ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
Boeing 747-ის ტიპის სარაკეტო თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Virgin Orbit-ს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლიდან აფრინდა.
მოგვიანებით რაკეტა თვითმფრინავს ატლანტის ოკეანის თავზე მოშორდა და აალდა.
თუმცა, Virgin Orbit-მა საკითხთან დაკავშირებით Twitter -ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იყო ანომალია, რამაც ხელი შეუშალა რაკეტას ორბიტაზე გასვლაში.
თვითმფრინავი კი კორნუოლში დაბრუნდა, როგორც დაგეგმილი იყო.
მისია წარმატებული რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი იქნებოდა იმ 9 ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გააგზავნა.
Related items
-
Air Astana ზაფხულის განრიგზე გადადის!
ავიაკომპანია Air Astana ზაფხულის პერიოდიდან თბილისისა და ალმა-ათის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შესრულებს. ასევე ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ბათუმი-ალმა-ათი და თბილისი-ასტანას მიმართულებით.
ყაზახურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ავიარეისები ბათუმსა და ალმა-ათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა.
თბილისსა და ასტანას შორის კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით.
„Air Astana“ ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
-
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. დოკუმენტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე რაუნდის ფარგლებში გაფორმდა.
საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების მიხედვით, ავიასაწარმოებს საშუალება ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც განხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. ასევე, შეთანხმების პროექტით დარეგულირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება, უფლებების მინიჭება, ავიაგადამზიდველების დანიშვნა, ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება, ავიაკომპანიების მიერ ერთობლივი კოდების გამოყენება და ა.შ.
„აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის ამაღლებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან, ჩინეთთან, კორეის რესპუბლიკასთან, ინდოეთთან, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ბაჰრეინთან, კატართან და ა.შ.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ორმხრივად გაფორმების საჭიროება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დადგა.
-
ჩინეთმა კოსმოსში 14 ახალი თანამგზავრი გაგზავნა!
ტაიუანი, 15 იანვარი /სინხუა/ კვირას ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა 14 ახალი თანამგზავრი.
14 ახალი თანამგზავრი გაუშვეს სპეციალური დამხმარე რაკეტგადამზიდი მოწყობილობა Changzhen-2G Launch Vehicle გამოყენებით.
ახალი თანამგზავრების გაშვება, მათ შორის Tsilu-2 და Tsilu-3, მოხდა პეკინის დროით 11:14 საათზე, ტაიუანის კოსმოდრომიდან შანსის პროვინციაშ.
შედეგად, ყველა თანამგზავრი წარმატებით გავიდა მითითებულ ორბიტაზე.
-
ჩინეთმა კოსმოსში სამი ახალი თანამგზავრი გაუშვა
ვენჩანი, 9 იანვარი (სინხუა) -- ორშაბათს ჩინეთმა, ვენჩანის კოსმოსური ცენტრიდან (სამხრეთ ჩინეთის კუნძულის პროვინცია ჰაინანში) ორბიტაზე წარმატებით გაუშვა სამი ახალი თანამგზავრი.
კოსმოსურმა თანამგზავრებმა Shijian-23, Shiyan-22A და Shiyan-22B, რომლებიც Long March 7-ის გადამზიდავი რაკეტის შეცვლილი ვერსიის დახმარებით გაუშვეს, წარმატებით მიაღწიეს დაგეგმილ ორბიტას.
თანამგზავრი Shijian-23 ძირითადად გამოიყენება სამეცნიერო ტესტირებისა და ტექნიკური გადამოწმებისთვის, ხოლო Shiyan-22A და Shiyan-22B თანამგზავრები გამოიყენება ახალი ტექნოლოგიების ორბიტაზე გადამოწმების ტესტებისთვის, მათ შორის კოსმოსური გარემოს მონიტორინგისთვის.
შეგახსენებთ, რომ „შიჯიანის“ / Shijian-23, Shiyan-22A და Shiyan-22B / სერიის გამშვები მანქანებისთვის ეს ფრენა ზედიზედ 459-ე იყო.
-
ჩინეთმა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა ექსპერიმენტული თანამგზავრი, Shiyan-10 02
სიჩანი, (სინხუა) – ხუთშაბათს ჩინეთმა ორბიტაზე წარმატებით გაუშვა ექსპერიმენტული თანამგზავრი, შიიან-10 02 /Shiyan-10 02/. კოსმოსური ხომალდის გაშვება განხორციელდა პეკინის დროით 12:43 საათზე, სიჩანის კოსმოდრომიდან სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, Long March-3B გამშვები მანქანის (CZ-3B ან Long March-3B) გამოყენებით.
ახალი თანამგზავრი ძირითადად გამოყენებული იქნება კოსმოსური გარემოს მონიტორინგის ახალი ტექნოლოგიების შესამოწმებლად.
აღსანიშნავია, რომ „ჩანჩჟენის“ /"Чанчжэн-3Б" /CZ-3B или Long March-3B/ სერიის გამშვები მანქანებისთვის ეს ფრენა ზედიზედ 458-ე იყო.
ბიზნეს ნიუსი

Visa საქართველოში ინოვაციებისა და თანამშრომლობის ბრწყინვალე 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
თბილისი, დეკემბერი 11, 2023 — Visa, ციფრული გადახდ...

სიახლე ჩვენიანებს - იპოთეკური სესხის განსაკუთრებული პირობები იმ მომხმარებლებს, რომლებიც უძრავ ქონებას პირველად შეიძენენ
#ჩვენიანის ფარგლებში, ლიბერთი განსაკუთრებულ პირობე...

პირველი საერთაშორისო კონფერენცია კურორტების განვითარების თემაზე
350-მდე დელეგატი და მსოფლიოს წამყვანი 10 ექსპერტის...

გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დ...