თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა
ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა არ დაუშვა კვიპროსზე, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „პოსტფაქტუმი“ და არც მომავალში დაუშვებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მე-9 შეხვედრის შემდეგ, ჰულუსი აქარმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ ვმუშაობთ სამი ქვეყნის სინერგიისთვის, მშვიდობისთვის“. - თქვა აქარმა და დაამატა: „ჩვენ გვინდა, რომ სომხეთისთვის გაწვდილ მშვიდობის ხელს ხელი მოჰკიდონ. თუ სომხეთი დაიცავს შეთანხმებებს, შეიძლება იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის ნაწილი“.
აქარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი აგრძელებს ექსპანსიონისტურ და აგრესიულ პოლიტიკას თავისი პროვოკაციული ქმედებებით და რიტორიკით, რომელიც იწვევს არასტაბილურობას და ამას ყოველდღიურად ამატებს ახალ პროვოკაციებს.
მან განაცხადა, რომ თურქეთი ღიაა დიალოგისთვის კვიპროსზე, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე და მან არ დაუშვა „პოსტფაქტუმი“ და არც მომავალში დაუშვებს.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი და საბედნიეროდ, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი და ჩვენი კვიპროსელი ძმებისა და დების უფლებები და ინტერესები“. - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
აქარმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით ნატოს სხვა მოკავშირეებისგან, მიუკერძოებელ, ობიექტურ, გონივრულ და ლოგიკურ მიდგომას ელიან.
მისივე თქმით, თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან გრძელდება. „არავინ უნდა მოელოდეს ჩვენგან, რომ შევეგუებით ტერორისტებს ჩვენს საზღვრებთან ახლოს“. - თქვა ჰულუსი აქარმა.