სარატოვში სამხედრო ბაზას თავს უკრაინული უპილოტო აპარატი დაესხა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2022 12:39

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ სარატოვში, ენგელსის სამხედრო ავიაბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ენგელსის სამხედრო ავიაბაზას ქალაქ სარატოვში.

იქვე აღნიშნულია, რომ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით 01:35 საათზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

ცნობილი გახდა, რომ აპარატის ნაწილების ბაზაზე ჩამოვარდნის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა. უკრაინას თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 5 დეკემბერს ენგელსის სამხედრო ბაზაზე და დიაგილევოს სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 2 თვითმფრინავი დაზიანდა.

რუსეთი ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზას უკრაინის სხვადასხვა წერტილში შორი რადიუსის რაკეტების გასაშვებად იყენებს.

წაკითხულია 137 ჯერ

Related items

  • ჩინეთის ბაოჰეს რაიონში კურსირება დაიწყო ორმა ექსპერიმენტულმა, უპილოტო ავტობუსმა

    ჰეფეი, 21 თებერვალი (სინხუა) -- ქალაქ ჰეფეიში, /აღმოსავლეთ ჩინეთის ანჰუის პროვინციის ცენტრი/ მოძრაობა დაიწყეს უპილოტო ავტობუსებმა. ხოლო თებერვლის შუა რიცხვებიდან ჩინეთის ბაოჰეს რაიონში კურსირება დაიწყო ორმა ექსპერიმენტულმა, უპილოტო ავტობუსმა.

    ავტობუსის ხაზი გადის ბაოჰეს რაიონში და მისი საერთო სიგრძე 15 კმ-ს შეადგენს. ეს თვითმართვადი ავტობუსები უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებას იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ საწარმოებში.

    ავტობუსის ბილეთის დაჯავშნა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო საპილოტე ფაზაში მგზავრობა უფასოა. აღნიშნულმა უპილოტო ავტობუსებმა გზებზე სატესტო რეჟიმში მოძრაობა 2022 წლის აგვისტოში დაიწყეს.

    უწყვეტი სიღრმისეული „სწავლისა“ და ალგორითმების ოპტიმიზაციის წყალობით, ავტობუსის მართვის უნარებმა მიაღწია მძღოლების დონეს ორი ან სამი წლის მართვის გამოცდილებით, აცხადებენ კომპანიაში.

    ავტობუსების სიჩქარე დაახლოებით 30 კმ/სთ-ია და თითოეულ ავტობუსში ათზე მეტი ადამიანი ეტევა. ავტობუსები აღჭურვილია ორი მონიტორით, რომლებიც გზის მდგომარეობას რეალურ დროში აჩვენებს.

  • პრემიერ-მინისტრი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს” მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის” სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. 

    FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით. WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ.

    შპს „დელტა-ვებე” საქართველოში დაფუძნდა „დელტას” 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა” და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. 

    სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის” ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • შანხაიში გაიხსნა ავტონომიური მართვის (უპილოტო) ჩქაროსნული გზების პირველი პარტია

    შანხაი, 8 ნოემბერი (სინხუა) - შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ავტონომიური მართვის (უპილოტო) ჩქაროსნული გზების პირველი პარტია, ამის შესახებ განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

    G1503 Ring ჩქაროსნული გზის 21,5 კმ მონაკვეთი და G2 პეკინ-შანხაი ჩქაროსნული გზის 19,5 კმ მონაკვეთი გამოყოფილია თვითმართვადი (უპილოტო) მანქანებისთვის, განაცხადა შანხაის ტრანსპორტის კომიტეტის სპიკერმა Smart Transport Forum-ზე გამოსვლისას, რომელიც ორშაბათს გაიხსნა.

    ამჟამად შანხაიში გახსნილია 926 თვითმართვადი (უპილოტო) მანქანის ტესტირების გზა, რომელიც გთავაზობთ 15000 ტესტის სცენარს. კერძოდ, სატესტო მაგისტრალების სიგრძესა და ტესტირების სცენარების რაოდენობის მიხედვით, აღმოსავლეთ ჩინეთის ეს მეტროპოლია პირველ ადგილზეა ქვეყანაში.

    ამჟამად ქალაქი მზად არის დაამონტაჟოს ე.წ. ჭკვიანი მანქანების სისტემა და აპლიკაციები, რათა ეფექტურად შეუწყოს ხელი ავტონომიური მართვისა და მისი კომერციული გამოყენების სადემონსტრაციო ოპერაციას.

    ორშაბათს, შანხაიში ასევე გამოქვეყნდა ე.წ. ჭკვიანი მანქანების საჩვენებელი მუშაობის ექსპლუატაციის ნორმები და წესები.

  • კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა

    უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ხელისუფლების ცნობით, თავდასხმები განხორციელდა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებით.

    კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ დედაქალაქის შევჩენსკის რაიონში 4 სხვადასხვა აფეთქება მოხდა.

    კლიჩკომ გაავრცელა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებისგან დარჩენილი ნაწილების ფოტო, რომლებიც თავდასხმისას იქნა გამოყენებული, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

    თავდასხმის შედეგად კიევის ცენტრში მდებარე შენობას მცირე დაზიანება მიადგა.

    რაიონში მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატის გასანეიტრალებლად.

    სროლის შემდეგ ტერიტორიაზე ორი აფეთქების ხმა გაისმა.

    რეგიონში, სადაც თავდასხმა მოხდა ქუჩები კვამლით აივსო და მაცხოვრებელთა ნაწილამა სახლები დატოვა და სხვა რაიონებში წავიდა.

    რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმების სერია 10 ოქტომბერს დაიწყეს.

  • აშშ-მა ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

    ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ძალების (CENTCOM) სარდლობამ განაცხადა, რომ ერბილისკენ მიმავალი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    (CENTCOM) სარდლობამ წერილობითი განცხადება გააკეთა ერაყის ჩრდილოეთზე თავდასხმასა და ირანის კუთვნილ ჩამოგდებულ უპილოტო საფრენ აპარატზე. განცხადებაში ნათქვამია: ”(ადგილობრივი) დროით 14:10 საათზე აშშ-ს ძალებმა ჩამოაგდეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მიემართებოდა ერბილისკენ.” იქვე აღნიშნულია, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი ასევე საფრთხეს უქმნიდა აშშ-ს ცენტრალურ ძალებს.

    მეორეს მხრივ, განცხადებაში დაგმეს ირანის რევოლუციური გვარდიის თავდასხმა ერაყის ქალაქ ერბილზე.

    განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ასეთი თავდასხმები მიმართულია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.

    ირანმა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოაწყო ერაყის ჩრდილოეთში Komele-ს, IKDP-სა და PAK-ის შტაბ-ბინებზე. ერაყის ქურთული რეგიონალური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა სამან ბერზენჩიმ განაცხადა, რომ ირანის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური