზიებს ჭარბად აღმოაჩნდათ.

    -        ხიბლი - გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ემსახურება ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენების გადამუშავებასა და კომპოსტირებას.

    -        DAMSI Block - ენერგოეფექტური და ეკომეგობრული სამშენებლო მასალა, რომელიც მნიშვნელოვანად ამცირებს მშენებლობის ხარჯებს.

    -        Da Vinci Green Systems - დინამიური სისტემები სათბურებისთვის, რომლებიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღონ 2-ჯერ მეტი მოსავალი 4-ჯერ ნაკლები ინვესტიციით.

    -        Ecomap - ცირკულარული ეკონომიკის ციფრული ეკოსისტემა.

    -        With us -დამგზავრების აპლიკაცია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთსა და იმავე მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს.

    „საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ცირკულარულიეკონომიკის მხარდაჭერა და შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია, ეს არის „ეფეს საქართველოს“ სამეწარმეო პროგრამის ძირითადი მიზნები.შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, გასაუბრების საფუძველზე ჩვენ მიერ 9 გუნდი შეირჩა. მათი აქსელერაციის პროცესი 3 აპრილიდან დაიწყება და ისინი საკუთარი სტარტაპების განვითარებაზე იმუშავებენ. ეს იქნება 12 კვირიანი პროექტი - ერთგვარი  სწავლება. მასში ჩართულები იქნებიან დარგის სპეციალისტები. სტარტაპებს მოვამზადებთ იმისთვის, რომ შემდეგი ეტაპისთვის -  დაფინანსებისთვის მზად იყვნენ. გასათვალისწინებელია ის, რომ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ბიზნესის საქმეც არის. მასში  ჩართულობა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია „ეფეს საქართველოსთვის“,  - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი,ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. 

    გასათვალისწინებელია, რომ პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები) და გაგრძელდება 12 კვირას (აპრილი-ივნისი, 2023). მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Impact Measurement, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

    პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს/კომპანიებს ჩამოყალიბებული ექნებათ: ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად. პროგრამის დასასრულს გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდები წარადგენენ 3-თვიანი მუშაობის შედეგებს.

    ცნობისათვის, პრე-აქსელერატორის ორგანიზატორები არიან EFES Georgia, Impact Hub Tbilisi, Startup Büro.

     „ეფეს საქართველოს” შესახებ

    „ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.

    „ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში.

    „ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.

  • ეკომეგობრული იდეების ხელშესაწყობად, საქართველოში იდეათონი ტარდება

    “სტარტაპ ბიურო”, “იმფაქთ ჰაბ თბილისსა” და “ფორსეტთან” თანამშრომლობით, იდეათონს (იდეების კონკურსს) მასპინძლობს. იდეათონი “ეფეს საქართველოს” მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ტარდება და მისი თემა გარემოს დაცვა და ცირკულარული ეკონომიკაა. იდეათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

    მონაწილეობისთვის აუცილებელია აპლიკაციის ფორმის შევსება 16 დეკემბრამდე: https://forms.gle/Hcbw3P82TvNjFUKY7

    იდეთონის ფარგლებში, ასევე, ტარდება უფასო ვორკშოპების სერია მათთვის, ვისაც კონკურსში მონაწილეობა სურს, თუმცა იდეა ჯერ არ აქვს და რელევანტურ თემებზე ცოდნისა და ინსპირაციის მიღება უნდა. გასულ კვირებში უკვე ჩატარდა ორი ვორკშოპი ნარჩენების გადამუშავებასა და HR მართვის პროცესების გაციფრულებაზე. მესამე და საბოლოო ვორკშოპი კი დაგეგმილია 16 დეკემბერს.

    ვორკშოპის თემა: მდგრადი მოხმარება

    დრო: 14:00 სთ.

    მისამართი: Impact Hub Tbilisi, ნინოშვილის 8, თბილისი

    ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/Q2pAoAvsH9McXfZ27

    იდეათონის დასკვნით ფაზაზე, 25 დეკემბერს, თბილისში ჩატარდება ერთდღიანი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი), რომლის დროსაც შერჩეული მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს გამოცდილი მეწარმეებისგან და გაიგებენ მეტს ბიზნესმოდელის შექმნის, ბიუჯეტირების, ფინანსებისა და იმ ყველაფრის შესახებ, რაც საკუთარი იდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნისთვის სჭირდებათ.

    “ეფეს საქართველოს” მეწარმეობის პროგრამის პრეზენტაცია 3 ნოემბერს, PechaKucha Night Tbilisi-ის ღონისძიებაზე გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. “ეფეს საქართველო” ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.

  • „ეფეს საქართველომ“ PechaKucha Night-ის ღონისძიებაზე ახალი ანტერპრენერული პროგრამა წარადგინა

    “ეფეს საქართველომ“ „სტარტაპ ბიუროსა“ და „იმპაქტ ჰაბ თბილისთან“ ერთად PechaKucha Night Tbilisi-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე „ეფეს საქართველომ“ ანტერპრენერული პროგრამა წარადგინა.
    ღონისძიების კონცეფციაა „Going Green“. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ როგორ ცდილობს მათი ორგანიზაციები უკეთესობისკენ შეცვალონ საქართველო, რეგიონი და მსოფლიო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი თითოეული კომპანია ხელს უწყობს მსოფლიო გახდეს უფრო მწვანე და ცდილობს უკეთესი გახადოს სამყარო ადამიანების ჩვევების ცვლილებით. PechaKucha Night-ზე ასევე განიხილეს კრეატიული იდეები და ინიციატივები, რომ მსგავსმა აქტივობებმა უფრო თვალსაჩინო შედეგები გამოიღოს.
    “ეფეს საქართველოსთვის“ მდგრადი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ამჟამად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსა და რესურსების დაცვას, ასევე, საქართველოს მომავალი თაობისთვის გარემოს გაუმჯობესებას. მდგრადი განვითარება, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, “ეფესის“ პრიორიტეტია.
    „ეფეს საქართველოს“ ანტერპრენერული პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.
    „ეფეს საქართველომ“, როგორც პასუხისმგებლიანმა კომპანიამ, გადავწყვიტეთ, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში, რადგან ინდუსტრია ინოვაციური ეკოსისტემის ერთ-ერთი ორგანული ნაწილია. იმდენად ფრაგმენტულია ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი, რომ კორპორაციების ჩართვა ამ საქმეში წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყიტეთ დავიწყოთ ახალი ანტერპრენერული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს იმ იდეების შეგროვებას გარემოს დაცვის, ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით, რომლის აქსელერაციასაც და სტარტაპებად გადაქცევასაც „ეფეს საქართველო“ დააფინანსებს,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

    PechaKucha-ს შესახებ

    PechaKucha 2003 წელს იაპონიაში, ცნობილი არქიტექტორების, ასტრიდ კლეინისა და მარკ დითამის მიერ დაარსდა. თავად სიტყვა PechaKucha იაპონური წარმოშობისაა და ინგლისურად “chit-chat” ითარგმნება.
    ამ დროისთვის, PechaKucha Nights თითქმის 1300 ქალაქში ტარდება. ღონისძიებას არაფორმალური, სახალისო შეკრების კონცეფცია აქვს, სადაც იკრიბებიან კრეატიული ადამიანები, ნოვატორები, მეწარმეები და ერთმანეთს თავიანთ იდეებს, პროექტებსა და აზრებს უზიარებენ PechaKucha 20x20 ფორმატში.
    PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატი 20 სურათისგან შემდგარ სლაიდშოუს გულისხმობს, რომლებიც წამებში იცვლება. სლაიდშოუ უწყვეტია და თითოეულ მონაწილეს თავისი ისტორიის მოსაყოლად 400 წამი აქვს.

    „ეფეს საქართველოს“ შესახებ

    „ეფეს საქართველო“ “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის” (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს “ნატახტარის” ლუდსა და ლიმონათს და ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ ლიცენზირებულ ლუდს ქართული ბაზრისთვის.
    „ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 21 ქვეყანაში.

    „სტარტაპ ბიუროს“ შესახებ

    „სტარტაპ ბიურო“ მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.

  • „ეფეს საქართველომ“ წამყვანი ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებს ‘Project Future’ სტაჟირების პროგრამა გააცნო!
    24 ოქტომბერს, San Diego State University Georgia-ის ორგანიზებით, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ABET პროგრამების წარმატებული სტუდენტები STEM-ის შემდეგი მიმართულებებით:
    ელექტრული ინჟინერია
    ქიმია-ბიოქიმია
    კომპიუტერული ინჟინერია
    კომპიუტერული მეცნიერებები
    სამოქალაქო ინჟინერია
    სტუდენტებს გავაცანით „ეფეს საქართველოში“ წარმოებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობები, რამაც მათი დიდი ინტერესი გამოიწვია.
    გვეამაყება, რომ 2021 წლიდან დღემდე „ეფეს საქართველოს“ სხვადასხვა დეპარტამენტში სტაჟირება 21-მა სტუდენტმა გაიარა და პროგრამა 2023 წლიდან კვლავ განახლდება!

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური