ყარაბაღში გრძელდება აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ორგანიზებულლი საპროტესტო აქცია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2022 15:41

აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებადი გზის ნაწილზე საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციას აზერბაიჯანელი აქტივისტები და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ყარაბაღში ეკოლოგიური ტერორიზმის შეწყვეტის მოთხოვნით ატარებენ. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ რუსი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი არ უშვებს მშვიდობიან სომხებს, ხელს უშლის მათ აქ მოსვლას და შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანული მხარე ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის მშვიდობიანი სომხების წინააღმდეგ.

ალმაზ ნადიროღლუ

 

 

წაკითხულია 176 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი "Aktual School"-ის მონაწილეებს შეხვდა

    აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი "Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა.

    დიპლომატმა  ახალგაზრდები  აზერბაიჯანის საელჩოში მიიღო. იგი გაეცნო მონაწილეებს, მიიღო ინფორმაცია კურსის შესახებ და ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. 

    შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ელჩმა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა  და მონაწილეებთან ერთად განიხილა საკითხები, რაც შიდა და საერთაშორისო პოლიტიკას ეხებოდა. 

    მან აღნიშნა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს დახმარებით რეაბილიტირდება ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული კომპლექსები და ა.შ. ასევე მისი თქმით, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების აღჭურვა ხდება ახალი წიგნებითა და სხვადასხვა სასკოლო ატრიბუტებით. ელჩმა შემდეგ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და უფრო მეტი ისწავლონ სამშობლოს განვითარებისთვის. 

    ფაიგ გულიევმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და  კმაყოფილება გამოთქვა, რომ "Aktual School"-ის მხრიდან უკვე მესამედ ხორციელდება მსგავსი კურსები. 

    Aktual Media-ს  გენერალურმა დირექტორმა ილქინ ჰუსეინოვმა კი მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს მიღებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის ეხმარება და  ყურადღებას აქცევს საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, რაც გამოიხატება ახალგაზრდებისთვის განათლების დაფინანსებაში, ასევე გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებებში და სხვ.

    შეხვედრის ბოლოს ელჩმა ახალგაზრდებთან ერთად ფოტო გადაიღო და მათ წარმატებები უსურვა.

    აღსანიშნავია, რომ "Aktual School"  2021 წლიდან ფუნქციონირებს და მას ამჟამად, 21 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი დასაქმებულნი არიან სხვადასხვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

  • აზერბაიჯანში, „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ წვრთნები დაიწყო

    აზერბაიჯანში, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება „მუსტაფა ქემალ ათათურქი 2023“ დაიწყო. ამის თაობაზე "TRT- ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლება, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება, ბაქოში, ნახიჩევანში და ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რეგიონებში ერთდროულად დაიწყო.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში მონაწილეობს 3 ათასი პერსონალი, 130 ტანკი და ჯავშანმანქანა, დაახლოებით 100 საარტილერიო და სარაკეტო სისტემა, 20 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

    სწავლებაში მისიები განხორციელდება სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებით, თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით თანამედროვე საბრძოლო მეთოდების გამოყენებით, აშენდება სპონტანური ხიდები მდინარეების გადაკვეთისთვის და წარმომადგენლობითი დესანტი გადასროლილ იქნება მტრის სიღრმეში.

    სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთისა და აზერბაიჯანის არმიებს შორის ურთიერთქმედების და კოორდინაციის გაზრდას, 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

  • აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა

    აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ჰასანოვმა გიულერს მიაწოდა ინფორმაცია ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მიერ დაწყებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შესახებ.

    გიულერმა განაცხადა, რომ თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში კონსტიტუციური წყობის აღდგენის, სომხური შეიარაღებული ძალების დანაყოფების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით.

  • ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები

    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ისინი ვეღარ დაეყრდნობიან რუსეთს მათ დასაცავად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსმა სამშვიდობოებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები.

    იმის მტკიცებით, რომ რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად და მოსკოვის ხელისუფლებას ეშინია აზერბაიჯანისა და მისი ახლო მოკავშირე თურქეთის გაუცხოების.

    ფაშინიანმა თქვა: ”ამ შემთხვევაში, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე. ჩვენ გვინდა გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, მაგრამ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა თავიდან ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კონფლიქტების ცენტრში მოხვედრა“.

    მან აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე, როცა კონფლიქტები ღვივდება, „დიდი მფარველისთვის“, სომხეთის შემთხვევაში,  რუსეთისთვის მიმართვა არამდგრადია და დაამატა: „ჩვენ აღარ შეგვიძლია დავეყრდნოთ რუსეთს ჩვენი დაცვის საკითხსშ“.

    მეორე მხრივ, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერ გააკეთებს შეფასებას იმ საკითხზე რომ „რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში რომ არ იყვნენ, დღეს უკეთესი იქნებოდა თუ არა მდგომარეობა“.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა: „თუ გვსურს გვქონდეს მუდმივი და მარადიული სახელმწიფო, ჯერ ძალიან სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ძალიან სერიოზული ძალისხმევა გავწიოთ მეზობლებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად“.

  • საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს

    საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ცნობს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

    სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

    „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს 2023 წლის 9 სექტემბერს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“. - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური