#IBSU-ს მედია ცენტრის, რადიო გადაცემის "საუბრები ჟურნალისტიკაზე" სტუმარი თამარ გეგენავა იყო
Related items
-
IBSU-ში მადლიერების დღე აღინიშნა!
ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა.
ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.
-
IBSU-ში სამეცნიერო ღონისძიება “მეცნიერება და საზოგადოება” გაიმართა
მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება - “მეცნიერება და საზოგადოება”.ღონისძება მიზნად ისახავდა მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმა.ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ. შეხვედრას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი.ღონისძიება 5 პანელისგან შედგებოდა: უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ისაუბრა მეცნიერებაში თანამედროვე ტრენდებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ; სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრებმა წარმოადგინეს განხორციელებული კვლევების შედეგები; მოხდა შიდა და გარე საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევების განხილვა და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა.მეცნიერების საერთაშორისო დღე 10 ნოემბერს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება. -
საქართველოს მედიანაკრები ფეხბურთში კოტე მახარაძის სახელობის თბილისის მე-4 საერთაშორისო მედიატურნირის გამარჯვებულია!
27-30 ოქტომბერს თბილისმა უმასპინძლა კოტე მახარაძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მედიატურნირს ფეხბურთში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 2 მედიანაკრების გარდა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, რუმინეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ლატვიის და ინდოეთის ჟურნალისტთა გუნდებმა. წინა 3 ტურნირის გამარჯვებულები იყვნენ უკრაინა(2019), მოლდოვა(2020) და ყაზახეთი(2022).ამჯერად პირველობა არავის დაუთმო საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფში ჯერ ინდოეთი დაამარცხა(4:1), შემდეგ ლატვია(5:1) და სომხეთთან უგოლო ფრეს დასჯერდა.ნახევარფინალში ჩვენებმა აზერბაიჯანს სძლიეს(3:2) და გავიდნენ ფინალში, სადაც ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტთან, რუმინეთთან მოუწიათ დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტში რუმინელები დაწინაურდნენ, საბოლოო ჯამში საქართველოს მედიანაკრებმა შეძლო უპირატესობის მოპოვება, ანგარიშით 4:2 იმარჯვა და პირველად გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე დაწესებული 10 ინდივიდუალური პრიზიდან 4 ქართველებს დარჩათ. ბომბარდირი 6 გატანილი გოლით ირაკლი სიხარულიძე(ტვ იმედი) გახდა, ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად დავით ფრანგიშვილი აღიარეს, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორად ჩვენი გუნდის კაპიტანი, მამუკა კვარაცხელია(სარბიელი) დასახელდა. პირველი გოლის ავტორი კილლ ჩვენი გუნდის კიპერი, გეგი კიკაბიძე გახდა, რომელიც ასევე ორიგინალური პრიზით დასაჩუქრდა.საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ მიკუ(რუმინეთი) აღიარეს.ტურნირის მთავარი მხარდამჭერი იყო საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. ასევე მადლობას ვუხდით ტურნირის პარტნიორებს ინტერაკადემია საქართველოს, "ნიუ ვიჟენ ჯგუფს", "საქართველოს სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს". -
IBSU-მ აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტრადიციულ, აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელშიც 14 ქვეყნის 80-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა.
ორდღიანი კონფერენციის თემატიკა მოიცავდა რუსეთის მიერ წამოწყებულ კონფლიქტს უკრაინაში და მის გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მომიჯნავე რეგიონებზე.
კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიის შესწავლის ცენტრი, გამოყენებითი ფსიქოლოგიის კოლეჯი (ჩეხეთი) და სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი.
აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციის მიზანია რეგიონში და მის გარეთ ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, ექსპერტთა მოსაზრებების ურთიერთგაცვლა და პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში ოპტიმალური გამოსავლის გზების ძიება.
-
IBSU-ში 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა.
ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, IBSU ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს თავისი გამორჩეული ნიშა და ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.
"ვულოცავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ წინ. ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ყოველ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი აფასებს აკადემიური პერსონალის ღვაწლს და საუკეთესოებს გამოყოფს. გისურვებთ ამ არაჩვეულებრივი ტრადიციის გაგრძელებას და კიდევ ბევრი ახალი სიახლისა და ტრადიციის დანერგვას უნივერსიტეტში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რექტორის განცხადებით, IBSU-ს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ ბევრი ახალი სიახლე და ტრადიცია დაინერგება.
"დღეს იყო გასაოცარი დღე IBSU-ში. ოფიციალურად დავიწყეთ სასწავლო პროცესი და გვესტუმრა ძალინ დიდი სტუმარი, ჩვენი განათლების მინისტრის მოადგილე. ოფიციალურად უკვე სტარტი აიღო IBSU-ში სასწავლო წელმა. თუმცაღა, სწავლება უკვე დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ეს იყო ჩვენი IBSU-ს დიდხნიანი ტრადიცია, რომელსაც გავაგრძელებთ და უფრო ლამაზს გავხდით მომავალში." განაცხადა რექტორმა.
უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორმა საპატიო ემერიტუსის წოდება გადასცა IBSU-ს აფილირებულ პროფესორს, ნათელა დოღონაძეს, რომელიც 200-ზე მეტი პუბლიკაციის და 14 წიგნის ავტორია.
განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა დააჯილდოვა 2022-2023 აკადემიური წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები, ეკონომიკის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, აზერ დილანჩიევი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა დევიძე, აფილირებული პროფესორი, ნიკა ჩიტაძე, ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დალი ოსეფაშვილი და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა ფიფია.
ასევე, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე სტუდენტების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მენტორები, აფირილებული ასოცირებული პროფესორი, ირაკლი ხვთისიაშვილი, პროფესორი დავით გეფერიძე, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გიორგი მანდარია და უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ინგა ტყემალაძე.
ბიზნეს ნიუსი

თორნიკე კორძაია - ლიბერთის ახალი კონცეფცია #ჩვენიანი
„ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი და პირველი ვიდე...

VIDEO/ირაკლი ღარიბაშვილი - მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის - Luxury Collection - შემოსვლით ახალი პარაგრაფი იწ
მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბ...

დაიბრუნე 65%-მდე თანხა CashBack - ისა და VISA - ს ერთობლივ აქციაზე
წლის განმავლობაში შოფინგისთვის ყველაზე განსაკუთრებ...

IWSC-ის საერთაშორისო კონკურსში 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine...