პირველი ჩინური სამგზავრო თვითმფრინავი C919 ექსპლუატაციაში შევიდა
შანხაი, (სინხუა) - ჩინეთის კომერციულმა თვითმფრინავების კორპორაციამ პარასკევს კომპანია „აღმოსავლეთის ავიახაზებს“ (China Eastern Airlines) ექსპლოატაციაში გადასცა პირველი დიდი სამგზავრო თვითმფრინავი C919.
ამრიგად, პირველად ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე გამოჩნდა სამამულო წარმოების შიდა განვითარებული მთავარი რეაქტიული ლაინერი.
ახალი თვითმფრინავის სალონი ნომრით B-919A გათვლილია 164 მგზავრზე და დაყოფილია ეკონომ და ბიზნეს კლასებად. იმავე დღეს თვითმფრინავი შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტიდან შანხაის ჰონგქიაოს საერთაშორისო აეროპორტში გადაფრინდა.
გეგმის მიხედვით, ლაინერი კომერციულ ექსპლუატაციაში შევა 2023 წლის გაზაფხულზე შანხაის, პეკინის, გუანჯოუს და სხვა ქალაქებს შორის საცდელი ფრენების შემდეგ, რომელთა შორის ფრენის საერთო დრო მინიმუმ ასი საათი იქნება.
Related items
-
Air Astana ზაფხულის განრიგზე გადადის!
ავიაკომპანია Air Astana ზაფხულის პერიოდიდან თბილისისა და ალმა-ათის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შესრულებს. ასევე ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ბათუმი-ალმა-ათი და თბილისი-ასტანას მიმართულებით.
ყაზახურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ავიარეისები ბათუმსა და ალმა-ათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა.
თბილისსა და ასტანას შორის კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით.
„Air Astana“ ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
-
2032 წელს პეკინი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი გახდება
ორ წელზე მეტ ხნიანი COVID-19 შეზღუდვების შემდეგ, ჩინეთმა საბოლოოდ გახსნა საზღვრები. მიუხედავად იმისა, რომ აღდგენითი სამუშაოები სულ ახლახან დაიწყო, მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC), გლობალური ფორუმი, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის ეკონომიკურ გავლენას აანალიზებს, დარწმუნებულია ქვეყნის სწრაფ ტურისტულ აღმავლობაში.
WTTC-ის ბოლო მოხსენების თანახმად, 2032 წლისთვის პეკინი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი გახდება და მისი ტურისტული სექტორი 33 მილიარდი დოლარიდან 77 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. გაუსწრებს პარიზს, რომელიც ამჟამად საუკეთესო ტურისტულ ადგილად ითვლება და რომლის ტურისტული სექტორი თითქმის 36 მილიარდი დოლარია. იმავდროულად, შანხაი 2032 წელს, სავარაუდოდ, მეორე ადგილზე იქნება პირდაპირი მოგზაურობისა და ტურიზმის თვალსაზრისით და მას კუანგჭოუ და მაკაო მოყვებიან (მეექვსე და მერვე ადგილებზე).
ჩინეთი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზად არის ტურისტების მისაღებად. რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანამ განახორციელა ახალი ინვესტიციები სასტუმროებში, ტრანსპორტსა და ტურისტულ მიმართულებებში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს შანხაიმ წარადგინა ქალაქის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რათა მიაღწიოს ტურიზმის წლიურ შემოსავალს $108 მილიარდს 2025 წლისთვის, მაღალი დონის მომსახურების, საერთაშორისო პოპულარული გამოფენებისა და ფესტივალების ხელშეწყობის გზით.
ამასთან, ამ თვის დასაწყისში, ეროვნულმა მთავრობამ ასევე გამოაცხადა საპილოტე პროგრამა, რომელიც ღია იქნება უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბიზნესებზე შანხაიში, ჩონგცინგში, თიენძინსა და ხაინანში.
მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
https://sinomedia.ge
წყარო: https://chinafilminsider.com/beijing-shanghai-to-surpass-paris-as-tourism-spending-hotspots-by-2032/
-
ოთხშაბათს შანხაიდან ჩინეთი-ევროპის პირველი მატარებელი გავიდა
შანხაი, (სინხუა) -- 2023 წლის პირველმა მატარებელმა, ჩინეთი-ევროპის საერთაშორისო სატვირთო მარშრუტზე, ოთხშაბათს დატოვა შანხაი და იგი დასავლეთის მიმართულებით გაემართა. გზად მატარებელი გაჩერდება ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და შუა აზიის სხვა ქვეყნებში, განაცხადეს შანხაის საბაჟოში.
მატარებელი გადაიტანს საქონლით დატვირთულ 100 სტანდარტულ კონტეინერს: ლიფტები, სამედიცინო აღჭურვილობა, ავტონაწილები და საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, საერთო მასით 880 ტონაზე მეტი და ღირებულება 18,7 მილიონი იუანი (დაახლოებით 2,76 მილიონი აშშ დოლარი).
შეგახსენებთ, რომ პირველი სინო-ევროპული ექსპრესი, აღმოსავლეთ ჩინეთის მეტროპოლიიდან 2021 წლის სექტემბერში გაემგზავრა. 2022 წლის ბოლოს შანხაის საბაჟოზე, ჩინეთ-ევროპის მარშრუტებზე, სულ 53 სატვირთო მატარებელმა გაიარა.
საერთო ჯამში მათ 5000-ზე მეტი სტანდარტული კონტეინერი გადაიტანეს. საქონლის საერთო წონა 40000 ტონას აღემატებოდა, ღირებულება კი 1,3 მილიარდ იუანს შეადგენდა.
-
ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული რეტროსპექტივა შანხაიში
ბრიტანელი დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი ჩინეთისთვის ნაცნობ და საყვარელ არქიტექტორთა რიცხვს მიეკუთვნება. ზაჰას დიზაინის ფირმა „Zaha Hadid Architects (ZHA)“ მისი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, სწორედ ამ უკანასკნელის მიერაა აშენებული 2019 წელს ცნობილი პეკინის ტასინგის საერთაშორისო აეროპორტი.
2021 წელს ფირმამ ითანამშრომლა შანხაის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ფართომასშტაბიანი გამოფენის მოსაწყობად. შედეგად მუზეუმში წარმოდგენილი გახლდათ ჰადიდის საკულტო დიზაინის ასობით მოდელი, ფოტო და აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები.
რევოლუციური, კრეატიული, ინოვაციური – ამ და კიდევ სხვა მრავალი ეპითეტით მოიხსენიებენ ჰადიდის შემოქმედებას. ჩინეთში თავის პირველ რეტროსპექტივაში, Zaha Hadid Architects-მა ნათელი მოჰფინა მისი გამომგონებლობის ბრწყინვალებასა და სიღრმეს, უნიკალურ არქიტექტურულ ენასა და შეუპოვარ სამუშაო ეთიკას.
გამოფენის მეორე სართული ჰადიდის არქიტექტურული დიზაინის მიმოხილვას მიეძღვნა, რაც მოიცავდა შენობების მოდელებსა და ფოტოებს, რომელიც ფირმამ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნა. გარდა სავაჭრო კომპლექსებისა, ძვირადღირებული აპარტამენტებისა და ცათამბჯენებისა, ZHA-მ შექმნა მაღალი დონის საჯარო პროექტების სერია, როგორიცაა ხიდები, მეტროს სადგურები და ფეხბურთის სტადიონები.
მესამე სართული იმ ფილოსოფიასა და ტექნოლოგიებში მოგზაურობას დაეთმო, რომლებიც ჰადიდს მისი ხედვის რეალიზებაში დაეხმარა, რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის ყოველ ნაბიჯზე. ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური განყოფილება, რომელიც ზაჰა ჰადიდის დიზაინს (ZHD) მიეძღვნა, როგორიცაა ავეჯი, განათება, სამკაულები და მოდა.
საერთო ჯამში, გამოფენა ცოტათი ZHA-ს დიდ სარეკლამო კამპანიას ჰგავდა, რომელიც ჰადიდის მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობისა და კვლევის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.მასალა მოამზადა მარი გიორგობიანმა
-
ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
ბრიტანეთის ტერიტორიიდან ორბიტაზე თანამგზავრის გაგზავნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
Boeing 747-ის ტიპის სარაკეტო თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Virgin Orbit-ს, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლიდან აფრინდა.
მოგვიანებით რაკეტა თვითმფრინავს ატლანტის ოკეანის თავზე მოშორდა და აალდა.
თუმცა, Virgin Orbit-მა საკითხთან დაკავშირებით Twitter -ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იყო ანომალია, რამაც ხელი შეუშალა რაკეტას ორბიტაზე გასვლაში.
თვითმფრინავი კი კორნუოლში დაბრუნდა, როგორც დაგეგმილი იყო.
მისია წარმატებული რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი იქნებოდა იმ 9 ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელმაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე გააგზავნა.
ბიზნეს ნიუსი

IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა!
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! IWSC კონკურს...

ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა
28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარ...

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...